კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ისტორიულ შენობაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წელს და თბილისის რომელ სასახლეში გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სტალინის დედამ, კეკემ

ამ სასახლეში ათწლეულების განმავლობაში წყდებოდა კავკასიის ბედი. 1921 წლის 26 მაისს  სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ სასახლეს წარსულში „პიონერთა სასახლეს” უწოდებდნენ, ახლა კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სახელით არის ცნობილი. სწორედ ამ სასახლიდან იწყებოდა უწინ რუსთაველის გამზირი, თავად სასახლე კი დღეს უკვე არარსებულ „სასახლის ქუჩაზე” (დვარცოვაია ულიცა) მდებარეობდა, ქუჩაზე, რომლის არც ერთი შენობა არ გადაურჩა საბჭოურ ეპოქას. „თბილისელების” ამ ნომერში მხატვარ გოგა ქართველიშვილისა და ძველი ტფილისის ფოტოების დახმარებით გავეცნობით სასახლისა და „დვარცოვი” ქუჩის ისტორიას.

 

გოგა ქართველიშვილი: 1802 წელს ამიერკავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა კარლ კნორინგი. საქართველოს სამეფოს ანექსია ახალი მომხდარი იყო და აუცილებელი იყო ახალი სასახლის აშენება, სადაც განთავსდებოდა მთავარმართებლის კანცელარია. ამისთვის შეირჩა მაშინდელი ტფილისის ქალაქგარეთ, კალაუბნის გარეთა ტერიტორია – ქართველ მეფეთა საგვარეულო ბაღები და სასწრაფოდ აშენდა პატარა უხარისხო შენობა, რომელიც მალევე დაანგრიეს. იმ შენობის არც ჩანახატი არსებობს და არც ფოტოგრაფია არსებობდა მაშინ. ახლა მხოლოდ ამ ბაღის ნაწილია დარჩენილი. სწორედ იქ დაიდგა ბინა მთავარმართებელმა კნორინგმა, რომელიც მალევე გაიწვიეს და, იმავე 1802 წელს, მის ადგილზე პავლე ციციანოვი დანიშნეს მთავარმართებლად. 

– მთავარმართებელი და მეფისნაცვალი ერთი და იგივე თანამდებობაა?

– არა, მთავარმართებელი სხვა არის და მეფისნაცვალი – სხვა. პირველი მეფისნაცვალი იყო ვორონცოვი, რომელიც 1844 წელს დაინიშნა, მანამდე კი იყო მთავარმართებელი, რომელიც 1802 წლიდან იჯდა სასახლეში. ამიერკავკასიის ცენტრი იყო თბილისი და სწორედ აქ ისხდნენ რუსეთიდან დანიშნული ხელმძღვანელები. სულ იყო 12 მთავარმართებელი: კნორინგი, ციციანოვი, გუდოვიჩი, ტორმასოვი, პაულიჩი, რტიშჩევი, ერმოლოვი, პასკევიჩი, როზენი, კორსუკოვ-დონდუკოვი, შერემეტიევი, გოლიცინი. მეფისნაცვალი კი სულ ექვსი იყო: ვორონცოვი, მურავიოვი, ბარიატინსკი, რომანოვი, ვორონცოვ-დაშკოვი და უკანასკნელი მეფისნაცვალი – ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი. ხან მთავარმართებლები იყვნენ, ხან მეფისნაცვლები, შენობა კი რჩებოდა, ხოლო კავკასიის ბედი, ფაქტობრივად, სასახლეში წყდებოდა. 

– ახლანდელი სასახლე როდის აშენდა? არსებობს ფოტოები, სადაც სასახლეს სულ სხვანაირი ფორმა აქვს – როგორც ჩანს, თავდაპირველად განსხვავებული არქიტექტურა ჰქონდა.

– 1818 წლის არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით აშენდა ახალი სასახლე, თუმცა არც ის შენობა შემორჩა თანამედროვეობას. 1844 წლიდან, ანუ, მეფისნაცვლის დანიშვნის დროიდან, საჭირო იყო უფრო გრანდიოზული და მასშტაბური შენობის აგება და ამის გამო, პეტერბურგიდან მოიწვიეს აკადემიკოსი, არქიტექტორი ნიკოლოზ სემიონოვი, რომელიც იმ დროის პეტერბურში სახელგანთქმული ადამიანი ყოფილა. სემიონოვმა საფუძვლიანად შეცვალა მთელი ამ სასახლის იერსახე და, ფაქტობრივად, კლასიციზმის სტილში ააშენა ძალიან საინტერესო და უნიკალური შენობა. შემორჩენილია ფოტო, სადაც კარგად ჩანს ეს უნიკალური ნაგებობა – სვეტებიანი სასახლე, კლასიციზმის ელემენტებით, რომლის მეორე სართულზე, გვერდითა ნიშებში, ჰერკულესისა და მინერვას სკულპტურული ფიგურებია. შემორჩენილია ფოტო, სადაც ჩანს ეს ორივე სკულპტურა. 1845 წელს აშენებული სასახლე  1865 წლამდე ფუნქციონირებდა. 1865 წელს თბილისში მოღვაწე შვედმა ხუროთმოძღვარმა, ოტო იაკობ სიმონსენმა, დაიწყო სასახლის შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია, რომელიც 1869 წელს დაასრულა. სიმონსენმა საგრძნობლად გაზარდა სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა: მოხსნა სვეტები, ქანდაკებები, გაადიდა და დაამატა დარბაზები, მისაღები, მთლიანად შეუცვალა ინტერიერი  და, ყველაფერი, რაც დღემდე არის შემორჩენილი, იგივე სარკეებიანი დიდი დარბაზი, სიმონსენის მიერ არის გაკეთებული. სიმონსენმა ასევე, შეცვალა ბაღის იერსახეც, დაამატა შადრევანი, ულამაზესი კიბე, ეზო, სადაც გადაღებულია ქართული ფილმი „ქეთო და კოტე”. ამ სასახლეში ათწლეულების განმავლობაში წყდებოდა ქვეყნის ბედი: როგორც ცნობილია, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის 26 მაისს, შემდგომ კი, ორი დღის ინტერვალში, აქვე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ამ სასახლეში იყო, ნოე ჟორდანიას აპარატი და აქვე მიიღეს კონსტიტუცია. 

– გასაბჭოების შემდეგ რა ხდებოდა სასახლეში და როდის გადაკეთდა „პიონერთა სასახლედ”?

– რევოლუციის შემდეგ, გასაბჭოების პერიოდში, აქ იჯდა რევკომი – ამიერკავკასიის ფედერაციული მთავრობა და ამას მოჰყვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი: სტალინის დედა, კეკე გელაძე, გადმოიყვანეს გორიდან და დაასახლეს სასახლეში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა, თუმცა, ცნობილია, რომ კეკე უკმაყოფილი იყო და სულ ნაღვლობდა, აქ რა მინდა, გორში მირჩევნიაო. სიკვდილამდე დაახლოებით ბოლო ხუთი წელი მან სასახლეში გაატარა, საიდანაც 1937 წელს გაასვენეს და დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. ამის შემდგომ ლავრენტი ბერიამ ეს შენობა გადასცა ბავშვებს და ასე იქცა მეფისნაცვლის სასახლე „პიონერთა და მოსწავლეთა სახლად”.

– სასახლის ქუჩის არც ერთი შენობა არ არის შემორჩენილი, თუმცა, არსებობს ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორი იყო თბილისის ყველაზე მოკლე ქუჩა.

– შემორჩენილია სასახლის ქუჩის რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ჩანს, ის ადგილი, სადაც ახლა მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” მდებარეობს; ასევე, იქ იყო სომხური ეკლესია – ქამოანთ საყდარი, რომლის ადგილზე ახლა საცხოვრებელი სახლია. ჩანს, ასევე, საათების მაღაზია „ორიენტი” და სათვალეების მაღაზია. ეს სასახლის ქუჩა იწყებოდა იმ ადგილიდან, სადაც ახლა კიბეები ადის მეტროსთან  და, მთავრდებოდა ახლანდელი რუსთაველის გამზირის პირველ ნომერთან. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მთელი ეს ქუჩა სამსართულიან სახლებს ეჭირა. იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროა, ახლანდელი გრიბოედოვის თეატრის ადგილზე სხვადასხვა სახლს შორის ულამაზესი შენობა იდგა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი თეატრი თბილისში, რომელსაც „სათავადაზნაურო თეატრს” უწოდებდნენ. ქართველების და სომხების მიერ ერთად აშენებული შენობა იყო, სადაც, თეატრის გარდა, განთავსებული იყო სხვადასხვა კულტურული ორგანიზაცია, მათ შორის, კაფე „პარიზი” და კალატოზოვის სავაჭრო სახლი. ეს შენობა 1914 წელს დაიწვა, მერე აღადგინეს, თუმცა, არა პირვანდელი სახით. მეოცე საუკუნის 60-იან წლებში კი ის საბოლოოდ დაანგრიეს. 

 

 

скачать dle 11.3