კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფულადი გზავნილები ჩვენი არსობისა

ყველანი ემიგრაციაში!

 

რაკი ევროკავშირმა სავიზო რეჟიმი გაგვიმარტივა, თავის მხრივ, ჩვენც, თუმცა, რაღა ჩვენ, ჩვენი მთავრობა, დაავალდებულა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი თანამემამულეები სამშობლოში დააბრუნოს. ბუნებრივია, მშობლიურმა მთავრობამ ეს ვალდებულება აიღო (ერთი ისაა, რომ დაბრუნებული, თუ იქიდან არ გამოადეპორტეს, არავინ გვინახავს).

არც გვინახავს და ვერც ვნახავთ, რადგან, მაგალითად, 2011 წელს, საქართველოში 1 მილიარდ 268 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი შემოვიდა (თან, გაითვალისწინეთ, რომ, არცთუ მცირე ოდენობის ჩვენი თანამოქალაქე ოჯახის წევრებს „ქეშს” უგზავნიან, რისი აღრიცხვაც, ბუნებრივია, ვერ ხერხდება).

მეორე მხრივ, კარგა ხანია, ეს მონაცემი მილიარდ დოლარამდეა (2011-ში, როგორც ვნახეთ, მილიარდისთვის კიდეც გადაუჭარბებია), რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეთა რაოდენობა სტაბილურად დიდია. მაგალითად, კვლევების მიხედვით, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეოთხე ოჯახს თითო მიგრანტი მაინც ჰყავს. ანუ, ფაქტობრივად, მოსახლეობის მეოთხედი გასულია, ისინი კი, სულ მცირე, ერთ და, ხშირად, რამდენიმე ოჯახსაც კი არჩენენ. თუმცა, მათ მიერ გამოგზავნილ თანხას მხოლოდ ოჯახების რჩენის ფუნქცია არ აქვს, ისინი ლარის გამყარებასაც უწყობენ ხელს (იმ მიზეზით, რომ ჩვენს ქვეყანაში ექსპორტს იმპორტი აჭარბებს, ლარზე მოთხოვნა სწორედ ფულადი გზავნილების ხარჯზე იზრდება). მაგრამ, ეს მონაცემი სხვა მხრივაც საინტერესოა: მაგალითად, იმავე 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა მილიარდიც არ ყოფილა (ოდენ 980 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა).

აქედან გამომდინარე კი, თუკი ერთი იმდენნი კიდევ გავუყვებით გზას უცხოეთისკენ (არალეგალურად, რასაკვირველია), ამ ჩვენს მთავრობას სარჩენიც მოაკლდება და ეკონომიკაც გაუძლიერდება.

ანუ, კარგი ქართველი, ემიგრანტი ქართველია?!

 

скачать dle 11.3