კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილი ვიყავი ნარკოლოგიურში შემოწმებაზე, სადაც დამიდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი. შემოწმების შემდეგ გავიდა 45 დღე, მაგრამ სასამართლოს დღემდე არ დავუჯარიმებივარ ნარკოტიკების მოხმარებისთვის. გთხოვთ, მაცნობოთ, შემოწმებიდან რა ვადაში აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს შემიფარდონ აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული სახდელი პირს შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო, როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. შესაბამისად თქვენი შემოწმებიდან თუ ორი თვის ვადაში არ შეგეფარდათ ადმინისტრაციული სახდელი, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ მიმართ სახდელის შეფარდება ვეღარ მოხდება.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა უფლებები გააჩნიათ და რეალურად რა უფლებებით სარგებლობის უფლება აქვთ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

პასუხი: ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები განსაზღვრულია საქართველოს „პატიმრობის კოდექსით”, კერძოდ,  ბრალდებულს (მსჯავრდებულს) უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით; ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, საკონსულოსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) შეხვედრით;  სატელეფონო საუბრებითა და მიმოწერით; ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით; უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციებით; მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება; მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში; მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი; შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა, იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით, დროებით დატოვოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ამასთან, მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა კრიტერიუმებით, რის მიხედვით ხორციელდება  სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ შეიცვალა სისხლის სამართლის საქმეების ტერიტორიული განსჯადობის საკითხის განსაზღვრის კრიტერიუმი და, დღევანდელი მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს. 

კითხვა: მაინტერესებს ნასამართლეობის მოხსნის საკითხი. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ შეიძლება ნასამართლევმა პირმა მოიხსნას ნასამართლეობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნასამართლეობა პირს შეიძლება მოუხსნას   სასამართლომ, კერძოდ, ნასამართლეობის მოხსნის საკითხს განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, რომელსაც უნდა მიმართოს ნასამართლეობის მოხსნის მსურველმა პირმა შუამდგომლობით. აქვე განგიმარტავთ, რომ ნასამართლეობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა დროიდან ითვლება იპოთეკის ხელშეკრულება რეალური ძალის მქონედ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

კითხვა: გავაფორმე იპოთეკის ხელშეკრულება. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხორციელდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე. გარიგებაში აღნიშნული უნდა იყოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. მხარეთა შეთანხმებით, კრედიტორის მოთხოვნით, საჯარო რეესტრი გასცემს იპოთეკის მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაცემა ასევე რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. 

კითხვა: მაქვს გარკვეული დავალიანება, ჩემმა კრედიტორმა მიმართა კერძო აღმასრულებელს. გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში აქვს კრედიტორს უფლება, მიმართოს კერძო აღმასრულებელს და რა შემთხვევაში ახორციელებს აღსრულების პროცედურას კერძო აღმასრულებელი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს. თუ კრედიტორის მოთხოვნა თქვენ მიმართ აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, აწარმოოს სააღსრულებო წარმოება.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში შეუძლია სამოქალაქო საქმის განხილვაზე უარი თქვას სასამართლომ იმ მოტივით, რომ არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც აწესრიგებს სარჩელში მითითებულ მოთხოვნას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება, უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, კი თუ ამ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის ნორმა არ არსებობს ან ბუნდოვანია. სასამართლოს არ აქვს უფლება, ასევე, კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია. 

კითხვა: მაინტერესებს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა ბრალდების მხარის მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებით, პირის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება საკმარისი ვერ იქნება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

скачать dle 11.3