კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია

 

 

სტრესულ სიტუაციებში გარკვეული ტიპის ადამიანების კუჭში მარილმჟავას კონცენტრაცია მატულობს და ფერმენტ გასტრიმ-17-ის გამოყოფა ძლიერდება. ნერვულ ფონზე აღმოცენებული კუჭის დაავადებები ძირითადად მელანქოლიკებს აწუხებთ, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი და სასოწარკვეთაში ხშირად ვარდებიან. ასევე, ბრაზიან და ბოღმიან ადამიანებს.

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია. აგრესია და ბოღმა საკვების კუჭში გავლას ძალიან აჩქარებს, შიში და დეპრესია კი სპაზმის გამო, საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს.

კუჭის წყლულოვანი დაავადებები ემუქრება მათაც, ვინც მუდმივად სხვებზე ზრუნავს, გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი, საკუთარ თავზე ბევრ დატვირთვას იღებს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენის დიდი ალბათობა აქვთ ცხარე საკვების მოყვარულ ადამიანებს, ასევე, იმპულსურ ტიპაჟებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იმაზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე არიან. როცა ეს არ გამოსდით, დეპრესიაში ვარდებიან, იბოღმებიან და შური მათ ჯანმრთელობას საგრძნობლად არყევს.

სტრესისა და დეპრესიის დროს ადამიანთა უმრავლესობას ცხარე საკვების, ყავის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოთხოვნილება უჩნდება. ეს კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ნამდვილი კუჭის წყლულის დროს ტკივილები კონკრეტულ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანი შესაბამის საკვებს არ იღებს, სვამს ალკოჰოლს და ეწევა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამ დროს აღინიშნება ასეთი ჩივილები: ავადმყოფს მკვეთრად გამოხატული ტკივილი აწუხებს, რომელიც ყუჩდება ანტაციდებისა და სხვა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ.

ნერვული წყლულის დროს კი, აღინიშნება ტკივილი. სტრესულ მდგომარეობაში მას შეტევის ვეგეტატიური დარღვევებიც ერთვის – შიში, ოფლიანობა, ფორიაქი, აღინიშნება ტკივილი ღამის საათებში, უძილობა. კუჭისთვის განკუთვნილი პრეპარატების მიღებისას მდგომარეობა არ უმჯობესდება. სამაგიეროდ, ტკივილი ყუჩდება, თუ ავადმყოფი ვოლოკორდინის, კატაბალახას და მსგავს დამამშვიდებელ საშუალებებს მიიღებს.

ასე რომ, ხშირად ადამიანის სულიერი განცდები სტრესის სნეულებებით ინიღბება. შედეგად კი შესაძლოა, ინფარქტი ან კუჭის წყლული განვითარდეს.

 

დღის რომელ მონაკვეთში რა საკვები უნდა მიიღოთ

ნებისმიერმა ჩვენგანმა აუცილებელია, სწორად შეარჩიოს საკვები რაციონი, სრულყოფილად იკვებოს საუზმის, სადილის, სამხრისა და ვახშმის დროს.

ადამიანის ორგანიზმი ცხიმებს ყველაზე კარგად დილის ექვსი საათიდან ცხრა საათამდე წვავს. საუზმეც სწორედ ამ დროს უნდა მიირთვათ. თამამად ჭამეთ პური, ყველი, კარაქი, შებოლილი ძეხვეული და მიაყოლეთ ჩაი. ტკბილეულზე ჯობია დილას უარი თქვათ, რადგან მისი მიღებით ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნახშირწყალი ხვდება. ეს ყოველივე კი შუადღისას დაღლასა და მოთენთილობას გამოიწვევს.

შუადღისთვის ორგანიზმი ყველაზე კარგად ცილას ითვისებს. ამიტომ, სადილად მიირთვით თევზეული და ხორცი. ასევე, მიირთვით სახამებლის შემცველი პროდუქტები – ბრინჯი, კარტოფილი, ვერმიშელი, ლობიო, ბარდა. და, არ დააყოლოთ დესერტი.

ადამიანმა სამხარი ოთხი საათისთვის უნდა ჭამოს. ამ დროს ორგანიზმში ინსულინის დონე საგრძნობლად მატულობს. ამიტომ, სასურველია მიირთვათ ტკბილეული, შოკოლადი, ნამცხვარი, თხილეული, ხილი, ჩირი.

საღამოს საათებში მოერიდეთ ძნელად მოსანელებელი პროდუქტების მიღებას. არ გირჩევთ საქონლის ან ღორის ხორცის ჭამას. ამ დროს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს სძინავს. შეგიძლიათ ჭამოთ თევზი, ქათმის თეთრი ხორცი, ორთქლზე მოშუშული ბოსტნეული და ხილის სალათა.

გაითვალისწინეთ, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში აუცილებელია სწორად შეარჩიოთ საკვები რაციონი, რათა შემდგომ თავი გაცილებით მხნედ იგრძნოთ და არც დაღლამ შეგაწუხოთ.

ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ასკილის ნაყოფი ეხმარება

ასკილი მოქმედებს ადამიანის ფერმენტულ სისტემებზე, ახდენს ორგანიზმში ადრენალინის შემცველობის სტაბილიზებას, ასტიმულირებს ადამიანის წინააღმდეგუნარიანობას ინფექციებისა და სხვა მავნე ფაქტორების მიმართ. გარდა ამისა, დადგინდა C ვიტამინის ანტისკლეროზული მოქმედება, რაც ვლინდება მის მიერ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და სისხლძარღვთა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების განლაგების ინჰიბირებაში. ასკილი კი C ვიტამინის ნამდვილი საბადოა.

ასკილის ნაყოფი ასევე შეიცავს P, B და E ვიტამინებს. მისი პრეპარატები ახდენს ქსოვილთა რეგენერაციის გაძლიერებას, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა გამტარობაზე. მათ აქვთ ანტიანთებითი, ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები.

ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის ნაკლებობის დროს, რაც გამოიხატება ინფექციებისადმი ორგანიზმის  წინააღმდეგობის უნარიანობის დაქვეითებით. მისი დეფიციტი აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე და ხანგრძლივი ფსიქოემოციური ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია გადაიტანეს. ასევე, კარგია ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.

 

როგორ დავარეგულიროთ ქოლესტერინის დონე ორგანიზმში

ადამიანის ორგანიზმისთვის ქოლესტერინი საჭირო ნივთიერებაა, ის შედის უჯრედთა გარსის შემადგენლობაში და აქტიურად მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, მაგრამ ჰიპერქოლესტერინეზია, რომელიც გარკვეულ დრომდე არ გამოავლენს თავს, პირდაპირი გზაა ათეროსკლეროზამდე. მის მოქმედებას ადამიანი ვერ გრძნობს, მაგრამ ორგანიზმი კატასტროფულ შედეგამდე მიჰყავს. საქმე თავად ქოლესტერინში კი არა, სისხლძარღვების კედლებზე მისი გადატანის მექანიზმშია. ქოლესტერინი სისხლში რთული კომპლექსებით – ლიპოპროტეინებით გადადის, რომლებიც ცილებისა და ცხიმებისგან შედგება. ლიპოპროტეინების რამდენიმე სახეობა არსებობს, მათ შორის მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ძარღვების ჯანმრთელობისთვის. სწორედ მათზეა დამოკიდებული ათეროსკლეროზის განვითარება.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს ანტისკლეროგენული მოქმედება ახასიათებს, დაბალი სიმკვრივისას კი – პირიქით, კერძოდ, ხელს უწყობს ქოლესტერინის დალექვას სისხლძარღვების კედლებზე.

გაცილებით იშვიათად ემართებათ ინფარქტი და ინსულტი ქალებს კლიმაქსის პერიოდამდე, ვიდრე მამაკაცებს იმავე ასაკამდე. ამის მიზეზი ქალის ორგანიზმში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დიდი კონცენტრაციაა.

რაც მეტია სხეულის წონა, მით მეტია საერთო ქოლესტერინისა და მისი დაბალი სიმკვრივის ფრაქციების დონე. ზედმეტად კალორიული საკვები აჩქარებს სისხლძარღვების ცხიმებით გაჟღენთას. დაბალკალორიულ საკვებზე გადასვლა საკმარისია გახდომისთვის. ამ დროს კი იწყება ქოლესტერინის საერთო და მისი ათეროსკლეროზული ფრაქციების დონის შემცირებაც. ამისთვის მიირთვით პარკოსნები, შვრია, ვაშლი, ციტრუსები. ეცადეთ უარი თქვათ ისეთ საკვებზე, რომელიც ამაღლებს მავნე, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს. ასეთებია: ცხოველური ცხიმები და რძის პროდუქტები. უმჯობესია დაიცვათ შერეული დიეტა, შეანაცვლოთ ერთმანეთს ცხოველური და მცენარეული ცხიმები.

ყავა და ჩაი არანაირ გავლენას არ ახდენს სისხლში ცხიმების კონცენტრაციაზე. წითელი ღვინო მცირე დოზით კარგად მოქმედებს სისხლძარღვებზე. ფიზიკური ვარჯიში კი ორგანიზმს ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებაში ეხმარება. ხშირად მიირთვით უქოლესტერინო საკვები, მაგალითად, მზესუმზირის, სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთები, ქათმის, ინდაურის, ბატის, იხვის, ხბოს, ღორის მჭლე ხორცი, ღვიძლი, მოხდილი რძე, უცხიმო ყველი, ხაჭო, დიეტური არაჟანი, კამბალა, ვირთევზა, ქაშაყი, ორაგული, მოლუსკები, ხიზილალა, ლობიო, სიმინდი, პარკოსნები, კარტოფილი, ცოცხალი ხილი, ნიგოზი, წაბლი, ნუში, ბრინჯი, თეთრი პური, ფხალეული, ბულიონები და სუპები.

 

ევკალიპტი ბრონქიალური ასთმის დროს შეუცვლელია

ევკალიპტის ნედლ ფოთლებში ბევრი ეთერზეთია. ევკალიპტის ზეთი და ფოთლების ნაყენი თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, ფართოდ გამოიყენება, როგორც საინჰალაციო საშუალება სასუნთქი გზების დაავადებებისას, ჩირქოვანი ბრონქიტის, აბსცესის და ფილტვის განგრენის დროს. ასევე, ინფიცირებული ჭრილობების, კანზე გამონაყარის და წყლულების მოსაბანად.

ევკალიპტის ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. მას ხმარობენ კანის ზოგიერთი ჩირქოვანი დაავადებების სამკურნალოდაც.

ხალხურ მედიცინაში, ევკალიპტს მენთოლის მსგავსად, ადგილობრივი მაანესთეზირებელი, სისხლძარღვების შემავიწროვებელი, ანთების საწინააღმდეგო და ნაწილობრივ, ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია.

ევკალიპტის ფოთლების ცხელი ნაყენი გამოიყენება ბრონქიტისა და ბრონქიალური ასთმის დროს. ამავე დაავადებების სამკურნალოდ, გაცილებით ეფექტურად მოქმედებს ევკალიპტის ეთერზეთი ინჰალაციის წესით გამოყენების შემთხვევაში.

 

რა დაავადებაა ნეიროდერმიტი

ნეიროდერმიტი კანის ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ქავილი, განაკაწრები, კანის გასქელება, მისი ფერის შეცვლა. ხშირად ნეიროდერმიტი ვითარდება, როგორც ნერვული სისტემის, ენდოკრინული დაავადებების შედეგი, განსაკუთრებით კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის შემთხვევაში. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალერგიულ მდგომარეობას.

არსებობს ნეიროდერმიტის ორი კლინიკური ფორმა – შემოფარგლული და გავრცელებული. პირველ შემთხვევაში ცალკეული კერები წარმოიქმნება მუხლის ქვეშ და იდაყვის ფოსოებში, კისერში და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც კანი შედარებით ნაზია. კანი ამ ადგილებში წითლდება, შრება და სქელდება. ზოგჯერ აღინიშნება ნახეთქები, აქერცვლა, კვანძები. ადამიანს კანი ეფხანება.

გავრცელებული ან დიფუზიური ნეიროდერმიტის შემთხვევაში კერები მრავლობითია და გაერთიანებული, ქავილი კი – განუწყვეტელი, რომელიც ღამის საათებში კიდევ უფრო ძლიერდება. მას თან ახლავს ნაკაწრები და სისხლდენა. ასეთ ავადმყოფებს უვითარდებათ ნევროზული მოშლილობა, უძილობა, დეპრესია, მეორადი ინფექცია.

დაავადების მიმდინარეობა ხანგრძლივია. ნეიროდერმიტი შეიძლება დაიწყოს ბავშვობის ასაკში, შემდეგ შესუსტდეს და ისევ იჩინოს თავი. ამ დროს აუცილებელია შინაგანი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემის მოწესრიგება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, დიეტას, სწორ რეჟიმს, დასვენებას და სუფთა ჰაერზე ხშირად სეირნობას.

 

скачать dle 11.3