კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა:  ვარ 43 წლის. რომელი მონაცემებია უფრო ზუსტი – მამოგრაფიის თუ ექოსკოპიის?

პასუხი: რაც უფრო გამოხატულია რეგრესიული პროცესები სარძევე ჯირკვლებში (ინვოლუცია), მით უფრო ინფორმაციულია მამოგრაფია. მეორე მხრივ, ექოსკოპიას უპირატესობა აქვს კისტების, გადიდებული ლიმფური ჯირკვლების დიაგნოსტიკაში.

კითხვა:  რა სიხშირით შეიძლება მამოგრაფიის გაკეთება?

პასუხი: მამოგრაფიას 40 წელს გადაცილებული ქალები იკეთებენ წელიწადში ერთხელ. 40 წლამდე ქალებისთვის, ორსულებისთვის, მეძუძურებისთვის,  სარძევე ჯირკვლების  გამოკვლევის ძირითად მეთოდად მიღებულია ექოსკოპია, რადგან ის უსაფრთხოა დასხივების თვალსაზრისით.

კითხვა:  გაურკვეველი მიზეზით მტკივა ცხვირი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლორწოვან  გარსზე წყლულები გამიჩნდა. ვმუშაობ ძალიან მშრალ და მტვრიან პირობებში. რას მირჩევთ?  

პასუხი: როგორც ჩანს, მიზეზი სწორედ თქვენს სამუშაო ადგილშია. პირველ ყოვლისა, გირჩევთ, მუშაობისას ისარგებლოთ ნიღბით ან რესპირატორით, რომელსაც ხშირად გამოცვლით ან გარეცხავთ. ცხვირში შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარის (იყიდება აფთიაქებში) ან სპეციალური ხსნარების (აკვამარისი, სალინი) ჩაწვეთება.

კითხვა:  ექოსკოპიის შედეგად დამიდგინდა: ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დიფუზური ცვლილებები, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი, გათიშულია ნაღვლის ბუშტი. საჭიროა თუ არა ოპერაცია?

პასუხი: ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა ქირურგიული ჩარევის ჩვენებას წარმოადგენს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ, თუ ნაღვლის ბუშტი გათიშულია, შეტევები არ გექნებათ, მაგრამ, აუცილებლად დაზარალდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოები, პირველ ყოვლისა კი – კუჭქვეშა ჯირკვალი. შეიძლება, მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტი განვითარდეს. ამიტომ აუცილებელია გეგმური ოპერაციის გაკეთება.

კითხვა:  მაქვს წვრილი ნაწლავების ანთება. ამიკრძალეს იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს. რა პროდუქტებია ეს?

პასუხი: გაზების წარმოქმნას (მეტეორიზმს) იწვევს შემდეგი პროდუქტები: შავი პური, რძე, ლობიო, ბარდა, ისპანახი, კომბოსტო, ვაშლის ტკბილი ჯიშები, ყურძენი, ჟოლო და სხვა კენკროვანები, ქიშმიში, ლუდი, ახალი ღვინო, შაქარი.

კითხვა:  რას ნიშნავს სარძევე ჯირკვლების ცხიმოვანი ტრანსფორმაცია?

პასუხი: სარძევე ჯირკვლები – ჰორმონდამოკიდებული ჯირკვლოვანი ორგანოა. ასაკის მატებასთან ერთად, რეპროდუქციული პერიოდის ბოლოს, ჯირკვლოვან ქსოვილს ცხიმოვანი ანაცვლებს, ანუ, ცხიმოვანი ტრანსფორმაცია ხდება.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3