კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგა 23 წლის გოგონამ პირველი სიყვარული და რისი იმედი აქვს მას ახლო მომავალში

 

23 წლის სოფიო გეგეჭკორი (ფსევდონიმია) ეძებს დაახლოებით 24-26 წლის ალეკო გურაბანიძეს.

ისტორია: ვეძებ დაახლოებით 24-26 წლის ალეკო გურაბანიძეს. ალეკო ორი წლის წინ გავიცანი, როდესაც ჩვენს სახლში რემონტი გვქონდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს შეყვარებას შევძლებდი, მაგრამ, ეს მაინც მოხდა. ჩემმა მშობლებმა დღემდე არაფერი იციან ამის შესახებ და, იძულებული ვარ, ალეკო დამოუკიდებლად მოვძებნო. თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს, რადგან, ხშირად ვკითხულობ თქვენს რუბრიკას. მჯერა, რომ ალეკოს ახლო მომავალში ვიპოვი. სამწუხაროდ, მის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მისი პოვნის იმედს მაინც არ ვკარგავ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემი რესპონდენტის თხოვნით, მისი ვინაობა არ აფიშირდება, ისევე, როგორც მისი ფოტო. სტატიაში დაწერილი სახელი და გვარი – სოფიო გეგეჭკორი – მისი ფსევდონიმია.

– 2010 წლის შემოდგომა იყო და ჩემი ოჯახის წევრებმა სახლში რემონტის გაკეთება დაიწყეს. საერთოდ, საკმაოდ გულჩათხრობილი ადამიანი ვარ და ახალი ნაცნობების შეძენა არცთუ ძალიან მხიბლავს. ჩვენი სახლი ვაკის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარეობს (სამწუხაროდ, ქუჩას ვერ დავასახელებ). მამაჩემმა თვითონ მოიყვანა ხელოსნები და მათ შორის იყო ალეკოც. მაშინ ის დაახლოებით 22-24 წლის იქნებოდა. თავდაპირველად ყველა ხელოსანს ერთნაირი გულგრილობით შევხვდი, მაგრამ, სულ რამდენიმე ხანში ალეკომ ჩემი ყურადღების მიქცევა მოახერხა. ის ძალიან სიმპათიური და საკმაოდ განათლებული ახალგაზრდა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ყოველთვის ეგრეთ წოდებულ „სპეცოვკაში“ ვხედავდი, მაინც მოხიბლული ვიყავი მისი გარეგნობით. რემონტი ჩვენს სახლში სამი თვის განმავლობაში კეთდებოდა. დედაჩემს უკვირდა, რომ მე რემონტის დამთავრება ოჯახის სხვა წევრებივით არ მეჩქარებოდა და გულიც კი მწყდებოდა, როდესაც „მალიარების“ საქმე ბოლოსკენ მიდიოდა. ვერანაირად ვერ გავუბედე დედაჩემს, რომ მეთქვა, მე ჩვენი ერთ-ერთი ხელოსანი მომწონს-მეთქი. ისეთი ხასიათის დედა მყავს, ეს რომ გაეგო, ალბათ, გული წაუვიდოდა. მამაჩემზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი – მას ჩემთვის, მგონი, მხოლოდ მინისტრი ემეტება! ალეკო მშვენივრად ხვდებოდა, რომ მისი შანსები ჩემი მშობლების წინაშე ნულის ტოლი იყო, თუმცა, ჩემს სიმპათიას თავის მიმართ გრძნობდა. როგორც ვიცი, სხვა ხელოსნებისგან ისიც მალავდა თავის გრძნობას ჩემდამი. რემონტის დასრულების ბოლო კვირას მან მალულად გადმომცა წერილი, რომელშიც სიყვარული ამიხსნა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რემონტის დამთავრების შემდეგ მე ალეკო აღარ მინახავს.

– კიდევ რა იცი ალეკოს შესახებ?

– ვიცი, რომ ალეკო სოფლიდან იყო, რომ მას ჰყავს და-ძმა და ის მათ შორის ყველაზე უფროსია. ვიცი, ასევე, რომ მას არ ჰყავს მამა, დედამისი კი იმ პერიოდში ავადმყოფობდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. თუ არ ვცდები, ინსულტმა დაარტყაო, – ასე მეუბნებოდა. ჩემი და ალეკოს ურთიერთობა იმ დროს იმით შემოიფარგლებოდა, რომ ერთმანეთს ჩუმ-ჩუმად, დამნაშავეებივით ვხვდებოდით. მე და ალეკო ერთმანეთს სულ ხუთჯერ თუ შევხვედრივართ, ძირითადად, ვაკის პარკში. მან იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ და მპირდებოდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა მას შემდეგ, რაც რემონტი დამთავრდებოდა. როგორც მახსოვს, ალეკო თბილისში მამიდასთან ცხოვრობდა, წარმოშობით კი ვანიდან იყო. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ გამაჩნია, მაგრამ, შემიძლია, აღვწერო: ის მაღალი, შავგვრემანი, ცისფერთვალება ბიჭია, სახეზე, მარჯვენა ლოყაზე დიდი ხალი აქვს. ორი წელია გასული, მაგრამ, ალეკო არ დამკავშირებია. მისთვის ცნობილია ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც დღემდე არ შემიცვლია. სამწუხაროდ, მე ვერ ვუკავშირდები, სავარაუდოდ, მას უკვე სხვა ნომერი აქვს. ნამდვილად არ ვიცი, რა მიზეზით აღარ დამკავშირებია, რადგან ჩემ მიმართ არც თვითონ იყო გულგრილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ის წაიკითხავს ამ სტატიას, მიხვდება მისი ავტორის ვინაობას და გამომეხმაურება. მამაჩემს ერთხელ ვკითხე, საიდან მოიყვანე ის მუშები, რემონტი რომ გაგვიკეთეს, ჩემს დაქალსაც უნდა რემონტი და მათი ნომერი ხომ არ გაქვს-მეთქი, მაგრამ, მამაჩემმა ისე მრისხანედ შემხედა, თითქოს ყველაფერს მიხვდა და ამ თემაზე ჩემთვის ხმა არ გაუცია. 

– როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა, რომ ალეკო თავის დროზე მამაშენს დალაპარაკებოდა, მისგან კატეგორიული უარი მიეღო და სწორედ ეს აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ ის დაიკარგა?

– სიმართლე გითხრათ, არაერთხელ მიფიქრია ამაზე. ალეკო საკმაოდ თავმოყვარე ბიჭია და ვერავისგან ვერ მოითმენდა შეურაცხყოფას. მამაჩემისთვის კი, როგორც გითხარით, ჩემი შესაფერისი კაცი არ დაბადებულა. მე დედისერთა ვარ და ორივე მშობელს ჩემზე მზე და მთვარე ამოსდის. მაგრამ, ამით ისინი ბედნიერებას კი არ მანიჭებენ, პირიქით, უბედურს მხდიან. ძალიან მინდა ვიპოვო ალეკო და ვუთხრა, რომ ჩემთვის სულერთია, ვინ რას იფიქრებს და თუ მას დღემდე ვუყვარვარ, დამიბრუნდეს, ჩვენ ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდებით. მინდა, მან იცოდეს, რომ ჩემი სიყვარული მისადმი უბრალო გატაცება არ ყოფილა, მე მასზე სულ ვფიქრობ და მენატრება.

– ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, აპირებ თუ არა მშობლებისთვის სიმართლის თქმას?

– ნეტავ კი ალეკო ვიპოვო და, ვფიქრობ, წინ ვეღარაფერი დამიდგება. ისეთი ჭკვიანი და მიზანდასახული ბიჭია, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიაღწევს ცხოვრებაში წარმატებას. იმ შემთხვევაში, თუკი გამომეხმაურება და ერთმანეთთან ურთიერთობას აღვადგენთ, აუცილებლად განვუცხადებ ჩემს მშობლებს ჩემი გრძნობების შესახებ.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com

 

скачать dle 11.3