კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქალი, ვისაც სოსო ჯაჭვლიანი ჭკუიდან გადაჰყავს

ძალიან სიმპათიურ ქართველ მსახიობ მამაკაცს, სოსო ჯაჭვლიანს, უჩვეულო ცხოვრების წესი, ანუ, სვანური „წიკები” აქვს: თუ ხასიათზეა, სახლიდან გასვლის წინ შეუძლია, პერანგი ასჯერ გამოიცვალოს, ან, პირიქით – მთელი კვირა გაუხდელად ეცვას ერთი და იგივე, მანქანას, წელიწადიც რომ გავიდეს, არ გარეცხავს, რადგან, ურჩევნია, დრო მის შიდა მოვლაზე დახარჯოს, ვიდრე ვიზუალურ მხარეზე, სახლში კი ყველაფერს იმ დონეზე ურევს, რომ, შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს სახლს თვეების განმავლობაში შლიდნენო. ცოლთან და სიდედრთან ურთიერთობასა და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე სოსო ჯაჭვლიანი თავად გიამბობთ.

 

– სოსო, გვითხარით, როგორ ცხოვრობთ, რა გიჭირთ, რა გილხინთ.

– მატერიალურად აქ ვერასოდეს იქნები დაკმაყოფილებული. ყველაფერს გეფიცებით, მაშინ ერთი თეთრიც არ მენახოს, თუ იმაზე მეტი მოვითხოვო, რაც მე მჭირდება გადაადგილებისთვის, ელემენტარულად, რომ ვიკვებო და შვილებს კარგი განათლება მივცე. ბედნიერი ვიქნები მაშინ, როცა საშუალება მომეცემა, ვქმნა და ვაკეთო ის, რაც მინდა; განვახორციელო ის პროექტები, რაც მე მაქვს, გადავიღო ფილმები. თვითონაც მიკვირს, როგორ ვწვდები ყველაფერს, რადგან, არანაირი ბიზნესი არ მაქვს და საერთოდ, ძალიან მიკვირს, საქართველოში როგორ არსებობს ხალხი. ერთი და ორი პატიოსანი კაციც რომ გაუზარდო ქვეყანას, უკვე იმის ღირსი ხარ, რომ მშიერი არ მოკვდე. გოდერძი ჩოხელი ჩემი შვილის, ლუკას ნათლია იყო. გოდერძის სიტყვები გამახსენდა: მთელი ცხოვრება რაში გავლიე, იცი? ყოფით პრობლემებზე ზრუნვაში. ისეთ რაღაცეებში დავიხარჯე, რაშიც არ უნდა დავხარჯულიყავიო. როცა ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას იღებ, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ადვილია... ვინც იტყვის ფულზე, ცუდიაო, ის არ არის გულწრფელი, მაგრამ, ფული როდის არის, იცი, გემრიელი? როცა სწორად მოდის შენთან, როცა მართლა შენ გეკუთვნის... ცუდი მაშინ არის, როცა ემალები. ამას წინათ ერთი ადამიანი შემხვდა და თვალი ამარიდა. იცი, რატომ? ადრე ისეთ ადგილებზე იყო და ისეთ ნატაციებს კითხულობდა, რომ შერცხვა თავისი ქონების. ამერიკაში და ევროპაში, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ადამიანები იმით ტრაბახობენ, რომ ქველმოქმედებისთვის თუნდაც ერთი დოლარი გაიღო, ჩვენთან კი ყველა მალავს ამას, რადგან, ეშინიათ. ეშინიათ იმიტომ, რომ ვინმე არ დააცხრეთ; ეშინიათ იმიტომ, რომ მოპარული აქვთ.

– ტყუილების თქმა გიწევთ ხოლმე?

– ერთხელ ბაბუაჩემმა, ბებიის ძმამ, ტყეში ვიღაც კაცს მიუსწრო – შეშას ჰპარავდა. ვის შეშას იპარავო, – ჰკითხა. ვაიმე, რომ მცოდნოდა, შენი შეშა იყო, ასი წელი არ მოვკიდებდი ხელსო. უყურა, უყურა ბაბუამ და უთხრა: – კარგი, მჯერა შენი, მაგრამ, ის ხომ მაინც იცი, შენი რომ არ არისო? როცა არასწორად იქცევი, ხომ იცი, რომ არასწორ საქციელს სჩადიხარ და მერე იქ აგებ პასუხს – ესაა ჭეშმარიტება. ეგეთი რაღაცეები არ უნდა დაარღვიო. ჩემთვის ურთიერთობებში ყველაზე მეტად ტყუილია მიუღებელი. ყველაფერს ვაპატიებ ქალს, ასევე, ქალმაც ყველაფერი უნდა აპატიოს კაცს, ღალატის გარდა. მთელ საქართველოში ყველა კაცი ტრაბახობს იმით, რამდენი ქალი ჰყოლია; რომ, ჯარში ყოფნისას, სულ ცოტა, გენერლის ცოლთან იყო. მე ერთი სატრაბახო მაქვს – ერთი ქალი მყავს. ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ეს მათი საქმეა, მაგრამ, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც თავისი ცხოვრების წესი აქვს. ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ და, იცი, მერე რა მარტივია,  ცხოვრება? იცი, როგორ ჰარმონიულად წავა მერე ურთიერთობა?

– ოჯახში ადვილი ასატანი ხართ?

– ნახევარი საათითაც რომ გავჩერდე სახლში, რომელ ოთახშიც შევალ, ისეთ მდგომარეობაში ვაგდებ, გეგონებათ, ექვსი თვე შლიდნენ ამ ოთახსო. განა სპეციალურად ვაკეთებ, ეგეთი ტიპი ვარ. რომელ ოთახშიც მე ვარ, სულ ჩხუბია. მაგალითად, რაღაცას ვკითხულობ ან ვწერ, ყველგან გაზეთები, წიგნები, ფურცლებია მოფანტული... იქ თუ რაღაც დალაგდა, აი, მაშინ იწყება წივილ-კივილი. აგარაკზეც სულ არეულ-დარეული მაქვს ყველაფერი. ჩემს ცოლს უკვე რეაქციაც აღარ აქვს ამაზე. იცის, რომ ეგეთი ტიპი ვარ. მერე, ამოჩემება მჭირს: შეიძლება, ორი კვირა ან ერთი თვე იმით ვიარო, რაც მაცვია, ან, პირიქით, დილით, შეიძლება, პერანგი ავიღო, ჩავიცვა, მერე არ მომეწონოს და, სანამ სახლიდან გამოვალ, რვაჯერ გავიხადო და ჩავიცვა. შემიძლია, მანქანა არ გავრცეხო ერთი წელი, იმიტომ კი არა, რომ სუფთა მანქანა არ მიყვარს, ჩვევა მაქვს ასეთი. მე ვუვლი მანქანის გულს, ყველაფერს, რაც შიგნით აქვს, მაგრამ მანქანის გაპრიალებაზე დროს არ დავკარგავ.

ახალშეუღლებულები ვიყავით მე და ირმა, ერთხელ, რაღაცას ვაკეთებდი და ხელი გავკარი შემთხვევით – გაიწიე-მეთქი. ცოტა უხეშად მომივიდა და მაგრად ეწყინა, ორი დღე ტიროდა. ახლა ყველაფერს შეგუებულია ჩემგან. სახლში რომ შევდივარ, უნდა ამოვატრიალო და გადავატრიალო გინებით ყველაფერი. თუ გაჩუმებული ვარ, ირმა და სიდედრი კითხულობენ, რამე ხომ არ მოუვიდაო.

– სიდედრი ახსენეთ. როგორ ეგუებით ერთმანეთს, თუ გიგებთ და მოსწონს თქვენი ცხოვრების წესი? მე ვიცი, რომ ერთად ცხოვრობთ.

– მე ყველაზე კარგი და გაწონასწორებული სიდედრი მყავს. სამივე ბიჭი მან გამიზარდა. მსგავსი ქალი დედამიწის ზურგზე არ მეგულება –, აბსოლუტურად უპრეტენზიოა, ხმას არ იღებს. ის კი არა, როდის ჭამს საჭმელს, არ მინახავს. ერთხელ, ოთხი დღე დავრჩი სახლში და გადავირიე – ტუალეტშიც არ შესულა. ირმას ვუთხარი, ქალო, ტუალეტშიც არ დადის დედაშენი-მეთქი? ჩემი სახლიდან სიდედრს სად გავუშვებ, რას ამბობთ. სამი შვილი გაგვიზარდა! ეგ კი არა, შეიძლება, მეოთხესაც შევუდგეთ. ხომ გვინდა? – გვინდა!

– ქართველი კაცები იმდენ პასუხისმგებლობას არასდროს იღებენ საკუთარ თავზე ოჯახთან მიმართებაში, რამდენიც უნდა აიღონ. თქვენ გსიამოვნებთ, როცა ოჯახზე ზრუნავთ?

– რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ. მაგალითად, მაგრად არ მევასება, მაღაზიაში რომ შედიან და ეუბნებიან, კილო-ნახევარი ხორცი მომეცითო. ვინც მიცნობს, ეგეთი ყიდვა არ ვიცი. ან მაქვს, ან – არა. აბა, თუ არ გაქვს ფული, რაზე მიდიხარ საყიდლად? მე ვყიდულობ თვალის ზომით: რომ მეკითხებიან, რადენი გინდაო, ვპასუხობ: ოჰ, რა ვიცი, ჩაყარე, ჩაყარე... სტოპ! ძალიან მიყვარს სამზარეულო და ხორციან საჭმელებს ვაკეთებ მაგრად. დილას ავდგები, ჩემთვის რაღაცას ვიმზადებ და სხვებსაც ვეკითხები: „შენც გინდა, მოგიმზადო? შენ რას შეჭამ?..“ ხშირად ავდივარ აგარაკზე. ახლა ვაკეთებინებ მაგარ „ფეჩს” გოჭისთვის და მწვადებისთვის, რომლის მსგავსი არავის აქვს.

– ყოველთვის მაინტერესებდა თქვენი შეხედულება ქალებზე. როგორი ქალი ჯდება თქვენს გემოვნებაში?

– მეჩვიდმეტე საუკუნეში ერთი კარის მწერალი იყო, ჟან დელაბრუიერი, ძალიან მიყვარს და მას აქვს წიგნი ქალთა შესახებ, კაცთა შესახებ, სიმდიდრეზე... მეჩვიდმეტე საუკუნეშია დაწერილი, მაგრამ ისე კარგად იკითხება, თითქოს გუშინ დაწერაო, ანუ, დღევანდელობას კარგად ესაბამება. წერს: „ ... ეს კაცი რამხელა გვარის წარმომადგენელია, მიდიხარ, მიდიხარ ახლოს და, ძალიან ახლოს რომ მიხვალ, რწმუნდები, თურმე, რა არარაობაა...“  ესაა, ალბათ, შენი ავტობიოგრაფია. ავტობიოგრაფიას ჩვენ თვითონ ვქმნით ქალთან ურთიერთობაშიც, ოჯახთანაც და ასე შემდეგ. ნოდარ დუმბაძემ თქვა, ადამიანს ერთი ძარღვი აქვს და, ის რომ გაუწყდება, მერე ადვილია ცხოვრებაო. ასეა ქალთან დამოკიდებულებაშიც. ქალისნაირი ქმნილება დედამიწის ზურგზე არ შექმნილა. ჩვენ გვგონია, კაცებს, რომ, ჩვენ „შევაბით”, ჩვენ „დავაბით”... პირიქით, ქალი ირჩევს. ქალს შეუძლია, მთელი ცხოვრება ერთ წუთში დაგინგრიოს, ჩამოგიშალოს; ქალზე დგას ოჯახი, ქვეყანა. ქალი მართავს თავის წილს და კაცი – თავისას. მან უნდა იცოდეს თავისი როლი. კაცი უნდა წავიდეს და, რაც კაცის საქმეა, ის უნდა აკეთოს. ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში. ნახე, სვანეთში როგორაა?! მახვში, ანუ, ოჯახის მთავარსარდალი, საკითხავი კაცია. სვანეთში ქალიც იყო მახვში, როცა ბავშვები მამით დაობლდებოდნენ. კაცი ზოგჯერ ვერ იხედება ისეთ საკითხებში, დეტალებში, რაშიც ქალს შეუძლია გაერკვიოს.

– როგორი ხართ გაბრაზებული და რამ შეიძლება, გამოგიყვანოთ წყობიდან? სვანი კი ხართ, მაგრამ მაინც გეკითხებით.

– თუ გახსოვთ, ადრე, სამი წლის წინ, ვენეციაში ჩატარდა ჩემპიონატი მკლავჭიდში და მძიმე წონაში 42 ქვეყანა გამოდიოდა. ყველაზე მაგარი მარჯვენა ქართველს აღმოაჩნდა. ხომ აზრზე ხარ, რა მაგარი რამეა, გვერდით,  დედამიწის ზურგზე ყველაზე მაგარი კაცი რომ გიდგას და სათქმელად გაქვს – მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარჯვენა – ჩემი კაციაო. რომ ჩამოვედით, იმ დღეს აეროპორტში ტელევიზიებიდან არც ერთი არ დაგვხვდა, მაგრამ, ერთი კვირის თავზე, ნორვეგიაში, ოსლოში, ჩატარდა გეი მსოფლიო ჩემპიონატი, ანუ, ვის აქვს დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი საჯდომი. ვენეციაში გენადი კვიკვინიამ გაიმარჯვა – ყველაზე დიდი მარჯვენა მას აღმოაჩნდა,  ოსლოში კი ვიღაც გვარამიამ გაიმარჯვა. აი, ესაა, რომ მაღიზიანებს, ესაა დამოკიდებულება. ნახე, როგორი პარადოქსების ქვეყანა ვართ?! ეს ხომ სასაცილოა. ამას აშუქებენ და იმას – არა. მერე ამბობენ, სოსომ ასე თქვა, სოსომ ისე თქვაო. რამდენიც იყო „იმნაირი” ორი საუკუნის წინ, იმდენია ახლაც, კი არაფერი მომატებია, უბრალოდ, პოპულარიზაციას უკეთებ. მაშინ, როგორ გავაკეთოთ, იცი? შენ რომ მაწვები, გეი-პარადები ჩავატაროთო, კი ბატონო, ჩაატარე, რაზეა ბაზარი, მაგრამ, მაშინ, ვაჟკაცების პარადიც ჩავატაროთ და, მერე ბავშვები თვითონ აირჩევენ, რა სჯობს, საჯდომი თუ სპორტი და მეცნიერება.

 

 

скачать dle 11.3