კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ ხუჭავს ლიკა ლაბაძე თვალს მამაკაცთან ურთიერთობაში

პირველი არხის წამყვანი და ახლა უკვე „ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი, ყველაზე გამორჩეული მონაწილე, დიდი ხანია, რაც აქტიურ ცეკვას ჩამოშორდა. ბალეტი ცხოვრებაა და ამ ცხოვრებაზე ლიკა ლაბაძემ ერთ დღეს უარი თქვა. თეთრ გედობაზე მეოცნებე ყველა გოგონასთვის ეს, ალბათ, პარადოქსულია, მაგრამ ლიკა ძლიერი აღმოჩნდა და ცხოვრება სულ სხვა გზით გააგრძელა.

 

ლიკა ლაბაძე: ბავშვობა ბალეტით, სცენით დაიწყო და ამით ვცხოვრობდი დღემდე. ფაქტობრივად, სცენაზე გავიზარდე. კამერები, სცენა იმდენად ჩემი გახდა, რომ ზუსტად ვიცოდი, მის გარეშე ჩემი ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. საბალეტო ოჯახში გავიზარდე და არავის უკითხავს ჩემთვის, მინდოდა თუ არა ბალერინობა, ეს თითქოს ბუნებრივად ასე იყო. არც მქონია პროტესტი. ახალი ფეხადგმული ვიყავი, როცა დედაჩემი აბაზანაში შემოვიდა და თითის წვერებზე დადგომას ვცდილობდი. ორი წლიდან ვიცოდი ჩემი ბედი (იცინის). ათი წლის ვიყავი, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რომ ჩავაბარე, საიდანაც დაიწყო საკმაოდ რთული ცხოვრება. ათი წლის ბალერინა ტვინით, შეგნებით თექვსმეტი წლის მოზარდის ტოლია. უზარმაზარი შრომაა, სტრესი, ისეთ კონკურენტულ გარემოში გიწევს ცხოვრება, არსებობა, უამრავი რამის მოკლება, უარის თქმა, გულის ტკენა, რომ ეს ათი წლის ბავშვისთვის მართლა ზედმეტია. 

– თითქმის ყველა ბალერინა ამ, თითქოს ერთ თარგზე მოჭრილ ისტორიას ყვება. რის გამო უძლებთ?

– მით უმეტეს, რაც „შავი გედი” გადაიღეს (იცინის). იმდენად მძაფრია ოცნება, ერთხელაც თეთრი გედი გახდე, რომ ამისთვის ყველაფერი გიღირს. ეს კი მხოლოდ რჩეულების ხვედრია. 

– და ღირს ეს თეთრი გედი ამის ფასად?

– რომ მივხვდი, არ ღირს, იმიტომაც დავანებე თავი და წამოვედი. რომ იზრდები, ხვდები, რომ შენი ოცნებები რეალობისგან ძალიან შორსაა და ყველას არ შეუძლია იყოს ის ერთადერთი, ზუსტად ხვდები შენს შესაძლებლობებს. როგორც ამბობენ, სცენა ძალიან მიხდებოდა და ბევრს გაუკვირდა, გული დასწყდა, რომ ბალეტს თავი დავანებე. მაინც არის ერთი პირობა – თუ არ ხარ პირველი, ჯობია, საერთოდ არ იყო. რა დონეზეც შევძელი, იქამდე მივიყვანე, ბევრი ისეთი როლი ვიცეკვე, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრისთვის დღესაც სანატრელია. მოვიარე მსოფლიო, ვიდექი უამრავ სცენაზე. ჯერ მარტო ნინო ანანიაშვილთან ერთად ვცეკვავდი. მახსოვს ბავშვობაში ის რომ კონცერტით ჩამოდიოდა, კოსტიუმიდან ჩამოვარდნილ ბუმბულს ვინახავდით. ამ დროს კი ქალბატონ ნინოსთან შვიდი წელი ვიმუშავე. მერე მივხვდი, რომ ბევრი ოცნება ამისრულდა და თან ისიც გავაცნობიერე, რომ ერთი ადგილის ტკეპნა დავიწყე, წინ ვეღარ მივდიოდი. მე კი ყოველთვის მქონდა სხვა ინტერესები – კარგად ვმღეროდი, ფოტომოდელობაც მიტაცებდა, ხშირად მიღებდნენ ჟურნალებში, რეკლამებში, ჟურნალისტიკაც მაინტერესებდა. ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფერს პარარელურ რეჟიმში ვეღარ გავაგრძელებდი. გარდა იმ სტრესისა, რაც მთელი ბავშვობა გადავიტანე, აღარ მინდოდა, კიდევ განმეცადა სტრესი, როცა ასაკში შევიდოდი და მაგრძნობინებდნენ, ახალგაზრდებს ადგილი დაუთმეო. მერე აუცილებლად ვინანებდი, რატომ არ გამოვიყენე სხვა პოტენციალი-მეთქი.

– ამ შოუს მონაწილეებს შორის, ყველაზე გულჩათხრობილი და მოზომილი მეჩვენები, რაც დილის გადაცემაში და ახლაც, ინტერვიუში საერთოდ არ გეტყობა.

– ალბათ იმიტომ, რომ აქ მხოლოდ ცეკვაზე ვფიქრობ – რასაც სხვაგან სიტყვით ვამბობ, აქ სხეულით უნდა ვთქვა. სულ წუთ-ნახევარი გაქვს მოცემული და იქ ყველაფერი უნდა ჩადო. ისე მფიტავს და ისე მაცლის ცეკვა ენერგიას, რომ მერე ლაპარაკის თავი საერთოდ არ მაქვს. მორალურად, ფიზიკურად ყველაფერს მაცლის. თუკი ცხოვრებაში რამე მიგრძნია, გადამიტანია, გამხარებია, მტკენია, ცეკვაში გადამაქვს და ცეკვით ვყვები. არის პირიქითაც, როდესაც სცენას სხვა ხასიათი სჭირდება და შენ აბსოლუტურად სხვანაირად გრძნობ თავს. ისეთი რაღაცეები გადამიტანია სცენაზე, ვერ წარმოიდგენთ – ფეხმოტეხილი, ფეხდაჩირქებული, დასისხლიანებული თითებით, ორმოცი სიცხით მიცეკვია და მივხვდი – არ არსებობს ჩემთვის ბარიერი, რის გამოც შეიძლება, სცენაზე რაღაც ვერ გავაკეთო. ეს მერე ცხოვრებაშიც მეხმარება. 

– ამბობენ, ბალერინასთვის პირადი ცხოვრება არ არსებობსო.

– ახლა აღარ არის ასე, იცი?! გარშემო, ჩემი მეგობრები ყველა გათხოვილია, ორ-ორი შვილი ჰყავთ. მე ბალეტს დავანებე თავი, მაგრამ ხომ ხედავ, არ გავთხოვილვარ (იცინის).

– თუმცა, მისულხარ ქორწილამდე, როდესაც კაბაც შერჩეული გქონდა და ბეჭედიც.

– კი, ასე იყო. საერთოდ, არ მაქვს იოლი ხასიათი. რაღაც თუ არ მინდა, არაფრით გავაკეთებ. 

– დიდი სიმამაცე სჭირდება იმას, რომ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე თქვა უარი.

– ასეა. თან, სტაბილური ვარ, თან – ცვალებადი. თუ რაღაც არ მინდა, ვისი ხათრიც არ უნდა მქონდეს, როგორც არ უნდა დაიჯერონ რომ ვცდები, არ გავაკეთებ. ძალიან მალე მბეზრდება, ვარცხნილობიდან დაწყებული ჩაცმის სტილით დამთავრებული, ყველაფერი. მით უმეტეს, ურთიერთობაში. თუ რაღაც ძალიან მდორედ, ერთფეროვნად მიდის, ვერ ვეგუები. რაც შეეხება გადაფიქრებულ ქორწილს, იქ არ ყოფილა „გაქცეული პატარძალი” თუ სხვა ფილმი (იცინის)... უბრალოდ, ერთმანეთისგან შორს ვიყავით და ორივე მივხვდით, რომ ნაადრევ ნაბიჯს ვდგამდით. ჯობდა, ყველაფერი ისე დაგვეტოვებინა, როგორც იყო. დავრჩით მეგობრებად. 

– ამის შემდეგაც იყო სერიოზული ურთიერთობა?

– ქორწილამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ურთიერთობა, რა თქმა უნდა, იყო – პატარ-პატარა ამბები. სამი სიყვარული, რომელზეც ამდენს ლაპარაკობს ყველა, მართლა სამი ძალიან ძლიერი გრძნობა იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, არ ვნანობ, რომ იმათგან არც ერთი „და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად” არ დასრულდა (იცინის). სამაგიეროდ, უდიდესი გამოცდილება დავაგროვე – ზუსტად ვიცი, სად და როგორ უნდა მოვიქცე. ადრე თუ, ვთქვათ, ელემენტარულ სიტყვა-პასუხზე, მესიჯზე რა მიმეწერა იმაზე ვფიქრობდი და ვნერვიულობდი, ახლა ურთიერთობაში ბარიერები აღარ არსებობს. ზუსტად ვიცი, რა მინდა, როგორ მინდა, რა დოზით მინდა. შევისწავლე მამაკაცის ფსიქოლოგია. ძალიან რთული გახდა ჩემი ნდობის მოპოვება და დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ მასში ეჭვი აღარ მეპარებოდეს. ეს სიფრთხილე ხშირად ხელს მიშლის. 

– მამაკაცების ფსიქოლოგია გავიგეო, ეს რას ნიშნავს, როგორები არიან?

– ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ბევრი რაღაც აქვთ საერთო (იცინის). მივხვდი, რომ ბევრ რაღაცაზე ნერვები არ უნდა მოიშალო, რასაც ქალები ძალიან განიცდიან. რატომ უყურებს გიჟივით ფეხბურთს, როცა მე არ ვიცი, რომელი კაბა ჩავიცვა – მსგავს მომენტებზე რეაქცია არ მაქვს. ქალები თავიდან რატომღაც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ. ჰგონიათ, ქორწინების შემდეგ ბევრი რაღაც შეიცვლება, მაგრამ ასე არ არის. ყველაფერი ზუსტად ისევე გრძელდება. თუ ამ ბალანსს დაიჭერ და არ ეცდები, მამაკაცის გადაკეთებას, მისთვისაც ძალიან დიდ კომფორტს შექმნი და შენთვისაც. დიდი ბრძენი ქალივით კი ვლაპარაკობ, მაგრამ მივხვდი, რომ თავად უნდა გაიმარტივო ყველაფერი და სხვაში არ ეძებო პრობლემები. 

– შენზე და სამორიზე არ დაწყებულა ჭორაობა?

– რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად კარგი მეგობრები ვართ, ამის ერთი პროცენტიც კი არ არსებობს. რა ხდებაო, რომ მეკითხებიან მეცინება და ჰგონიათ, რაღაცას ვმალავ და იმიტომ, მეცინება. სინამდვილეში კი, მეცინება – იმდენად აბსურდულია ეს კითხვა. 

 

 

скачать dle 11.3