კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოცდა გამძლეობაზე

 

 

სიძნელეების გარეშე არ არსებობს ცხოვრება. სიძნელეები აქვს ყველას და თითოეულ ადამიანს – თავისი, საკუთარი, რომელიც მისთვის გლობალურია და მიაჩნია, რომ სხვას ასეთი მძიმე პრობლემა არ აქვს. ანუ, რამდენი ადამიანიც არსებობს, ზუსტად იმდენნაირი თანამდევი სირთულე ჩნდება და ეს ბუნებრივია.

ოჯახი, ცალკე აღებული, ერთი ერთეულია. მისი წევრები –  მეუღლეები ერთად გადალახავენ ხოლმე სიძნელეებს, ან ოჯახის მთლიანობა ირღვევა თუ თითოეული თავის პრობლემაზე ფიქრობს და თავისკენ ექაჩება, ვერც პრობლემები გვარდება და ამას გართულებული ურთიერთობაც ემატება. სიძნელეები, რომლებიც ოჯახს შეიძლება ჰქონდეს, არის გამოცდა გამძლეობაზე. ამ დროს გამოიცდება ხოლმე სიყვარულიც. სწორედ ასეთ დროს გადადის მეუღლეების ურთიერთობა ახალ ეტაპზე. თუ ოჯახში უკვე არის ბზარი, ჩხუბი და უსიამოვნება მხოლოდ აფართოებს მას. ხოლო, თუ ოჯახი მყარია, მაშინ შეიძლება მოხდეს ჩხუბიც, მაგრამ ეს კატასტროფით არ დასრულდება.

როგორ მოვიქცეთ ჩხუბის დროს?! – უპირველესად, ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა. აწარმოეთ დიალოგი. ეს უნარი ოჯახშიც აუცილებელია... ნორმალური დიალოგით მიხვალთ შერიგებამდე. აგრესიის დემონსტრირებითა და საკუთარი სიმართლის მტკიცებით, ვერაფერს მიაღწევთ.

თუ მშვიდი საუბარი არ გამოგივათ, უმჯობესია, ის საერთოდ გადადოთ. როცა მზად იქნებით, სირთულეზე მაშინ ილაპარაკეთ, რათა მისი გადაჭრის რეალური გზა იპოვოთ.

მთავარია, ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე და სხვა ნებისმიერი სირთულე თუ პრობლემა, აუცილებლად მოგვარდება... სიყვარულით...

 

ქამელეონის პრინციპი

არასდროს დაკარგოთ ინდივიდუალობა. ეს თქვენი მთავარი კოზირი იქნება საზოგადოებაში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად. შეეცადეთ, ისე მოერგოთ რეალობას, რომ თქვენი „მე“ და პიროვნება არ დაიკარგოს. ბუნებრივია, უნდა იყოთ გუნდის ნაწილიც. აკეთოთ საერთო საქმე, დაეყრდნოთ ვიღაცის საიმედო, ღონიერ მხარს... მაგრამ ყოველთვის უნდა გრძნობდეთ თქვენს დანიშნულებას. თანაც, ყველგან – როგორც ოჯახში, ისე სამსახურში.

ადამიანებს აუცილებლად გვჭირდება ერთმანეთი. ჯერ ერთი, მარტოობა არც ისე სასიამოვნოა და მეორეც, ჩვენ ერთმანეთს გადავარჩენთ. მარტოსულებს ხომ გაცილებით უჭირთ ყოფით პრობლემებთან გამკლავება. დაცულობის, საიმედოობის განცდაც არ გექნება, თუკი გვერდით გულშემატკივარი და მოსიყვარულე ადამიანი არ გიდგას. ადვილი არ არის, იყო პიროვნება, შეინარჩუნო საკუთარი „მე“ და ამასთან, მოერგო შენ გარშემო მყოფ ადამიანებს. ქამელეონს ეს შეუძლია. თქვენც უნდა მოინდომოთ და გახდეთ ქამელეონი, როცა ეს აუცილებელია. როცა შინაგანი ხმა თვითრეალიზაციისკენ გიბიძგებთ, ხოლო რეალობა გკარნახობთ, მეტად პრაგმატულ-პრაქტიკული იყოთ, უარი კი არ უნდა თქვათ თქვენი ოცნებების განხორციელებაზე, არამედ შეეცადეთ, მიიღოთ ცხოვრებისგან ის, რასაც მართლა იმსახურებთ. იყო შენს თავთან და იმავდროულად, ყველასთან – ეს ნიჭია. მაგრამ ისეთი ნიჭი, რომლის „სწავლაც“ შეიძლება. მეტისმეტად ნუ ჩაეფლობით საკუთარ სამყაროში, ისე რომ, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდეთ. არც ისე მოიქცეთ, რომ მთლიანად გარეშე ფაქტორებზე იყოთ დამოკიდებული. მოკლედ, დაიცავით ზომიერება, „იცვალეთ“ ზოგჯერ ფერი და ყველაფერი კარგად იქნება.

 

ვისი რა საქმეა

დიახ, ვისი რა საქმეა? – საკუთარი ცხოვრების დამგეგმავნიც და განმკარგავნიც თავად ვართ. ანუ, ისე ვიცხოვრებთ, როგორც მოგვესურვება და ვალდებულები არ ვართ, ვინმეს აზრს ანგარიში გავუწიოთ, მაგრამ არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უმრავლესობა, სწორედ რომ, საზოგადოებრივი აზრის კარნახით და მათ დასანახად ცხოვრობს. თუ ცუდს და კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ჩაიდენ, პრინციპში, რატომ უნდა იყოს თქვენი საქციელი ვინმეს განსასჯელი, მაგრამ, აბა, სცადე და გაექეცი სტერეოტიპებს?! აბა, გაბედე და დაანგრიე დაუწერელი კანონები?! მაშინვე ადეკვატური რეაქცია არ დააყოვნებს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხშირად სხვისი აზრის გავლენით, თითქმის შეუმჩნევლად და მექანიკურად, გვიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენი შეხედულება ცხოვრებაზე სწორია.

შეიძლება, მთელი ცხოვრება გაატარო სხვისი „კანონების“ მორჩილებაში. აკეთო ის, რასაც შენგან ითხოვს საზოგადოება, ამით მათ თავს ნამდვილად მოაწონებ, მაგრამ თავად იქნები ბედნიერი? საეჭვოა. ამიტომ გამოსავალი ერთია – ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება სხვის აზრს და ხშირად გაიმეორეთ: – ვისი რა საქმეა?!

 

შეაჩვიეთ სახლს

მამაკაცი საკმაოდ ეფექტურად ექვემდებარება აღზრდა-გაწვრთნას, მაგრამ კარგი აღმზრდელის ხელში. თუ თქვენ არ იცით, ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ, მამრობითი სქესის „აღსაზრდელის“ გასაწვრთნელად, არაფერი გამოგივათ. უფრო მეტიც, ურთიერთობას კრახით დაასრულებთ. ან ერთმანეთს ორი  ნევრასტენიკი შერჩებით. არადა, მიუხედავად პოლიგამიური ბუნებისა, მამაკაცებს ძალიან უყვართ თავისი „ბუნაგი“... გამოქვაბული, ანუ სახლი. მამაკაცი ადვილად ეჩვევა კომფორტს, კარგ საყოფაცხოვრებო პირობებს, სითბოს და სიმყუდროვეს... მთავარია, დიასახლისი ჰგავდეს ოჯახური კერიის დამცველ ფერიას. ახლა ჯერი თქვენზეა. უნდა იქცეთ ფერიად. მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რას აკეთებს სახლში ქალი, არამედ იმასაც, როგორ აკეთებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი საოჯახო საქმეებს უნდა შეაჩვიოთ. ცუდი არ იქნება, თუ სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებთ. ეს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და სიყვარულით უნდა გააკეთოთ. მამაკაცს უყვარს, როცა თავს „საკუთარ ნაჭუჭში“ გრძნობს. შენიშვნებს არავინ აძლევს, არც მითითებებს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მოესურვილება. თუ შეამჩნევს, რომ მის გამოსწორებაზე ფიქრობთ, ნამდვილად არ გაუხარდება.

ახლა მათემატიკა, რომელიც ცოტათი გაგახალისებთ:

უთოობისას 120 კალორიას ვწვავთ. ჭურჭლის რეცხვისას – 200 იწვება, თანაც ყოველ ჯერზე. ანუ, დღეში 600 კალორია მაინც. მტვრის გადაწმენდას 240 კალორია მიაქვს. სახლის დალაგება 300 კალორია „ღირს“. ასე რომ, მოუარეთ ოჯახს, იყავით ფორმაში და თქვენი „ჯადოსნურობით“ მეუღლე ისე შეიჩვიეთ, რომ მისთვის სახლი ერთადერთ თავშესაფრად იქცეს.

 

скачать dle 11.3