კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ნიჭი აღმოაჩნდა გათხოვების შემდეგ მარინა ხორავას და როგორ შეირთო ზვიად ციკოლიამ მისი სახით ცოლად „კაცი“

„ძალიან მინდა სკოლის გაკეთება, სადაც მოდელირებას ვასწავლი იმ ადამიანებს, ვისაც ეს საქმე აინტერესებს, უყვარს. მოვლენ, ისწავლიან, შემდეგ ერთად გავაკეთებთ ჩვენებას... ვისაც ენდომება, ჩემთან ერთად გააგრძელებს გზას, ვისაც არა, მიღებული ცოდნა მაინც გამოადგება. იმდენი ცოდნა ნამდვილად მაქვს, რომ სხვებს გავუზიარო, უბრალოდ, ადამიანი მჭირდება, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზებას გააკეთებს, რადგან მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო“, – ეს სიტყვები დიზაინერ მარინა ხორავას ეკუთვნის, რომელიც ახლო მომავალში საზოგადოების წინაშე პერფორმანსით წარდგება. რადგან მარინას ბევრი საკითხის მიმართ საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული მიდგომა აქვს, ამიტომ პირადად მე ამ პერფორმანსს დიდი სიამოვნებით ველოდები.

 

მარინა ხორავა: ვემზადები გამოფენისთვის, თუმცა სინამდვილეში ეს არ იქნება არც გამოფენა და არც ჩვენება, არამედ პერფორმანსი. ამ კაბებს, რომლებიც 7 თვის განმავლობაში იქარგებოდა და ნახევრად ძვირფასი თვლებით არის გაწყობილი, აბსოლუტურად სხვა ამპლუაში წარვადგენ საზოგადოების წინაშე. იქნება თემა, რომელსაც დედამიწაზე ნაკლებად ეხებიან, თბილისზე აღარ მაქვს საუბარი. ერთ-ერთ არხზე სტუმრად ვიყავი მიწვეული, ჟურნალისტმა მითხრა: დარწმუნებული ვარ, ჩვენება ყველას მოგვეწონებაო. მე ვუპასუხე: თუ ყველას მოგეწონებათ, ესე იგი პროექტი ჩამივარდა, რადგან ეს ის თემაა, რომელიც ყველას არ უნდა მოეწონოს-მეთქი. რა თქმა უნდა, მე იმისკენ კი არ მივისწრაფი, რომ ყველას არ მოეწონოს, უბრალოდ, თემა ისეთია, ყველას ვერ მოეწონება. რაც მთავარია, ეს არ იქნება მხოლოდ მოდა, ამით მე გამოვხატავ სამყაროსადმი ჩემს დამოკიდებულებას, ხედვას. თუმცა, ეს კოლექცია თავის დროზე სხვა თემაზე გავაკეთე, სხვანაირად მქონდა დაგეგმილი, ვაპირებდი უცხოეთში წაღებას. გავიდა დრო და ბედმა, რომელიც კოლექციას ეწია, გადამაწყვეტინა ამ სათქმელის თქმა. კოსტიუმები ერთგვარად დაიჩაგრა – ადრე კრონშტეინზე მაინც მეკიდა სახლში, ახლა ათას ნაწილად დაკეცილი მიდევს. შარშან ერთ ცნობილ ხელოვანთან ვიყავი სახელოსნოში და ყველაფერი თავისთავად აეწყო. მოითხოვეს ჩემი კოსტიუმები და მოვიდა ზოგადად ეს იდეა. ჩემ გარდა იმუშავებს კიდევ ორი ადამიანი. პერფორმანსს გააკეთებს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ბროდვეიზე სპექტაკლებს დგამდა და რომელიც ძალიან ძლიერი პიროვნება და ხელოვანია. ფონს გააკეთებს ასევე ადამიანი, რომელიც თავის საქმეში უძლიერესია, ანუ ერთიანობაში გამოვა ძალიან კარგი რაღაც. როდის განვახორციელებთ, ჯერ არ ვიცი, რადგან, თუ დავგეგმავ, ვიცი, არ გავაკეთებ. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ის დავგეგმე, რომ არ გავთხოვდებოდი მანამ, სანამ ჩამოყალიბებული ადამიანი არ ვიქნებოდი. მართლაც, როგორც კი ფეხზე დავდექი, სამ თვეში გავთხოვდი. მეუღლესაც სულ ვხატავდი, მაგრამ ეს არ მახსოვდა. უკვე შვილები მყავდა. გოგონებმა მითხრეს: უი, როგორ ჰგავს ზვიკო იმ ნახატებს, შენ რომ გვჩუქნიდიო.

– იმ დროს, როცა აქტიურად მუშაოდი, საქართველოში თითქმის ყველა სფეროში არც თუ ისე კარგი მდგომარეობა იყო. ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, იმ დროს სამოდელო ბიზნესის კეთება თუ იყო სერიოზული რისკი.

– ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, უკუღმართი ვარ – როცა სხვაგან არაფერი ხდება, მაშინ ჩემთან ხდება ყველაფერი და როცა სხვაგან რაღაც ხდება, მე მძინავს. იმ პერიოდისთვის ეს იყო დიდი ბიზნესი. მე საქმე მქონდა კაცებთან. ქარხნებისა და ფაბრიკების დირექტორებთან „მკლავჭიდი“ მქონდა გამართული. მირეკავდნენ: ეს როგორ გაბედე, ეს შეკვეთა ჩვენ უნდა მიგვეღოო. არადა, შეკვეთები ჩემთან ჩემი წრიდან მოდიოდა. დღემდე ისე მოვდივარ, არასდროს დამირეკავს: შეკვეთა მომეცით-მეთქი. ყველაფერი თავისით ხდებოდა. მოკლედ, მიდიოდა სერიოზული ჭიდაობა. ფაქტობრივად, მე კაცი ვიყავი და ზვიკომ ცოლად ქალი კი არა, კაცი მოიყვანა. ერთი პერიოდი იმასაც მივხვდი, რომ მოდელიორი აღარ ვიყავი, მართლა ვკაცდებოდი – დირექტორი ვიყავი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი თემა იყო. დღემდე იმიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ მიყვარს. ამიტომ, რაღაც-რაღაცეები გადავათამაშე. წამოვედი, მაგრამ ორი ბავშვით ხელში, თითქმის ყველა ტელევიზიის წამყვანებს ვაცმევდი და ბოლოს მაინც პაუზა ავიღე. ცოტა დავისვენე.

– მაშინდელი მარინა ახლანდელისგან განსხვავდება?

– საქმეში სხვა მარინა ვარ, მეგობრებიც იყვნენ ჩემთან ერთად და აბსოლუტურად ვერ მცნობდნენ. საქმეში მიყვარს: დისციპლინა, ანუ ის საქმე უნდა გამიკეთო, რასაც გავალებ და შენი იმედი მაქვს. პირად ურთიერთობებში სულ სხვანაირი ვარ, ნებისმიერი ასაკის ადამიანი თავისუფლად იმოძრავებს ჩემთან ერთად. საქმეში კი მომთხოვნი ვარ. ძალიან ნიჭიერი ხალხი გამიშვია უდისციპლინობის გამო, ან ურთიერთობა გამიწყვეტია საქმისადმი არასწორი დამოკიდებულების გამო. სამაგიეროდ, საქმეში დღემდე ვურთიერთობ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება, ნაკლებად მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ეს ურთიერთობა უფრო მისაღებია.

– ის, რომ სულ სირბილი გიწევდა საქმეებზე, მეუღლის უკმაყოფილებას არ იწვევდა?

– არა. ისიც დარბოდა თავის საქმეებზე. ბავშვებს ზვიკოზე ჰქონდათ გართულება, სადმე რომ მიდიოდა, წინ უდგებოდნენ, მე უპრობლემოდ მატარებდნენ, შეიძლება, ვერც კი შეემჩნიათ ჩემი წასვლა. თან მამას ზვიკოს ეძახდნენ, მე – დედას, რატომ, დღემდე არ ვიცი. ივა არის ზვიკო, ბუბა – მარინა. ბუბამ გადაწყვიტა, რომ ფსიქოლოგი იყოს და ძალიან მიხარია. მე თავის დროზე არტისტობა მინდოდა, ახლაც კინოში გადაღების დიდი სურვილი მაქვს. თეატრში, 8 საათზე სპექტაკლს ვერასდროს ვითამაშებდი. კინო დღემდე ჩემს ოცნებად რჩება. სხვათა შორის, ზვიკოს მშობლები (დედა მსახიობი ჰყავდა, მამა – რეჟისორი) სერიოზულად ნერვიულობდნენ: რა მსახიობი დაიკარგაო.

– რატომ გადაიფიქრე?

– ირაკლი უჩანეიშვილი ჩემი ბიძა იყო. მან მარჯანიშვილის თეატრში მიმიყვანა და რადგან ირაკლისგან ვიყავი, როგორც შტატგარეშე მსახიობი, პირდაპირ სცენაზე შემაგდეს. უცებ დავკომპლექსდი, არადა, მანამდე პიონერთა სასახლეში სულ სცენაზე ვიდექი, დიდი სცენის კი შემეშინდა. მეორე დღეს საბუთების მაგივრად უარით მივედი, ირაკლი კინაღამ გადაირია. არ ვნანობ, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, თან კინო წინ მაქვს. მსახიობობა ნიჭია, ისევე, როგორც მოდელიორობა. მაგალითად, ზვიკო ხომ მსოფლიო დონის დიზაინერია, მაგრამ ფულის შოვნა არ იცის, ამის ნიჭი არ აქვს.

– ეს ბევრ მეუღლეს შეუქმნიდა პრობლემას.

– მე არ მიქმნის, რადგან მეც დიზაინერი ვარ. კარგად მესმის ეს ყველაფერი. კი, ბევრ ქალს ნაკლებად აინტერესებს მეუღლის ნიჭი. ზვიკოს განა ფული არ მოაქვს, აბა, ვინ გვარჩენს, გვაცხოვრებს, მაგრამ ჩემთვის სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია.

– მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი: ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე აუცილებლად ნიჭიერი ადამიანი უნდა ყოფილიყო და ეს გენეტიკა შვილებში უნდა ჩამედოო.

– რა თქმა უნდა, და მერე ამას არ უნდა გადაუხვიო, მადა ჭამაში მოდის – ასე არ არის. ვიცი, ზვიკო წესიერი, ერთგული, ნიჭიერი ადამიანია, ჩემიანია და ეს ჩემთვის მთავარია. არასდროს მდომებია გვერდით ისეთი ადამიანი, რომელსაც ფული ექნებოდა და მე მარტო ვიქნებოდი. ასეთი რომ მდომოდა, იყვნენ, მაგრამ ზვიკოზე გავაკეთე არჩევანი.

– კიდევ რისი ნიჭი გაქვს?

– ზვიკო როგორც ამბობს, საჭმელების კეთების. არადა, რომ გავყევი ცოლად, საერთოდ არ ვიცოდი არაფერი – ყავას ვადუღებდი, კვერცხს ვწვავდი. შემდეგ ბავშვებთან ერთად ესეც „ქაშებზე” გადავიყვანე. მერე გადავედით სხვა რამეზე – ზვიკოც გადავიყვანეთ. ამ საკითხებში აბსოლუტურად არ არის პრეტენზიული. სულ ვამბოდი: ყველა ქალი აკეთებს საჭმელს, მე რატომ ვერ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, იმიტომ რომ მე აქამდე კაცი ვიყავი, კაცივით ვცხოვროდი. მაგრამ ბავშვები რომ გავაჩინე, ქალად გადავიქეცი: საჭმელების კეთებაც დავიწყე, ქვაბებისა და იატაკის ხეხვაც.

– ალბათ, იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც ქალს გვერდით სამი საყვარელი მამაკაცი ჰყავს.

– კი და ძალიან მიხარია, თან ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, გარეგნობითაც ისეთები რომ გამოვიდნენ, როგორზეც ვოცნებოდით, ეს ღმერთმა აგვისრულა. შვილი შვილია, როგორიც იქნებოდა ისეთი მეყვარებოდა, მაგრამ ამაშიც გამიმართლა.

 

 

скачать dle 11.3