კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის შეუფასებელი „ბარსელონის” ლიდერი ლიონელ მესი და რამდენი სასიყვარულო რომანია დაკავშირებული მის სახელთან

 

„ბარსელონის” არგენტინელი ფორვარდი, ლიონელ მესი, ბოლო დროის ყველაზე ტირაჟირებული ფეხბურთელია, რომლის გვარი პრესიდან, ინტერნეტიდან  და ტელევიზიებიდან ყოველდღიურად გაისმის. იგი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის უდიდეს ფეხბურთელად, რომელსაც მარტოს ძალუძს კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა. მესის პერსონის მიმართ გამოწვეული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გთავაზობთ მის შესახებ გავრცელებული ყველაზე საინტერესო ფაქტების ტოპ-ოცეულს.

* ლიონელ მესი 1987 წლის 24 ივნისს დაიბადა არგენტინის ქალაქ როსარიოში. იქვე, ოღონდ, 1928 წლის 14 ივნისს, დაიბადა ცნობილი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა.

* ლიონელ მესის წინაპრები იტალიელები იყვნენ. 1883 წელს იტალიის ქალაქ ანკონადან ანჯელო მესი არგენტინაში წავიდა ემიგრაციაში.

* ლეოს მამა, ხორხე, ჩვეულებრივი მუშა იყო, ხოლო დედა, სელია – დამლაგებელი. ლიონელის გარდა ოჯახში კიდევ სამი ბავშვი იზრდებოდა.

* ხორხე მესი ქარხანაში მუშაობას უთავსებდა სამწვრთნელო საქმიანობას  ფეხბურთის სამოყვარულო გუნდ „გრანდოლაში”, რომლის შემადგენლობაში 5 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში ლიონელ მესიმ. როდესაც ლეოს 8 წელი შეუსრულდა, მამამისს თვითონ, დაჰყავდა ის ყოველდღე „ნიუელ ოლდ ბოიზის” აკადემიაში ავტომობილით. ცნობისთვის, ეს აკადემია მესის სახლიდან 60 კილომეტრით იყო დაშორებული.

* აკადემიაში სწავლის დროს ლიონელს კატეგორიულად ეკრძალებოდა საფეხბურთო გაკვეთილების გაცდენა, სასკოლო საგნებზე არდასწრება კი მისაღები იყო. „არ არსებობდა იმის საჭიროება, რომ სკოლა გამეცდინა. თუ არ ვგეგმავდი სკოლაში წასვლას, დედას ვეუბნებოდი, რომ გამოძინება მჭირდება, რათა უკეთ მოვემზადო ვარჯიშებისთვის. ის მუდამ მეთანხმებოდა”, – იხსენებდა ლიონელ მესი.

* ლიონელის სიმაღლე ამჟამად 169 სმ-ია, თუმცა, ბავშვობაში ის იმდენად მინიატურული იყო, რომ, სიმაღლის ჰორმონის დეფიციტის გამო, მას სხვადასხვა მედიკამენტი დაუნიშნეს. ზოგიერთის აზრით, რომ არა ჰორმონული პრეპარატების მიღება, მესის სიმაღლე 140 სანტიმეტრი იქნებოდა.

* საინტერესოა, რომ 11 წლის ასაკში, ნიჭიერ ლიონელს თვალი დაადგა არგენტინული ფეხბურთის გრანდმა „რივერ პლეიტმა”, თუმცა კლუბი არ აღმოჩნდა ფინანსურად მზად, რომ დაეფინანსებინა ყმაწვილი მესის მკურნალობის ხარჯები, თვეში 900 დოლარი.

* „ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, კარლოს რექსაჩმა, პერსპექტიულ არგენტინელ ფეხბურთელზე ამბის გაგების შემდეგ, მესი სინჯებზე მიიწვია და მაშინვე კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. კლუბი პასუხისმგებლობას იღებდა, რომ მკურნალობის ხარჯებს თავიდან ბოლომდე დაფარავდა. კონტრაქტის თანახმად, მესის მხოლოდ ერთი პირობა უნდა დეკმაყოფილებინა – ოჯახთან ერთად ესპანეთში გადასულიყო საცხოვრებლად.

*  ლიონელ მესის დებიუტი ესპანეთის „პრიმერადივიზიონში” 2004 წლის 16 ოქტომბერს შედგა, „ესპანიოლთან” მატჩში, იმ დროს ფეხბურთელი 17 წლის და 114 დღის იყო – კლუბის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი. 

* მესის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, 2004 წლის 7 დეკემბერს, დონეცკში შედგა. იმ დღეს „ბარსელონამ” „შახტართან” 0:2 წააგო. 

* ამ მოვლენიდან ხუთი თვის თავზე, 2005 წლის 1 მაისს, მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც გოლის გატანა ესპანეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ ლიგაში მოახერხა – მესიმ „ალბასეტეს” გაუტანა გოლი და იმ დროს იგი 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო. მოგვიანებით ეს რეკორდი „ბარსელონას” კიდევ ერთმა ნიჭიერმა ყმაწვილმა ფეხბურთელმა, ბოიან კრკიჩმა მოხსნა. ცნობისთვის, გოლის გატანა კრკიჩმა მესის პასით მოახერხა.

* არგენტინის ნაციონალურ ნაკრებში ლიონელ მესის დებიუტი არცთუ კარგი გამოვიდა – ფეხბურთელი მინდორზე შესვლიდან 2 წუთში გააძევეს. ეს ფაქტი 2005 წლის 17 აგვისტოს, უნგრეთის ნაკრებთან მატჩში მოხდა. შემდგომი მატჩის წინ, რომელიც არგენტინის ნაკრებს პარაგვაისთან უწევდა, მესიმ ჟურნალისტებთან გაიხუმრა: „ეს იქნება რე-დებიუტი. პირველი ძალიან მოკლე გამოდგა”.

* 2006 წლის „მუნდიალზე”, გერმანიაში, ლიონელ მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე მონაწილეობა მიუღია მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე. სერბეთ-ჩერნოგორიის ნაკრებთან მატჩში, მესი შეცვლაზე გამოვიდა და მატჩის ბოლო გოლის გატანა მოახერხა. არგენტინამ 6:0 გაიმარჯვა და იმ დღეს ლიონელი 18 წლის 357 დღის იყო.

* 2008-2009 წლების სეზონის დაწყების წინ ლიონელ მესიმ „ბარსელონიდან” წასული რონალდინიოს 10-ნომრიანი მაისური აიღო. 

* ლიონელ მესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 300 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, ეს თანხა პირობითად არის მოცემული, რადგან, მესი პრაქტიკულად, შეუფასებელია, ისევე როგორც ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა”. მესის კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს კატალონიურ გრანდთან და მისი ხელფასი წელიწადში 9,5 მილიონი ევროა.

* მესის მეტსახელია – „ლა პულგა ატომიკა” („ატომური რწყილი”). გარდა ამისა, მას „მარადონიტას”, ხოლო ესპანური პრესა – „მესიდონას” უწოდებს.

* ესპანელი ჟურნალისტების ვერსიით, ლიონელ მესის ცხოვრებაში სამჯერ უყვარდა. მაკარენა ლემოსი ლიონელს მამამ გააცნო, იმ დროს გოგონა 14 წლის იყო და მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა. „ფლეიბოის” ვარსკვლავს ლუსიანა სალასარს მესი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხვდებოდა. ცნობისთვის, ლუსიანა მესიზე 7 წლით უფროსი იყო. თავისი მესამე სიყვარული მესიმ მშობლიურ ქალაქ როსარიოში იპოვა – ანტონელო როკუცო დიეტოლოგიას სწავლობდა და მესის ხვდებოდა. საინტერესოა, რომ წარსულში ანტონელოს ძმა ლიონელთან ერთად ქალაქის იუნიორთა გუნდში თამაშობდა ფეხბურთს.

* 2010 წელს კატალონიელებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლიონელ მესის საჩუქარი უძღვნეს – მათ მესის სიმაღლის, 115-კილოგრამიანი „ქანდაკება“ გამოაცხვეს, რომელიც მესიზე 50 კილოგრამით მეტს იწონიდა.

* ერთხელ მესიმ ჟურნალისტებს მოახსენა, თუ რის გამო იყურება ცაში, როდესაც გოლი გააქვს: „ჩემს გოლებს ბებიას ვუძღვნი. სწორედ მან ურჩია მამაჩემს, ფეხბურთის სექციაზე შევეყვანე. თუმცა, ახლა ის ვერ ხედავს, თუ როგორი ტრანსფორმაცია განვიცადე და, მგონია, რომ იმ სამყაროდან ხედავს, რა წარმატებასაც მივაღწიე”.

* 2012 წლის 29 თებერვალს ლიონელ მესიმ პირველი ჰეთ-ტრიკი მიითვალა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. სამი გოლი მან შვეიცარიის ნაკრებს გაუტანა ამხანაგურ მატჩში. 2012 წელსვე ლიონელ მესიმ რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე – 7 მარტს მან ხუთი გოლი გაიტანა ლევერკუზენის „ბაიერნის” კარში, რაც აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია პლეიოფის ეტაპზე. ამასთან, ლიონელ მესი „ბარსელონის” რეკორდსმენია ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით. სტატიის მომზადების მომენტისთვის მას 240 გატანილი გოლი დაუგროვდა, გარდა ამისა, ჯერაც დაუსრულებელი სეზონის განმავლობაში, ლიონელ მესიმ ესპანური ფეხბურთის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა, – არც ერთ ფეხბურთელს, მანამდე ყველა ტურნირში, ერთ სეზონში,  60 გოლი არ გაუტანია.

 

скачать dle 11.3