კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა ქართველი მეგობარი რუსეთში მცხოვრებმა 30 წლის ქალმა

 

30 წლის ალინა ოლეგის ასული ვოლკოვა ეძებს 33 წლის ნანა ვარლამის ასულ მამუკიშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 33 წლის ნანა ვარლამის ასულ მამუკიშვილს. მე და ნანამ ერთმანეთი რუსეთში, კრასნოდარში გავიცანით, სადაც ნანა ბებიასთან იყო დასასვენებლად ჩამოსული. ჩვენ ერთმანეთი 1997 წელს გავიცანით და დავმეგობრდით. დაახლოებით 15 წელია, ნანასთან კავშირი აღარ მქონია. დიდი იმედი მაქვს, რომ მე მას ვიპოვი და ჩვენი ურთიერთობა აღდგება. სამწუხაროდ, ნანას ფოტო მე არ გამაჩნია, მაგრამ, მისი პოვნის იმედს არ ვკარგავ.

– მოგვიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და ნანამ და რა მიზეზით შეწყდა თქვენ შორის კავშირი?

– მე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ კრასნოდარში. ნანას ბებია და ბაბუა (ვალია და ნიკოლაი) ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ. დაახლოებით 1997 წლის ზაფხული იქნებოდა, როდესაც ნანა მშობლებთან ერთად ჩამოვიდა კრასნოდარში და სწორედ მაშინ გავიცანით ერთმანეთი. იმ დროს მე 15 წლის თუ ვიქნებოდი, ნანა კი ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთად ვიყავით, ღამითაც  ერთმანეთთან ვრჩებოდით ხოლმე. სასაუბრო არასდროს გველეოდა, მით უმეტეს, რომ ნანამ კარგად იცოდა რუსული ენა და ერთმანეთს უპრობლემოდ ვუგებდით. მახსოვს, იმ პერიოდში ნანას პირველი სიყვარულიც ეწვია და ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმ ბიჭზე (იცინის). ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ უკვე წლებია გასული, მაგრამ მე დღემდე ძალიან მაინტერესებს ნანას ამბავი, თუ როგორია ის ახლა, აქვს თუ არა ოჯახი, რას საქმიანობს და ასე შემდეგ. 1997 წლის შემდეგ ნანა კრასნოდარში აღარ ჩამოსულა. სამწუხაროდ, მე და ჩემი ოჯახი საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედით და ნანას ბებია-ბაბუასთან კავშირი აღარ მქონია. იმ დროს ვერც მე და ვერც ნანამ ვერ მოვიფიქრეთ, ერთმანეთის კოორდინატები ჩაგვეწერა, რადგან, ორივეს იმედი გვქონდა, რომ ნანას ოჯახი კიდევ ჩამოვიდოდა კრასნოდარში. პატარები რომ ვიყავით, იმდენი გეგმა გვქონდა (იცინის), ერთმანეთის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებდით.

– აქამდე თუ გიცდიათ მეგობრის პოვნა და როგორ?

– ნამდვილად მინდოდა, ნანა მომეძებნა და ამისთვის სხვადასხვა გზას მივმართავდი, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დავრეგისტრირდი სამძებრო საიტზე და იქიდან შევიტყვე თქვენი კოორდინატები. იმედი მაქვს, რომ ნანა წაიკითხავს ამ სტატიას და გამომეხმაურება.

– კიდევ რა იცით მეგობრის შესახებ, ჰყავს თუ არა მას და-ძმა?

– როგორც მახსოვს, ნანა დედისერთა იყო, უაღრესად თბილი და ყურადღებიანი. გარეგნობით ის შავგვრემანი, მაღალი, თაფლისფერთვალება ქალი იქნება. დიდ ყურადღებას აქცევდა ჩაცმულობას – მას ყოველთვის გემოვნებით ეცვა. მახსოვს, ჩვენ ხშირად გვისაუბრია ჩვენს მომავალ გეგმებზე; მისი თქმით, ის სამედიცინოზე აპირებდა ჩაბარებას – ძალიან უნდოდა, პედიატრი გამოსულიყო, რადგან ბავშვებზე გიჟდებოდა.

– მეგობრის პოვნის შემთხვევაში გეგმავთ თუ არა შეხვედრას და სად?

– ჩემთვის მთავარია, ვიპოვო ჩემი მეგობარი და იმედი მაქვს, მასაც დიდი სურვილი ექნება, მნახოს. ამჟამად ნამდვილად არ ვიცი, სად ან როგორ მოხერხდება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ხშირად მიფიქრია, იქნებ ნანაც მეძებს და ვერ მიკავშირდება. 1997 წლის შემდეგ ხომ იმხელა დროა გასული. დარწმუნებული ვარ, მასაც ისევე გაუხარდება ჩემი პოვნა. ჩვენ ბევრი ბავშვური მოგონება გვაკავშირებს ერთმანეთთან და, მიუხედავად იმისა, რომ ნანა წლების წინ გავიცანი, დღემდე მიყვარს და ვაფასებ როგორც ადამიანს. ბუნებრივია, მყავს სხვა მეგობრებიც, მაგრამ, ჩემი ქართველი მეგობრის პოვნა ძალიან მინდა.

 

скачать dle 11.3