კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის ვაჟის პირველი მანქანა ჰიტლერის ნაჩუქარი იყო

 

დაწუნებული საჩუქარი

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი კრახით დასრულდა, ომი კი გარდაუვალი გახდა. დავიწყებას მიეცა ყოფილი თბილი და მეგობრული ურთიერთობები – ერთობლივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ალპინიადა კავკასიაში, ერთობლივი სამხედრო და ოპერატიული წვრთნები და ასე შემდეგ. ყოფილმა პარტნიორებმა ჯერ ერთმანეთის კატეგორიული კრიტიკა დაიწყეს, შემდეგ ერთმანეთისგან წარმოუდგენელი მტრის ხატები შექმნეს. სრულიად სხვაგვარი ატმოსფერო სუფევდა მოსკოვში, 1939 წლის 23 აგვისტოს, როდესაც გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელი გერმანიის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ფონ რიბენტროპმა მოაწერა, საბჭოთა კავშირის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა. მხარეებმა ვალდებულება აიღეს, არა მხოლოდ ერთმანეთის თავდასხმაზე აეღოთ ხელი, არამედ, მესამე მხარის თავდასხმის შემთხვევაშიც კი, ნეიტრალიტეტი დაეცვათ; ასევე, არ შესულიყვნენ ალიანსში ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც „პირდაპირ ან ირიბად იქნებოდნენ დაპირისპირებული  მეორე მხარესთან“, გაიყვეს გავლენის სფეროებიც, რაც საიდუმლო, დამატებით დოკუმენტზე დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი შეთანხმების შემდეგ, აღსანიშნავი ვახშამი მოეწყო და სტუმრებმა შამპანურიც მიირთვეს. ჟურნალისტებს სურდათ ინტერვიუების აღება, მაგრამ, სტალინმა  ისინი არ დააშვებინა, სტუმრებსა და მონაწილეებს მან სხვა დარბაზი შესთავაზა პრესასთან ურთიერთობისთვის, რიბენტროპის გასაგონად კი თქვა: ხომ იცნობთ ჟურნალისტებს, მსოფლიოს მოსდებენ ამბავს, რომ დავლიეთ და ამის მერე მოვაწერეთ ხელიო. შემდეგაც, პრესკონფერენციას მცირე დრო დაეთმო და მხარეებმა მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას უპასუხეს.

ოფიციალური რიტუალის დასასრულს, გერმანიის საგარეო საქმეთა  მინისტრი მანქანამდე პირადად  სტალინმა მიაცილა. კრემლის ეზოში 12-ცილინდრიანი  „პაკარდი“ იდგა, იმ 35-დან ერთ-ერთი, რომელიც საბჭოთა მთავრობას ემსახურებოდა. ბელადმა რიბენტროპს სიტყვა გადაუკრა, ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი საყვარელი მარკა, სამწუხაროდ, „დამპალი ამერიკელების“ წარმოებული მოდელია, როცა კეთილი მეზობლების – გერმანელების მიერ შექმნილ მარკებთან შეხება არ ჰქონია; შემდეგ, საუბრის დროს, ისიც ჩაუკრა, რომ ძალიან მოსწონს „ლიმუზინი” – „მერსედეს-ბენც-770“. ბელადის მიერ გადაკრული სიტყვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დავიწყებია – რამდენიმე კვირაში სტალინის სახელზე ბერლინიდან დიდი ყუთი და პირადად ადოლფ ჰიტლერის წერილი მოვიდა. როცა სტალინის დაცვის უფროსმა, გენერალმა ვლასიკმა ხის კონტეინერი გაახსნევინა, მასში არა დაჯავშნილი მონსტრი, არამედ სპორტული ღია „როდსტერი” – „მერსედეს ბენცი-540“ იყო, რომელსაც 180 ცხენის ძალა ჰქონდა და  170 კილომეტრ-საათს სიჩქარეს ავითარებდა. მანქანას ჰქონდა სპეციალურად შეკვეთილი ლამაზი ძარა – მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მგზავრი, უამინდობის შემთხვევაში, ტენტს გადაიფარებდნენ, უკან მსხდომებს კი ღია ცის ქვეშ მოუწევდათ ჯდომა. ასეთი ტიპის მანქანას „სპორტროდსტერი” ერქვა და მაღალი საზოგადოების, ცნობილი და მდიდარი ადამიანებისთვის, ყველაზე სასურველი იყო. ცხადია იმაზე ძვირფასიც, რაც სტალინმა ისურვა. მაგრამ გამონათქვამი იმის შესახებ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, სწორი ყოფილა – სტალინი აღშფოთდა, როცა ექსტრავაგანტური საჩუქარი ნახა ჯავშნიანი „ლიმუზინის” ნაცვლად და არც მადლობის წერილი გაუგზავნია ჰიტლერისთვის. ეს მანქანა 1940 წლის იანვრამდე სამთავრობო ავტოფარეხში უპატრონოდ იდგა, შემდეგ კი ის სტალინმა საახალწლოდ უმცროს ვაჟს, ვასილს აჩუქა. როგორც მოლოტოვი იხსენებს, ბელადს უთქვამს, შესაფერისი პატრონი იქნებაო.

 

ვასილის გატაცებები

ვასილს ბავშვობიდან უყვარდა სპორტი და ტექნიკა, პატარაობიდან დადიოდა ცხენოსნობაზე და წარმატებებიც ჰქონდა. 1928 წელს, მოსკოვში, გრაფი ცეპელინის დირიჟაბლით ჩამოფრენის დროს, ვასილი 7 წლის ბავშვი იყო, მაგრამ, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, კრემლიდან გაპარულიყო ველოსიპედით, ქალაქგარეთ, ხოდინის აეროდრომამდე და უკან ემგზავრა. 12 წლის ასაკში, ვასილმა იმდენად კარგად შეისწავლა ავტომანქანის ტარება, რომ არ შორდებოდა განსაკუთრებული დანიშნულების ავტოფარეხს, სულ იქ ტრიალებდა. მაღალი თანამდებობის პირები კი  ბავშვს ენდობოდნენ და ძვირად ღირებული სამთავრობო ავტომანქანები — „პაკარდი“,  „ლინკოლნი“, „ბიუიკი“, „კადილაკი“ ვასილს გამოჰყავდა ფარეხიდან და სახლებში, სადარბაზოებთან მიართმევდა მათ. მანქანის მართვა მას სტალინის დაცვის წევრებმა ასწავლეს და სულ მათთან ერთად იყო. ყმაწვილი რომ წამოიზარდა, ახალი გატაცებები გაუჩნდა. ალბათ, სისწრაფის სიყვარული იყო მიზეზი, რომ 1938 წლის ასაკში სევასტოპოლის საავიაციო სასწავლებელში ჩააბარა. სწავლის დროს, კურსანტს ოფიცერთა შემადგენლობისთვის განკუთვნილ სასტუმროში გამოუყვეს ოთახი, მაგრამ, მან თანატოლებთან ყოფნა არჩია, თუმცა, საკვებზე, რომელიც მისთვის სევასტოპოლის ერთ-ერთი რესტორნიდან მოჰქონდათ, უარი არ უთქვამს. მეგობრული ახალგაზრდა გულუხვობით გამოირჩეოდა და ყოველთვის სტუმრები ჰყავდა. ცხადია, მათი უმრავლესობა კურსანტები იყვნენ, თუმცა, როგორც ამბობენ, არც გოგონების ნაკლებობას განიცდიდა, რისთვისაც არაერთხელ მიუღია შენიშვნა უფროსობისგან. გარდა ამისა, ის თავისუფლად დაგრიალებდა მოსკოვიდან ჩამოყვანილი მოტოციკლით – „ჰარლეი-დევიდსონით“, რომელიც თავის დროზე მამამ აჩუქა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად. რა თქმა უნდა, მარჯვე და ყოჩაღ ახალგაზრდას არასდროს უთქვამს უარი, დიდი სიჩქარით ესეირნა მთის სერპანტინებზე. ერთხელ სასწავლებლის უფროსსაც გაეჯიბრა, რაც იმით დამთავრდა, რომ ერთ-ერთ მოსახვევში მოტოციკლიდან გადმოვარდა და სერიოზული ტრავმაც მიიღო. თუმცა,  ამ შემთხვევას მისთვის სწავლაში ხელი არ შეუშლია – იგი ბრწყინვალედ სწავლობდა, 1940 წელს საავიაციო სასწავლებელი წარჩინებულის ატესტატით დაამთავრა და გერმანული „მერსედესიც“  დაიმსახურა. ამ საჩუქარმა ვასილი აღაფრთოვანა, ადგილს ვეღარ პოულობდა, დღე და ღამე დააქროლებდა მანქანას მოსკოვის ქუჩებში ძმაკაცებთან და მეგობარ გოგონებთან ერთად. ბელადის ვაჟი ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაშიც იჯდა საჭესთან და, ვერც „ორუდის“ (ყოფილი სახელმწიფო ავტოინსპექციის) და ვერც დაცვის თანამშრომლები უხერხებდნენ რამეს. ცხადია, მისივე უსაფრთხოებისთვის, ცდილობდნენ, შეეჩერებინათ, მაგრამ, ვერ ეწეოდნენ. მხოლოდ ერთხელ, ასეთი დევნის დროს, ვასილი მოსკოვის ისეთ უბანში აღმოჩნდა, რომელსაც კარგად არ იცნობდა, მდევარმა კი, რომელიც მოტოციკლით იყო, შესანიშნავად იცოდა გზები და დაეწია. ამ ამბავმა ისე გაამხიარულა ბელადის ვაჟი, რომ, ამის შემდეგ ის მილიციელი მისი უახლოესი მეგობარი გახდა, სტალინმა კი გადაწყვიტა, სერიოზულად მოეკიდა ხელი ურჩი შვილისთვის და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკუთარი დაცვის უფროსს, გენერალ ნიკოლაი ვლასიკს დაავალა. პირველი, რაც ნიკოლაიმ გააკეთა, ის იყო, რომ ვასილს  „მერსედესში” თავისი, საუცხოო, მდიდრული „კადილაკი-67“ გაუცვალა, რომელიც თეირანის კონფერენციის დროს, ამერიკის პრეზიდენტის, რუზველტის დაცვის უფროსმა აჩუქა. ამ მანქანით დიდი სიჩქარით მოძრაობა და საგზაო ხულიგნობა შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ, ის კომფორტული იყო „ქალბატონებისა“ და მეგობრებისთვის. ამ მანქანებს სხვადასხვა ბედი აღმოაჩნდა: „კადილაკი“ განქორწინების შემდეგ, ვასილის მეორე ცოლს, ეკარეტინა ტიმოშჩენკოს ერგო და ამჟამად მისი ადგილმდებარეობა უცნობია, „მერსედესი“ კი კერძო კოლექციიდან მოიპარეს და უზარმაზარ თანხად გაყიდეს. ამ მანქანას სიძველეების მოყვარულები დიდხანს უშედეგოდ ეძებდნენ. ჰიტლერისგან სტალინისთვის ნაჩუქარი დაწუნებული „როდსტერი” დღეს კი ლას-ვეგასის განთქმულ მანქანების მუზეუმს ამშვენებს.

ომის შემდეგ ვასილი იმდენად გაიტაცა მანქანებმა, რომ კოლექციონერობის ჰობიც გაუჩნდა და დიდი აზარტით შეუდგა ამ საქმეს. ძვირფასი და მოდური მანქანის ხელში ჩასაგდებად უკან არაფერზე იხევდა:  გერმანიაში საბჭოთა ჯარების სარდლის, მარშალ სოკოლოვსკისგან „ხორხ-951ა“  „იჩუქა“ და, არის მოსაზრება, რომ სოკოლოვსკი, რომელიც ყოველთვის მარშალ ჟუკოვის ჩრდილში იყო, ამის შემდეგ დაწინაურდა. სხვა თემაა ბერლინში ვასილის შეგროვებული და გადმოგზავნილი მანქანები – ის საგულდაგულოდ არჩევდა გერმანულ ბრენდებს და მეგობრებს ურიგებდა, შესაბამისი სამსახურები კი უსიტყვოდ ავსებდნენ საჭირო დოკუმენტებს, რის შემდეგაც „მფლობელები“ უპრობლემოდ ჩამოდიოდნენ სამშობლოში. მალე ვასილი ისე გათამამდა, რომ მანქანები ეშელონით გამოაგზავნა. თავდაპირველად ბელადს არ ეუბნებოდნენ შვილის ახალი გატაცების შესახებ, მაგრამ, ვასილი იმდენად ხელგაშლილი იყო, რომ ერთი „ტატრუ-87“ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, მერკულოვის შვილსაც მისცა. ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან, ამბავი სტალინამდე მივიდა და ამის შემდეგ, გერმანიიდან მანქანების ტრანზიტს წერტილი დაესვა.

 

საბჭოთა ბოლიდს გერმანელი

სპეციალისტები აშენებდნენ

ვასილ იოსების ძის ღვაწლი საბჭოთა სპორტის წინაშე ეჭვქვეშ  არავის დაუყენებია, მის  დაუძინებელ მტრებსაც კი. ერთ-ერთი ასეთი სახეობა იყო მოტოსპორტი.  ბელადის ვაჟმა გერმანელი ავტოინჟინრებისა და სპეციალისტების ჩამოყვანა დაიწყო. ამ საქმიანობისთვის მამის თანხმობის მისაღებად მას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა. იყო მომენტი, როცა სტალინმა ეს იდეა შვილის მორიგ არასერიოზულ წამოწყებად ჩათვალა, მაგრამ, ვასილს ანასტას მიქოიანი წამოეშველა (ვასილი მის შვილთან მეგობრობდა) და სერიოზული რჩევებიც მისცა, შემდეგ პროტექციაც გაუწია მამასთან და საქმეც დაიძრა: ვასიამ პატიმარი გერმანელი ავტომობილისტებისთვის, სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე, პატარა ბანაკი ჩამოაყალიბა და ამ ადამიანებს „გრანპრის“ კლასის ჩქაროსნული ბოლიდის შექმნა დაავალა. გერმანელებმა ჩვეული შრომისმოყვარეობის და დისციპლინის წყალობით, ამოცანას თავი გაართვეს. ვასილიმ საერთაშორისო არენაზე „გაბრწყინებაც“ მოინდომა და მათი დახმარებით უნიკალური, 16-ცილინდრიანი ძრავას მქონე საავიაციო კონსტრუქცია შექმნა, მაგრამ, რბოლებში მონაწილეობის მიღება მაინც ვერ მოახერხა – 1949 წელს, ორგანიზებულმა „ფორმულა 1-მა“ ავტომანქანებისთვის ახალი წესები შემოიღო, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა ვარიანტი, ტექნიკური პარამეტრებით, ახალ, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ვასილი მაინც არ ცხრებოდა და „მოტოავტოგუნდისთვის“ ჯერ ერთადერთი ცისფერი „კაბრიოლეტი” – „კორდ-812“ შეიძინა, რომლითაც პირადად გერინგი სარგებლობდა, შემდეგ კი – აეროსტილში გაკეთებული ექვსადგილიანი „სედანი პატრიციანიც“ შეიძინა, რაც სერიოზული თანხები დაუჯდა. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, მისი შვილი დაისაჯა საბჭოთა სპორტისთვის გაწეული ღვაწლისთვის, მეტიც, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო საბრალდებო საქმეში, მისი დაპატიმრების შემდეგ.

 

скачать dle 11.3