კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება რუსკა მაყაშვილი „გასაკავებელი“ და სად „გადაშენდნენ“ მისი მოსაწონი ბიჭები

 

შოუმ – „ცეკვავენ ვარსკვლავები” – სრულიად საქართველო მოიცვა: სახლებში, სამსახურებსა თუ კაფეებში საუბრისა და განხილვის თემა მხოლოდ ვარსკვლავური წყვილების მიერ შესრულებული ცეკვებია. არ ვიცი, გაზარდა თუ არა რუსკა მაყაშვილის პოპულარობა შოუს წამყვანობამ, მაგრამ, ახალ ამპლუაში რომ გააცნო თავი მაყურებელს, ფაქტია. თუმცა, თავის მთავარ საქმიანობად მაინც მსახიობობა მიაჩნია და  ამ როლში თავს დიდად კომფორტულად ვერ გრძნობს.

– ამ ბოლო დროს მედიას დიდად არ სწყალობ და ამის შესახებ ხშირად ამბობ. რა მოხდა?

– ის მოხდა, რომ ძალიან გამაბრაზეს. რამდენჯერმე პრესაში ისეთი ინფორმაცია დაიწერა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამიტომაც, გადავწყვიტე, არც ერთ ჟურნალს ინტერვიუ აღარ მივცე, მაგრამ, რადგან ძალიან მიყვარხარ, ეს გამონაკლისი დავუშვი. თან, ამას ისიც ემატება, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ვილაპარაკე, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპსა და თემას შევეხე. მგონი, თვითონ აღარ მახსოვს ჩემი ცხოვრების შესახებ მოვლენები ისე დეტალურად, როგორც ეს პრესის არქივებშია. ახლა უკვე ამოიწურა სალაპარკო და ერთი და იგივეს ვატრიალებთ: „როგორ ხარ? რას შვრები? შენს პირადში რა ხდება?” გიორგის რომ დავშორდი, მხოლოდ ეგ იყო სალაპარაკო თემა, არადა, ხომ მოვყევი ამომწურავად? რა კითხვები რჩებათ, მაინც ვერ გავიგე. მოკლედ, დასვენება მინდა (იცინის).

– ვიცი, რომ ტელეწამყვანის ამპლუაში ძალების მოსინჯვა გინდოდა.

– არა, ეს პირველ კურსზე რომ ვიყავი, მაშინ მაინტერესებდა, მაგრამ, მერე საერთოდ დავკარგე ინტერესი – იმის შემდეგ არ მქონია სურვილი და დიდად არც ახლა მაქვს, რადგან, ეს არ არის ჩემი პროფესია. ნანკამ მითხრა, კიდევ ერთი-ორი გადაცემა და მუღამს დაიჭერო. ჯერჯერობით ამ მუღამს ვერ ვიჭერ.

– შენი თავი არ მოგწონს თუ არ გსიამოვნებს ის, რასაც აკეთებ?

– როგორ არ მსიამოვნებს, მაგრამ, გაცილებით მეტად მომეწონებოდა, მონაწილე რომ ვიყო. ეტყობა, იმდენად მინდოდა და მინდა ამ შოუში ცეკვა, რომ ვერაფრით ვეგუები წამყვანობას. არც ის მაშინებს რომ, შეიძლებოდა, გავვარდნილიყავი, აუტსაიდერი ვყოფილიყავი. საერთოდ არ მეშინია ეგეთი რაღაცეების. არასდროს არანაირ შეჯიბრებაში არ მიმიღია მონაწილეობა და მაინტერესებს, რა განცდაა. 

– მაყურებლის ნაწილი ამბობს, რომ წამყვანი რუსკაც როლშია...

– არაფერ როლში არ ვარ. ეს ხალხის ბრალია, მათი თვალია, რომელიც სულ ანჩოდ აღმიქვამს. ჩვეულებრივი, მხიარული ადამიანი ვარ როგორც ცხოვრებაში, ისე ამ შოუში. ამ იარლიყის მოწებება რომ გარდაუვალი იყო, თავიდანვე ვიცოდი – ყველას შემთხვევაში ასე ხდება. ეს იმის ბრალია, რომ მაყურებელი არ დადის თეატრში და არ ნახულობს იმ სპექტაკლებს, სადაც ხდება ნამდვილი გარდასახვა, სხვადასხვა სახის შექმნა. კინოშიც ბევრი განსხვავებული როლი ვითამაშე, მაგრამ, ანჩო უკვე სენად იქცა. ალბათ იმიტომ, რომ თინეიჯერებმა, ბავშვებმა საოცარი სისწრაფით აიტაცეს ამ გმირისგან ყველაფერი: ლაპარაკის მანერა, ჩაცმის და ვარცნილობის სტილი. ბევრმა მითხრა, რომ შენნაირად იჭრიან თმას და ცდილობენ, დაგემსგავსონო. 

– გახდეს მისაბაძი და ჰქონდეს ამხელა გავლენა ხალხზე – ამას ძალიან ბევრი მსახიობი წლების განმავლობაში ცდილობს. ასეთი ადვილი არ არის, დაამკვიდრო მოდა.

– ალბათ, არ ვიცი. ამაზე არასდროს მიფიქრია და ამისთვის არ მიმუშავია, თავისთავად მოხდა ყველაფერი. ყველა ინტერვიუში  ვიხვეწები: ხალხო, თინეიჯერებო, იარეთ თეატრში, ნახეთ, რა ხდება, ნუღარ მაფასებთ ამ ერთი როლით! ძალიან სასიამოვნოა, ასე რომ ვუყვარვარ ბავშვებს, ამხელა სითბოს რომ ვიღებ მათგან, მაგრამ, მაინც მინდა, თავიანთი ინდივიდუალურობა შეინარჩუნონ, ნუ მიბაძავენ ნურავის. მეც მყავს მისაბაძი ადამიანები, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მინდა, დავემსგავსო. მაგალითად, ჩემი მეგობარი ნინჩო ძალიან ლამაზად იცვამს და სულ ვცდილობ, მისგან რაღაცეები ვისწავლო, მაგრამ, არასდროს გამჩენია სურვილი ნინჩო ელიავა გავხდე. 

– არ გინდა, წერტილი დაუსვა ანჩოს?

– იცი, მე ხელს არ მიშლის. ესეც მაქვს, თეატრიც, კინოც და სულ სხვადასხვა რაღაცასაც ვაკეთებ. თან, მგონი, ანჩოს ბუმი ნელ-ნელა იკლებს და, ადრე თუ ანჩო ვიყავი ახლა რუსკა ვარ. როგორიც ვარ, ისეთი ვარ – უშუალო, კონტაქტური, მხიარული, მიყვარს გართობა... ამაზე მეუხერხულება კიდეც ლაპარაკი, იმდენად ჩვეულებრივი ვარ. 

– ბოლო რამდენიმე წელია, საშინელ გრაფიკში ცხოვრობ...

– საშინელში – თეატრი, გადაღებები, ეს პროექტი!.. დღის განმავლობაში, სულ მცირე, სამ ადგილას მაინც ვარ: დილით – რეპეტიცია, მერე – გადაღება, ბოლოს – „თიბისი ტივიში” სცენარის გადახედვა და ამბები გვაქვს, მაგრამ, ამ ყველაფრის მერე მაინც რომ არ ვნახო ჩემი მეგობრები და სადმე არ წავიდეთ, გავგიჟდები. ძალიან ცოტა ხანს მძინავს, რადგან ძირითადად, ადრე ვდგები ხოლმე. როდის გამისკდება გული, არ ვიცი, თან, ჩემი ოჯახის ამბავი ხომ უკვე საქვეყნოდ ცნობილია. გადათიშული, დაღლილი მოვდივარ სახლში და, ღამის 4 საათზე დაძინებას რომ ვცდილობ, ჩემი და სკაიპში მთელ ხმაზე ელაპარაკება ვიღაცას. ლამის გავგლიჯო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნამდვილი ადამსების ოჯახი გვაქვს. ჩემმა დამ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლოს. თუ ღმერთმა გადმომხედა და 12 საათამდე შევძელი დაძინება, დილით ადრე მასწავლებელი მოდის და იწყება საშინელება: ან ლეილა სიყმაშვილი უკრავს, ან ნინუცა აბრახუნებს პიანინოზე ან ნოდარიკო მაჯდება თავზე და მაღვიძებს. აი, 22-დან ცოტას დავისვენებ – ჩემს მეგობართან გადავდივარ ერთი ათი დღე, უნდა დავისვენო (იცინის). ჩვენს სახლში სულ ისეთი ხმაურია, მეზობლებს ჰგონიათ, რომ ვიღაცას კლავენ.

– და, მაინც, სულ კარგ ხასიათზე ხარ.

– კი, მიჩვეული ვარ ამას. ერთი დღეც რომ ვარ სახლში, მეორე დღეს უკვე გასაკავებელი ვხდები და, ეგრევე გავრბივარ. პირიქით, მიხარია, რომ ასეთი რეჟიმი მაქვს და ღმერთს ვევედრები, სულ ასე ვიყო. 

– საგრიმიოროში ლაპარაკობდნენ როგორ ენანები ხალხს მარტო ყოფნისთვის – ასეთი ლამაზი გოგო როგორ ცდებაო...

– რა ვქნა, გენაცვალე, სანამ არ გამოჩნდება ჩემთვის საინტერესო ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, მარტო ვიქნები. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, ვიღაც მყავდეს გვერდით, ჩემთვის მთავარია, კარგად ვიყო. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მეგობრები, მათთან ყოფნა…

– როგორია ბიჭი, რომელიც კარგად გაგხდის?

– ასე კონკრეტულად არ ვიცი, ვერ ვიტყვი, აი ასეთი უნდა იყოს ბიჭი და, დავინახავ თუ არა, ჩავიკეცები-მეთქი, არ არსებობს. ხომ გეუბნები, მთავარია კარგად ვიყო. ახლა რომ კარგად ყოფნისთვის შეყვარებული მჭირდებოდეს, მეყოლებოდა (იცინის). იცი რა, დინოზავრებივით გადაშენდნენ ის ბიჭები, რომლებიც შეიძლებოდა, მომწონებოდა. აი, პირდაპირ ასე დაწერე სათაური: „რუსკა მაყაშვილის მოსაწონი ბიჭები დინოზავრებივით გადაშენდნენ!”

 

 

скачать dle 11.3