კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განიცადა საშინლად ქრისტინე იმედაძემ და რამ დაატყვევა გიორგი ბარბაქაძე

თეთრ კაბაში გამოწყობილი, თეთრპერანგიანი რომეოს გვერდით ნამდვილი ჯულიეტა იყო. ქრისტინე იმედაძე, მეწყვილესთან, გიორგი ბარბაქაძესთან ერთად გასულ კვირას შოუს ფავორიტი გახდა, თუმცა ნერვიულობამ საერთოდ არ იკლო. ინტერვიუ ოთხშაბათს ჩავწერეთ, როცა ტემპერამენტიანი „ფლამენკოს” შესასრულებლად ემზადებოდნენ. 

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია

ქრისტინე იმედაძე

– მოდი, მოგვიყევი, როგორ მოხვდი „ცეკვა-თამაშში”, რას აკეთებდი მანამდე, როდის დაიწყე ცეკვა? მოკლედ, ყველაფერი გვიამბე.

– ვარ გიორგი ბარბაქაძე…

– გამარჯობა. წონა?

– წონა – 72 კილოგრამი, სიმაღლე – 184 სანტიმეტრი (იცინიან). კარგი, ცეკვაზე ვილაპარაკოთ. ცეკვა საკმაოდ გვიან – 16 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე ვიყავი მძლეოსანი, მოჭიდავე, სპორტსმენი. 

– და მეც სულ მეჭიდავები (იცინიან).

– სრულიად შემთხვევით მოვხვდი ცეკვაზე. 

–  სხვათა შორის, არ მიკვირს ასეთი რადიკალური ცვლილება, რადგან ბალეტზე ხშირად დადიან კარატისტები.

– ცეკვაზე სიარული არც მომივიდოდა აზრად, რომ არა ერთი შემთხვევა – ჩემმა მეგობარმა გოგონამ მიმიყვანა მოყვარულთა წრეზე, თემურ მეტრეველთან, სადაც თანამედროვე ცეკვებს სწავლობდნენ. მას სჭირდებოდა მეწყვილე, მე კი მქონდა თავისუფალი დრო და მივედი. დავიწყე ცეკვა, რასაც ქორეოგრაფის მხრიდან შექება მოჰყვა. მითხრეს, რომ კარგი მონაცემები მქონდა და, თუ გამიჩნდებოდა სურვილი შემეძლო, წავსულიყავი გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ნახაზში ბიჭები სჭირდებოდათ. 

– რაღაც ზღაპრულ ისტორიას ჰგავს ეს ამბავი.

– მართლა ზღაპარს ჰგავდა, რაღაც არარეალური იყო თითქოს ყველაფერი. იმ დროს ცეკვა ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ, ძალიან მინდოდა ჩემს დასთან ჩასვლა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა. გადასარევი მომენტი მომეცა, რადგან, როგორც იცით, ქართველებს ევროპაში ვიზასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები გვქონდა, მით უმეტეს – იმ დროს. მთელი მონდომებით შევუდექი საქმეს, ნახაზშიც ჩამაყენეს და წავედი მსოფლიო ჩემპიონატზე. დაც, რა თქმა უნდა, ვნახე. მაგრამ, იქ ისეთი შოუ დამხვდა, ისეთი ინტერესით ვუყურე ყველაფერს, რომ სულ სხვა თვალით შევხედე ამ სამყაროს და საშინლად გამიტაცა. შევეცადე, ცეკვის ცოდნა უფრო გამეღრმავებინა და თემურ მეტრეველთან მუშაობა სამი წელი გავაგრძელე. 

– რომელ ცეკვებს მოიცავს თანამედროვე ცეკვები?

– სალსა, ჰიპ-ჰოპი, მოდერნი, დისკო, რეგე და სხვა. სამწლიანი სწავლების შემდეგ წავედი თურქეთში, სადაც ბიჭები ძირითადად ანიმატორებად მუშაობენ. იქ ერთი პიროვნება დაინტერესდა ჩემით და შემომთავაზა უკრაინაში, შოუ-ბალეტში მონაწილეობა. ჩავედი უკრაინაში, მოვხვდი შოუ-ბალეტ „ვატანში”, იქიდან კი უკვე წავედი ავსტრიაში, იტალიაში, სადაც ცეკვის სემინარები გავიარე. ასე გაგრძელდა ჩემი კარიერა. ჯერჯერობით ოკეანეს არ გავცილებივარ.

– მოდი, ახლა მოყევი, როგორ გიპოვეს ამ შოუს პროდიუსერებმა.

– შენი დამხარებით (იცინიან). თუ მკითხველისთვის ცნობილი არ არის, ვიტყვი, რომ ახალ წელს ქრისტინესთან ერთად ვიყავი სცენაზე – ვიცეკვე. პროექტის დაწყების წინ ქრისტინემ შემომთავაზა, ქასთინგში მიმეღო მონაწილეობა. ასევე, ვცეკვავდი თეა გობეჯიშვილთან “ვერნისაჟში” და შოუ-ბალეტ “ელენ ბიში”. ყველამ დამირეკა და მითხრა, თუ გაინტერესებს, ამ შოუში სცადე ბედიო. იმ პერიოდში თბილისში ვიყავი და დღეს აქ ვარ.

– უცხოეთიდან შემოთავაზება ხშირად გაქვს?

– საკმაოდ. აგენტი არ მყავს, მაგრამ თუ ვინმეს დავჭირდი, იოლად მპოულობს. როდესაც გაქვს შენი სივი და რეზიუმე, იციან, რა გაგიკეთებია და ინტერნეტშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ინფორმაცია მოიპოვება, არ არის რთული პოვნა. მერე უკვე მეილზე გიგზავნიან კონტრაქტს და, თუ პირობებს, ხელფასს ეთანხმები, ხელს მოაწერ და წახვალ.

– არ არის საშიში მეილზე მოსულ კონტრაქტზე ხელის მოწერა?

– არა, დაცული ხარ. კონტრაქტი ჩამოგდის და ყველა პირობას იხილავ. ჯერჯერობით საეჭვო და საშიში არც ერთი არ ყოფილა. 

– ეს პროექტი რომ დამთავრდება რას აპირებ? გააჩნია, როდის და როგორ დამთავრდება ხომ?

– ჩემთვის და შენთვის დადებითად რომ დამთავრდება, ამის მჯერა. ზოგადად კი, ამ პროექტით არ იწყება და არ მთავრდება ცხოვრება...

– რამე კონკრეტული გეგმა ხომ არ გესახება-მეთქი, თორემ, ცხოვრება რომ გაგრძელდება ეს ვიცი.

– ზაფხულში ფრანგი ქორეოგრაფები ჩამოდიან და პრეზიდენტის შეკვეთით იდგმება გრანდიოზული მიუზიკლი. ორ დღეში მივდივარ ქასთინგზე და, თუ დამამტკიცეს, გადაღებები ზაფხულში დაიწყება. 

– ჩემი ატანა იოლია?

– ჩემთვის – კი. მე არ მიძნელდება, მართლა. მიმუშავია ქრისტინესთან ერთად (მე მომმართავს, – ავტორი) და უკვე გასაგები იყო ჩემთვის მისი ხასიათები. მირჩევნია, გავჩუმდე და საუბარი ვაცადო ხოლმე. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია

გიორგი ბარბაქაძე

– შენ თუ ხარ ჩემით კმაყოფილი?

– საოცრად. შენ შენი საქმის პროფესიონალი ხარ და, ამაში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი ერთად ხომ არ ვიცეკვებდით?! უბრალოდ, სხვას ვის უნდა ველაპარაკო და ვეკამათო ცეკვასთან დაკავშირებით?! (იცინიან) გარდა ამისა, საშინლად გადაღლილი ვარ. ამ პროექტის გარდა, ხომ ვმუშაობ, მილიონი რაღაც მაქვს საკეთებელი და, თან, წესით ხომ უნდა ვცხოვრობდე კიდეც, არადა, სხვას ვერაფერს ვახერხებ. დავიღალე იმის შეგრძნებისგან, რომ სულ სადღაც მაგვიანდება, მეჩქარება, ვერ ვასწრებ. საშინლად მიშლის ნერვებს საცობები. საერთოდ, ვატყობ, რომ გადაღლილობის გამო სულ პატარა რაღაცაზეც კი ვღიზიანდები, განსაკუთრებით – რეპეტიციებზე და ამის გამო ხშირად ვკამათობთ...

– ერთადერთი ადამიანი ვარ ხოლმე დარბაზში, ვისზეც შეუძლია, დაიცალოს. 

– აბა, რა ვქნა, ბატონ თენგიზთან ხომ არ წავალ და დავჯდები ცეკვაზე სასაუბროდ?! (იცინიან). შენ ყოველთვის იმაზე მეტი გინდა, ვიდრე ეს ჩემს ძალებშია. აბა, კიდევ გავიაროთო, რომ ამბობ, მე უკვე სახლში მინდა წასვლა.  დილიდან იმ დავალებით კი არ ვიღვიძებ, რომ წავიდე გიორგის ვეჩხუბო, მაგრამ, რომ დავამთავრებ რეპეტიციას და, მგონია, რომ უკვე მორჩა ყველაფერი, უცებ ახალი იდეა გაგიჩნდება და თავიდან იწყებ. იყო რამდენჯერმე ისეთი შემთხვევა, რომ შენ მოგიწია საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობების აღება. ქორეოგრაფები არ იყვნენ ქალაქში, არადა, ცეკვა გვიგვიანდებოდა და გიორგიმ მშვენივრად აიღო სადავეები ხელში, თავისი ქორეოგრაფიული ნიჭი გამოავლინა (მე მომმართავს, – ავტორი).

– ხომ არ ნანობ ამდენი დროის, ენერგიის ხარჯვას და პროექტში მონაწილეობას?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ისე ცუდად ვარ ხოლმე ხანდახან, ისეთი დაცლილი, რომ, მიფიქრია, რა მინდოდა, რის გამო ავიკიდე ეს პასუხისმგებლობა-მეთქი. ჩვენ ბოლომდე ვიხარჯებით. „წასაჩკავება” შეუძლია იმას, ვისაც მარტივი ცეკვა აქვს. ისე ხდება, რომ ჩვენ ყოველთვის ქრონომეტრაჟით ყველაზე გრძელი და ყველაზე რთული ცეკვები გვხვდება. თან, ცეკვის მიმართ რაღაც სხვა დამოკიდებულება მაქვს.

– შენგან თითქოს მეტსაც ითხოვენ.

– რატომღაც, ასეა. გაურკვეველია, რატომ მაცხადებენ ხან ყოფილ ბალერინად, ხან „სუხიშვილების” მოცეკვავედ, სინამდვილეში კი არც ერთი არ ვარ. იგივე დამოკიდებულება აქვთ ქორეოგრაფებსაც. შესაბამისად, მეც უდიდესი პასუხისმგებლობით ვარ და არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რეპეტიციაზე მოვსულიყავი და უქმად დავმჯდარიყავი. მაქსიმუმ, ერთი ჭიქა ყავა დავლიო. ერთი სიტყვით, არის ხოლმე მომენტები, როდესაც ვნანობ ამ ყველაფერს, მაგრამ, მერე, ოთხშაბათს მინაზღაურდება მთელი კვირის შრომა: სცენაზე გასვლა, შეფასებები, იქიდან გამოსვლა, სახლში დაბრუნება, „ფეისბუქზე” მოსული წერილები იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ ბოლომდე ბედნიერი ვარ.

– თან, სრულიად საქართველო გიყურებს...

– დიახ, ისინიც კი, ვინც ზოგადად ტელევიზორს პროტესტს უცხადებენ და არ უყურებენ, საქმის კურსში არიან, რა ხდება ამ შოუში. სახლიდან გამოსული, სანამ მანქანაში ჩავჯდები, მეზობელი, მწვანილის გამყიდველი, ტაქსის მძღოლი – სულ ორმოცდაათ მეტრში სახლიდან მანქანამდე – ასი ადამიანი მაინც მაჩერებს, მელაპარაკება ამ გადაცემაზე, მაქებენ, მადიდებენ და ვარ უბედნიერესი. ნებისმიერ ტურში, ხვალ იქნება თუ ზეგ, რომ გავვარდე, მაინც კმაყოფილი ვიქნები ამ პროექტის.

– მომწონს, რომ ყველანაირ სირთულეს ართმევ თავს, მობილიზებული ხარ. მაგრამ, თუ ხასიათი გაგიფუჭდა, მორჩა, შეგიძლია, სულ დაანებო თავი ყველაფერს.

– მე მეუბნები მაგას?! არასდროს არ დამიტოვებია რეპეტიცია, შენ კი იმ დღეს რა ქენი?! გამორთე მუსიკა – მოვრჩით, ქრისტინეო და – წავედით (იცინიან). 

– სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავეები მიჩვეულები არიან ტურნირებს, შეჯიბრებებს, ქულებს. შენთვის რთულია ბოლოს კიბეზე დგომა, როდესაც აუტსაიდერებს ასახელებენ, ან, იმის წარმოდგენა, რომ, შეიძლება, იქ მოგიწიოს დადგომა და იმ ოთხი წუთის ათვლა?

– ბავშვობაში ვიყავი „იურმალის” კონკურსზე, სადაც ძალიან მოუმზადებელი წავედი და, თან, ავად ვიყავი. საშინლად არ მინდოდა წასვლა, რადგან, წინასწარ ვიცოდი, რა შედეგიც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ, მაინც წამიყვანეს. საერთოდ ვერ ვიტან კონკურსებს, არ მომწონს ის მდგომარეობა, როდესაც მაფასებენ. ჯერჯერობით აუტსაიდერებში არ ვყოფილვარ, მაგრამ, ვიცი, რომ საშინელება ყოფილა. ამ ხუთი ტურის განმავლობაში დამოკიდებულება შევიცვალე. ძალიან ცუდი იყო ყველაფერი, რაც იურმალაში მოხდა, წარუმატებლად დასრულდა ჩემი იქაური მოღვაწეობა და მას შემდეგ ვთქვი, ცხოვრებაში კონკურსზე არ გავალ-მეთქი. მაგრამ, ამის შემდეგ გავედი „ევროვიზიაზე”. აქაურ შესარჩევ ტურზე ვთქვი, მორჩა-მეთქი, მაგრამ, ერთი წლის მერე ისევ გავედი. თუმცა, არ ვიყავი მარტო და ჩემი პასუხისმგებლობა ნაწილდებოდა. ახლაც, მარტო რომ მიწევდეს ცეკვა, შეიძლება, არ გამერისკა, მაგრამ, შენზეც ნაწილდება პასუხისმგებლობა და, თან, ჩემი ბევრი მეგობარია ამ შოუში. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ყოველთვის მომწონდა ეს შოუ, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მონაწილეობას დავთანხმდი, ჩემი მეგობრები არიან. ვგიჟდები ჩემი შოუ-ბიზნესის მეგობრებთან ერთად ტურნეებზე, გასვლით კონცერტებზე და, ზოგადად, მათთან ერთად დროის გატარებაზე. მიხაროდა, რომ მე და ჩემი მეგობრები ერთად გავათენებდით ღამეებს, გვექნებოდა რეპეტიციები, გავერთობოდით…

– მაგრამ, არ აღმოჩნდა მთლად ასეთი მხიარული ხომ?

– არა, არ არის ცუდი. მართალია, პირველი შემადგენლობა შეიცვალა და ახლა სხვები მონაწილეობენ, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, ესენიც ჩემი მეგობრები არიან. უბრალოდ, ისე აღმოჩნდა, რომ გართობაზე მეტად მუშაობა მოგვიწია. მომწონს, ოთხშაბათს გენერალური რეპეტიცია რომ გვაქვს, ადრე მივდივართ, ვირგებთ კოსტიუმებს, ვიკეთებთ მაკიაჟს და ვემზადებით ლაივისთვის. 

– ახლა ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება – თუ შემდეგ ტურებში გადავედით, უკვე ორ-ორი ცეკვა მოგვიწევს. 

– სასწაული გველოდება, მაგრამ, რას ვიზამთ, ეს არის ჩვენი პროფესია. იგივე იყო „სტეფანეს და სამი გოგოს” ტურნეზე, სადაც საათში ერთხელ იცვლებოდა ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, დარბაზი. ჩვეულებრივი გიჟი ვიყავი, მაგრამ, ახლა ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. 

– მე მჯერა შენი და მჯერა იმისაც, რომ მოვიგებთ. ყველა ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ, რატომღაც, ჩვენს წყვილში უფრო მეტ შესაძლებლობებსა და პოტენციალს, ზრდას ვხედავ. 

– შანსი გვაქვს, მაგრამ, ამაზე ორიენტირებული არ ვარ. ძალიან მსიამოვნებს ის, რაც ხდება ქალაქში ჩვენ გარშემო. ამდენი სითბო ნამდვილად არასდროს მიგრძნია და, ამ ფონზე, მოვიგებთ თუ არა ამას იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდება.

 

 

скачать dle 11.3