კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რამდენად მართებულია, რომ ქრისტიანი ადამიანი მხოლოდ აღდგომის დღეს კი არა, მას შემდეგაც წარმოთქვამდეს მისალმებას: „ქრისტე აღსდგა!”

პასუხი: მართლმორწმუნე ქრისტიანი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში შეხვედრისას „გამარჯობის” ნაცვლად წარმოთქვამს სიტყვებს: „ქრისტე აღსდგა!”, რითაც ქრისტეს აღდგომას ახარებს სხვა მორწმუნე ადამიანს, რომლისგანაც პასუხად იღებს: „ჭეშმარიტად აღსდგა!”

კითხვა: როგორ განმარტავს თვით მართლმადიდებლური სარწმუნოება სექტას?

პასუხი: სექტა – ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რომელიმე ცრუსწავლების საფუძველზე გამოეყო დედაეკლესიას და ცალკე დააარსა რელიგიური საზოგადოება. ამ საზოგადოებას თვით მისი წევრები ეკლესიად მოიხსენიებენ, მაგრამ, ყოველგვარი წესისა და კანონის დარღვევით, რადგან ის დაარსებულია ცრუსწავლების საფუძველზე და არ წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას.

კითხვა: რა არის საჭირო, რომ ღვთისმსახურმა კვეთის დროს, წირვაზე, ჩვენი გარდაცვლილი ახლობელი მოიხსენიოს?

პასუხი: წირვაზე, კვეთის დროს, საკურთხეველში შეწირული სეფისკვერებიდან ტარიგისა და წმიდანთა სახელზე წმიდა ნაწილების ამოკვეთა ხდება. წმიდა ნაწილები ტარიგთან ერთად ფეშხუმზე დაბრძანდება. კვეთის დროს თქვენი ახლობლების მოხსენიებისთვის წირვა-ლოცვაში მონაწილეობაა საჭირო. უნდა მიბრძანდეთ ეკლესიაში წინა საღამოს, როცა აღევლინება ლოცვა. იმ დილით კი, როდესაც წირვა იწყება, უნდა შეიძინოთ სეფისკვერი ცოცხალთა და გარდაცვალებულთა სახელზე, ვისი მოხსენიებაც გსურთ და შეგზავნოთ საკურთხეველში. თუ რამე მიზეზით ტაძარში წასვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, სეფისკვერი საკურთხეველში ახლობელსაც შეაგზავნინოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ნათლობისას ნათლიად ავირჩიოთ უშუალოდ მოძღვარი?

პასუხი: ამგვარი რამ შესაძლებელია. შეგიძლიათ, ნათლიად კონკრეტულად რომელიმე მოძღვარი აირჩიოთ.

 

скачать dle 11.3