კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: რა შეგიძლიათ, მითხრათ გერმანული დოგის შესახებ?

პასუხი: გერმანულ დოგზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, უკეთესი იქნებოდა, კონკრეტულად მოგეწერათ, რისი გაგება გსურთ მის შესახებ. ზოგადად, შეგვიძლია, გითხრათ, რომ თანამედროვე გერმანული დოგი ძალიან უშიშარი, თავდაჯერებული, ტემპერამენტიანი და ადამიანების მოყვარული ძაღლია. უყვარს ფუფუნება და ნორმალური კლიმატი. მას აქვს საკმაოდ გაწონასწორებული ფსიქიკა, რისი წყალობითაც რთულია მისი წყობიდან გამოყვანა. ადვილად ეჩვევა სხვა შინაურ ცხოველებს და, ასევე, ადვილად ეგუება პატარა საცხოვრებელ ტერიტორიას. ასეთ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ მას რეგულარული სეირნობა ესაჭიროება. სამწუხაროდ, ის არ გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით. რაც შეეხება დოგის ლეკვებს, მათ ადრეული ასაკიდან სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა და თანმიმდევრულად სწორი წვრთნა. 

 გერმანული დოგი გვხვდება სხვადასხვა შეფერილობის: შავი, ცისფერი, ჩალისფერი, მარმარილოსფერი და ვეფხვისებრი. ხვადების სიმაღლე არის არანაკლებ 80 სანტიმეტრისა, ხოლო ძუებში – 72. მათი წონა, სიმაღლიდან მომდინარეობს.

კითხვა: როგორ უნდა გავიგო, ძაღლი სუფთა ჯიშის ნაგაზია თუ არა: თვალების მიხედვით, ფეხების საშუალებით თუ ტანით?

პასუხი: ამას ვერაფრით ვერ დაადგენთ. გამოცდილი კინოლოგებიც კი შემცდარან. ყოფილა შემთხვევა ძუ ძაღლი ხვადთან დაურთავთ. ატეხილობის პერიოდი საშუალოდ 27-28 დღეა და, აქედან რამდენიმე დღეა დაწყვილების პერიოდი. ამ დღეებში, შეიძლება, შემთხვევით, პატრონისგან შეუმჩნევლად ეწვიოს დაუპატიჟებელი სტუმარი ძუ ძაღლს და კონტაქტი ჰქონდეს მასთან. ასე რომ, დაბადებულან ლეკვები, რომლებიც ჰგვანან მშობლებს, მაგრამ, სინამდვილეში არსებობს მეორე მამაც. ამიტომ, როცა ლეკვები წამოიზრდებიან და 6, 8, 9 თვის ხდებიან, მათ სიმაღლეში ზრდის პრობლემა ეწყებათ, იცვლიან ფერს და არასასურველ შეფერილობას იღებენ, რაც სუფთა ჯიშისთვის არ არის დამახასიათებელი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, როცა ძაღლის ჯიშიანობა გინდათ დაადგინოთ, პირველ ყოვლისა, უნდა ნახოთ მისი მშობლები. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ უნდა ნახოთ მათი წარმომავლობის საგვარეულო ნუსხა. თუ ეს დამტკიცებულია ფედერაციის მიერ, ანუ გაფორმებულია ნამატი, ვარაუდი იმისა, რომ თქვენი ძაღლი ნარევი ჯიშისაა, ძალიან ცოტაა.

 

 

скачать dle 11.3