კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკული კომპენსაცია – ინდიელ ტომებს

 

ამერიკის მთავრობა ინდიელ ტომებს ერთ მილიარდ დოლარზე მეტს გადაუხდის კომპენსაციის სახით იმ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის, რაც მათ ტერიტორიაზე მოიპოვება.

კოლექტიური სარჩელი 41 ტომის წარმომადგენელმა შეიტანა, რომლებიც კოლორადოს, იუტასა და ნიუ-მექსიკის შტატების ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ინდიელები ითხოვენ დაუბრუნონ ფული, რომელიც ამერიკის მთავრობას ვალად აწევს ნავთობის, გაზისა და ხის მასალის მოპოვებისა და ასევე, საქონლის გამოკვებისთვის მათ ტერიტორიაზე.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, ერიკ ჰოლერმა განაცხადა, გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდაზე წერტილს დაუსვამს ბუნებრივი რესურსების მართვის  გამო წარმოშობილ ისტორიულ კონფლიქტს. ინდიელთა წარმომადგენელმა, ჰერი ჰეისმა აღნიშნა, რომ მიღებული თანხას ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციის, საზოგადოებრივი უშიშროების განმტკიცებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

2009 წელს ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მეორე სარჩელის მიხედვით, ინდიელებს შემოსავლების არასწორი განაწილებისთვის, კომპენსაციის სახით გადაუხადონ 3,4 მილიარდი დოლარი. ამ თანხის ძირითადი ნაწილი – 2 მილიარდი დოლარი მიმართული იქნება სპეციალური ფონდის შესაქმნელად, შემდგომში ამ მიწების გამოსყიდვის მიზნით. 1,4 მილიარდ დოლარს კი გადაუხდიან ტომების წევრებს. ამგვარად, შეთანხმების თანახმად, კომპენსაციას მიიღებს 300 ათასი ინდიელი, თითოეული, დაახლოებით 1 500 დოლარს.

 

скачать dle 11.3