კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მეცნიერებმა კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა შექმნეს

 

ისრაელის სწავლულებმა გამოიგონეს კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა: თერაპია მიმართულია ორგანიზმის იმ მოლეკულების შეცნობის შესწავლისკენ, რომლებიც კიბოს უჯრედების 90 პროცენტში შედის.

ვაქცინის წინასწარმა ტესტებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩართოს იმუნური პასუხი კიბოს უჯრედების წინააღმდეგ და დათრგუნოს ავადმყოფობა. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა შეიძლება იყოს ეფექტური მცირე ზომის სიმსივნეების წინააღმდეგ, აგრეთვე, დაეხმარება პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს მკურნალობის კურსი და რეციდივის ეშინიათ.

ჩვეულებრივ, კიბოს უჯრედები არ რეაგირებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, რადგან ის არ აღიქმება, როგორც საშიშროება.  ვაქცინა, რომელიც დაამუშავა ფარმაცევტულმა კომპანიამ Vaxil Biotheraputics-მა,  თელ-ავივის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად, მიმართულია, შეასწავლოს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რეაგირება მოახდინოს MUCI მოლეკულაზე, რომლებსაც კიბოს უჯრედების უმრავლესობა შეიცავს. მოლეკულა შედის ჩვეულებრივი უჯრედების შემადგენლობაში, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ რეაქციის გამოწვევა არ შეუძლია.

Vaxil Biotheraputics-ის ანოტაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატი ImMicin-მა უკვე ორი-ოთხი ინიექციის შემდეგ, ყოველ მეათე პაციენტში სპეციფიკური იმუნური რეაქცია გამოიწვია კიბოს უჯრედებზე. ვაქცინამ გამოცდა ხადასის სამედიცინო ცენტრში, იერუსალიმში გაიარა. მათი შედეგებით სამი ცდის პირი, რომლებიც სისხლის კიბოთი იტანჯებოდნენ, მთლიანად განიკურნა, ხოლო შვიდი პაციენტის მდგომარეობა – გაუმჯობესდა. შემდეგ ეტაპზე ტესტებში მონაწილეობა უნდა მიიღოს პაციენტების დიდმა რაოდენობამ. წარმატების შემთხვევაში, კი ვაქცინა გასაყიდად 6 წლის შემდეგ გამოვა.

 

скачать dle 11.3