კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჭორები აუგორეს ნინი შერმადინსა და გიორგი ჩიქოვანს და როგორ აპირებენ ისინი ურთიერთობის გაგრძელებას

 

აბსურდულ ჭორშიც კი, სიმართლის თუნდაც მცირეოდენი მარცვალი ყოველთვის ურევია. ალბათ, ყოველი ჩვენგანი გამხდარა საჭორაო ობიექტი, თუმცა, როგორც ამბობენ, ნებისმიერ ჭორს აქვს არსებობის უფლება. ჩვენი რესპონდენტების შემთხვევაშიც, აგორებულ ჭორს არსებობის სრული უფლება აქვს, რადგან, ჩვენთვის ხომ ისაა მთავარი, ორი ადამიანი ორჯერ ზედიზედ ერთად დავინახოთ და მაშინვე დავაწყვილოთ...

ამ ბოლო დროს ნინი შერმადინის ცხოვრების ახალ ურთიერთობაზე კულუარებში ალაპარაკდნენ და ამის გადასამოწმებლად ჭორის ორივე სამიზნეს ერთად შევხვდი.

– გიორგი, მოგვიყევი, ვინ ხარ, რა ხარ და რა გინდა ცხოვრებაში?

გიორგი ჩიქოვანი: მე ვარ გიორგი ჩიქოვანი, 26 წლის. ვცხოვრობ ოჯახთან ერთად თბილისში და ვარ დედისერთა. დავამთავრე ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, მაგრამ, ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ „ნუცას სკოლის“ გამარჯვებულის ტიტული მაქვს. ვთამაშობდი ფეხბურთს საქართველოს პირველ ლიგაში. ამჟამად დაკავებული ვარ სასიმღერო კარიერით – ბენდთან ერთად ვაკეთებ პროგრამას, ვემზადები მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავის გახსნის საკონცერტო გამოსვლისთვის, სადაც ბატონი მერაბის ბექვოკალში ვიქნები. კიდევ უამრავი სამომავლო გეგმა მაქვს, რომლითაც მალე წარვდგები ფართო საზოგადოების წინაშე.

– სად და როგორ გაიცანი ნინი შერმადინი?

– დაახლოებით ორი წლის წინ, რესტორანში ვმღეროდი, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის ნინიც იყო, როგორც ერთ-ერთი ვარსკვლავი ვარსკვლავთა შორის და იქ გავიცანი პირველად. სხვათა შორის ექსპრომტად შევასრულეთ დუეტი, მაგრამ, ჩვენი მეგობრობა უკვე „ნუცას სკოლაში“ გაგრძელდა.

ნინი შერმადინი:  ჩემთვის უსაყვარლესმა ქალბატონმა ნანა დაოშვილმა დამირეკა და მთხოვა, მის მოწაფესთან ერთად „ნუცას სკოლაში“ დუეტი მემღერა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგის არ ვიცნობდი. რომ დავინახე „იმედში“, მაშინ აღვიდგინე, რომ ეს ის ბიჭია.

– გიო, შენ რა ემოციები გქონდა ნინის მიმართ, სანამ ახლოს და კარგად გაიცნობდი?

გიორგი: ნინი ყოველთვის კარგ მომღერლად მიმაჩნდა და მომწონდა მისი ვოკალური მონაცემები, მაგრამ, მას შემდეგ უფრო მოვიხიბლე მისით, როცა პატივი დამდო და ჩემთან ერთად ექსპრომტად შეასრულა დუეტი რესტორანში. ამიტომ, როცა არჩევნის უფლება მომცეს „იმედში“, ვისთან შემესრულებინა დუეტი მაშინვე ნინი ავირჩიე და არც შევმცდარვარ.

ნინი: იმიტომ არა, რომ ვმეგობრობ, მართლა გულწრფელად ვამბობ: როცა გიორგის პირველად მოვუსმინე, მაშინვე ვუთხარი, საცოდაობა იქნება შენი აქ დარჩენა, ჯობია, სერიოზულ კარიერაზე დაფიქრდე-მეთქი და ასეც მოხდა. საქართველოში ძალიან ბევრი ისეთი მომღერალი ბიჭი იკარგება რესტორანში, რომლებიც ქართულ ესტრადას დაამშვენებდნენ.

– შემთხვევით „ნუცას სკოლაში“ შენ ხომ არ „ჩაუწყვე” საქმე?

– ჯერ ერთი, გიორგი მას მერე აღარ მინახავს და ვერანაირად ვერ „ჩავუწყობდი” და, მეორეც, „ნუცას სკოლა“ არ არის ის ადგილი, სადაც ვინმეს მეგობრობა-ნაცნობობით შეუძლია რამის გაკეთება – ეს გამორიცხულია. გარდა ამისა, დაფიცებული მაქვს, რომ არავის არაფერში აღარ დავეხმარები. ვისაც დავეხმარე, ყოველთვის ცუდად მომიბრუნდა უკან, თანაც მე არ ვარ ის პერსონა, რომ სადმე რაღაც მეთქმოდეს და ჩემი სიტყვა ჭრიდეს. ასე რომ იყოს პირველყოვლისა, საკუთარ თავს დავეხმარებოდი. ერთი სიტყვით, გიორგი ახლოს უკვე „ტელეიმედში“ გავიცანი, შემდეგ იყო მეორე დუეტი; ამის მერე, ისევ ნანა დაოშვილის მიპატიჟებით, რაღაც საღამოზე შევხვდით ერთმანეთს და, აი, იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. გავარკვიეთ, რომ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვქონდა, ერთსა და იმავე შემსრულებლებს ვუსმენთ და ასე შემდეგ. მოგვიანებით, გიორგიმ შემომთავაზა, თავის ბენდში მემღერა და დღეს უკვე ამ ბენდთან ერთად მიდის რეპერტუარზე მუშაობა  „სითი ქლაბის“ მოთხოვნით, სადაც ცოცხალ კონცერტებს გავმართავთ. 

– გიორგი, როდის გადაწყვიტე, ნინი შერმადინის დაპატიჟება განმარტოებით, ჭიქა ყავაზე?

ნინი: ამას მე გეტყვი: არასდროს ყოფილა ისე, რომ, თუნდაც სავახშმოდ, სადმე მარტო წავსულიყავით – ყოველთვის მეგობრების გარემოცვაში ვართ, ან – სამუშაო პროცესში და, მგონი, შენი შეკითხვა აბსოლუტურად უადგილოა, არა?!

– კარგი, მაშინ ასე გკითხავთ: რა ეტაპზე მიხვდით, რომ უკვე ძალიან დამეგობრდით?

– შენ ის მითხარი, ახლა ჭიქა ჩაგარტყა თუ ჩაიდანი, რომ მსგავსი კითხვები აღარ გაგიჩნდეს (იცინის).

– მე ხომ არ გეკითხებით, როდის მიხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ-მეთქი?

– იგივეს აგრძელებ? გეუბნები რომ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გამყარდა რეპეტიციებზე, მაგრამ, არ ვიცი როდის. გიორგი, შენ იცი, როდის მოხდა ეს? 

გიორგი: ძალიან მალე მას შემდეგ, რაც აქტიური ურთიერთობა და მუშაობა დავიწყეთ. როცა სახლში სტუმრად მიხვალ რამდენჯერმე, უკვე რაღაც ურთიერთობა ყალიბდება, უფრო მეტს იგებთ ერთმანეთის შესახებ და მეგობრობაც თავისთავად მოდის.

– ესე იგი მასთან სახლშიც დადიხარ სტუმრად?

– რა თქმა უნდა. ნინის კარგი აპარატურა აქვს სახლში და ხშირად ვრეპეტიციობთ, პარტიებს ვინაწილებთ და დუეტში ვმღერით. 

ნინი: რამე ცუდად რომ არ გაიგო, გეტყვი, რომ, მე და გიორგის, როგორც დუეტს რაღაც შემოთავაზებები გვაქვს, მათ შორის ჯული მაზინომ მოგვისმინა და გვირჩია, ერთად გვემღერა. ჯული არის ადამიანი, რომელიც ძალიან იშვიათად აძლევს რჩევას მომღერლებს; ამ ქალის ხელშია საბერძნეთის შოუ-ბიზნესი და მან არაერთი  ცნობილი ბერძენი თუ ამერიკელი მომღერალი შექმნა. ჩემი და გიორგის ხმის ტემბრი საოცრად უხდება ერთმანეთს და, ამიტომაც, სერიოზულად ვფიქრობთ დუეტზე, მაგრამ, აგვიგორეს ჭორი, რომ თითქოს რაღაც სერიოზული ხდება ჩვენ შორის. როგორც წესი, მე ხომ ადრე მათხოვებენ, ადრე მაშორებენ და რაღაცნაირად წინასწარმეტყველებენ ხოლმე ჟურნალ-გაზეთები.

– შენ თვითონ ამბობ, რომ წინასწარმეტყველებენო, ანუ შემდგომში გამართლებულა კიდეც. აქედან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვა: ახლაც წინასწარმეტყველური ჭორი ხომ არ არის, რომ შეხმატკბილებული დუეტის შემოქმედებითი ცხოვრება ღრმა ურთიერთობაში გადადის?

– შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, უკვე ზოგ-ზოგიერთების ცოლი უნდა ვიყო. როცა ქმარს დავშორდი, ისიც კი თქვეს, ნოდიკო ტატიშვილის გამო დაშორდნენო, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, მე და ნოდიკო ბავშვობიდან ერთად რომ გავიზარდეთ. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ნოდიკოსთან რომ დავრჩით, შუაში გვეწვინა ისეთი ახლო მეგობრები ვართ. რა ძალამ უნდა გაიძულოს, რომ მსგავსი სისულელე მოიგონო და მით უმეტეს პრესაში დაწერო?! ის კი არა ჩემს სტილისტზეც კი დამიწერეს, რომ ვითომ მე და ბადრი ფევაძე საყვარლები ვართ. ვგიჟდები ისე მიყვარს ბადრი, მაგრამ, ხომ არ შეიძლება, ყველა სისულელე დაწეროს ადამიანმა, რაც კი თავში აზრად მოუვა? ამაში ჟურნალისტებს არ გადანაშაულებთ, რადგან, მე თვითონ ვსწავლობდი ჟურნალისტიკას და კარგად მესმის თქვენი. ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მაქვს ამ პროფესიის ადამიანებთან, მაგრამ, აქ დამნაშავე ინფორმატორია, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არასწორი ინფორმაცია მოაქვს თქვენამდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე და გიორგის გვაქვს აბსოლუტურად იდეალური ურთიერთობა, კარგად ვეწყობით და ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ, რაში გადაიზრდება ან რით დამთავრდება ეს, არავინ იცის. მთავარია, რომ ერთად კომფორტულად ვართ და გათხოვებას კი არც მე ვჩქარობ და არც გიორგი აპირებს ჯერ ცოლის მოყვანას. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, გიორგი – მით უმეტეს, ეს ახლა იწყებს კარიერას, ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს და, რა დროს ამის დაქორწინებაზე ფიქრია.

– თუმცა, უკეთესია, პირადი ცხოვრება დაუკავშირო ადამიანს, ვისთანაც საერთო საქმე გაერთიანებს და, ქართულ ესტრადას შეემატოს კიდევ ერთი მომღერალ წყვილთა ოჯახი.

გიორგი: ნინის სრულიად ვეთანხმები, რადგან, პირადმა ცხოვრებამ, შეიძლება, ხელი შეგვიშალოს კარიერულ წინსვლაში. ჯერ ნაადრევია დაოჯახებაზე საუბარი, რადგან, ორივეს  მიგვაჩნია, რომ ამით დიდი პაუზა გვექნება შემოქმედებით ცხოვრებაში.

– თაფლობის თვე სამ კვირას გრძელდება ხოლმე, რაც, არა მგონია, დიდ პაუზად ითვლებოდეს, არ მეთანხმებით?

ნინი: ჯერ სხვა საფიქრალი გვაქვს და, მომავალში რა იქნება, ამას დრო და ურთიერთობა გვიჩვენებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები და, გვაცადეთ, ბატონო, ცოტა დრო გავიდეს! თუ რამე გადაწყდა, პირობას გაძლევთ, ისევ ორივე ერთად მოვალთ და მერე დეტალურად მოგიყვებით ყველაფერს. ახლა, რაც არ არის, რა ვთქვათ და რა ვაღიაროთ?

– მე არც მითქვამს, რომ რამე უნდა აღიაროთ და არც ვცდილობ, რამე წამოგაცდენინოთ, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რადგან ამ თემაზე ამდენს ვსაუბრობთ, ესე იგი, ყველაფერი იმაზე მეტად სერიოზულად არის, ვიდრე თქვენ გგონიათ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რომ გიყურებთ, ვხედავ, რომ მშვენიერი დუეტი ხართ და თქვენი ხმებიც უხდება ერთმანეთს, რაც იმის საშუალებას მაძლევს, ვიფიქრო, რომ ცხოვრებაშიც კარგი პარტნიორები იქნებით.

– შეძახილმა ხე გაახმოო, ნათქვამია და, ისე ნუ იზამ, ახლავე სიღნაღში წავიდეთ (იცინის).

– ეს ინტერვიუ ყველა შემთხვევაში უნდა დაიბეჭდოს, რადგან, გარდა იმისა, რომ მასალა მჭირდება, სერიოზული ფინანსური კრიზისიც მაქვს და, თუ ახლა თქვენთან ინტერვიუ არ შედგა, ჩათვალეთ, რომ სახლში რემონტი დაუმთავრებელი დამრჩა და, გამორიცხულია, აქედან ისე გაგიშვათ, სანამ რამე სასიკეთოს არ მეტყვით. მიპასუხეთ, რა, მოგწონთ თუ არა ერთმანეთი და რა ხდება თქვენს შორის.

– შენ რა, ჩემს ხარჯზე დაიწყე რემონტი (იცინის)? მაშინ, მე ასე გკითხავ: შეხედე გიორგის და მითხარი, შეიძლება, რომ ეს ყმაწვილი არ მოგეწონოს და რამე გრძნობა არ გაგიჩნდეს მის მიმართ?

გიორგი: მეც იგივე შემიძლია ვთქვა ნინისთან მიმართებაში. ჩვენ რეალურად ძალიან მოგვწონს და, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე ერთმანეთის უკეთ გაცნობით ვართ დაკავებული. სიმპათიები ორივეს გვაქვს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ გრძნობებზე საუბარი ცოტა ნაადრევია, მით უმეტეს – პრესასთან.

– სავარაუდოდ, ამ ინტერვიუდან ვერაფერს გამოვიყვან და არ დაიბეჭდება, ამიტომ, ჯობია, სამომავლოდ გადავდოთ და მას შემდეგ მოგაკითხავთ, როცა დუეტად ჩამოყალიბდებით. წარმატებებს გისურვებთ!

 

 

скачать dle 11.3