კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰომოფობები დაფარული გეები არიან

 

ადამიანები, რომლებიც ღიად გამოდიან სექსუმცირესობების წარმომადგენელთა წინააღმდეგ, შეიძლება თვითონ იყვნენ დაფარული გეები და ლესბოსელები, – ფიქრობენ მკვლევრები. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰომოფობებს იზიდავენ თავიანთი სქესის ადამიანები, მაგრამ ისინი  ამ გრძნობას სიძულვილით ცვლიან. ასეთი ქმედების მიზეზი კი აღზრდის თავისებურებებში იმალება.

კვლევის ავტორები – კალიფორნიის, ნიუ-იორკისა და ესექსის უნივერსიტეტის სწავლულები მიიჩნევენ, რომ სექსუმცირესობის წარმომადგენლები ჰომოფობებს თავიანთ თავს ახსენებენ, რაც მათში შიშს და აგრესიას ბადებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჰომოფობების უმრავლესობა ისეთ ოჯახებში იზრდებოდა, სადაც ჰომოსექსუალობა მიუღებელი იყო. შედეგად, ეს ადამიანები მიეჩვივნენ, საკუთარ თავში ნამდვილი სექსუალური მიდრეკილებები ჩაკლან, ხოლო მათი გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტი დროთა განმავლობაში, შეიძლება, გარეთ გამოვიდეს აგრესიის სახით ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ.

სწავლულებმა ჩაატარეს ოთხი ექსპერიმენტი. სხვადასხვა ტესტის დახმარებით. მათ შეადარეს ის, რასაც ადამიანები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციაზე, იმას, თუ როგორ რეაგირებდა მათი ქვეცნობიერი სიტყვებსა და გამოსახულებებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ტრადიციულ, ანდა არატრადიციულ ორიენტაციასთან. „ვინც თავს ჰეტეროსექსუალებთან აიგივებდა, ფსიქოლოგიურ ტესტებში აჩვენებდნენ ძლიერ მიზიდულობას თავიანთი სქესის მიმართ“, – ამბობს ესექსის უნივერსიტეტის პედაგოგი ნეტა ვეინშტეინი.

ამით სწავლულებმა დაადასტურეს როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორთა კვლევების შედეგად მიღებული უფრო ადრეული ვარაუდები. ამას გარდა, 1996 წელს სწავლულებმა, რომლებიც ატარებდნენ კვლევებს მამაკაცთა ორ ჯგუფზე, პირობითად, ჰომოფობებსა და არაჰომოფობებზე, აღმოაჩინეს, რომ ყველა საცდელ პირზე დაფიქსირებული იქნა ერექცია ჰეტეროსექსუალ და ლესბოსელ ქალთა გამოსახულებების დემონსტრირებისას. მაშინ, როდესაც ანალოგიური რეაქცია მამაკაცთა ჰომოსექსუალურ სიუჟეტებზე მხოლოდ ჰომოფობების ჯგუფის მამაკაცებს ჰქონდათ.

 

скачать dle 11.3