კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში მოციმციმე არითმია და გულისცემის გახშირება


ადამიანის გული შედგება წინაგულებისა და პარკუჭებისგან. წინაგულებში არსებობს სინუსის კვანძები, რომლებშიც გამომუშავდება იმპულსები.

გულის არითმიების განვითარების საფუძველი შეიძლება იყოს იმპულსის წარმოქმნის მოშლა და იმპულსის გატარების დარღვევა. მოციმციმე არითმიის დროს დარღვეულია სწორედ იმპულსის წარმოქმნა. ამ დროს წინაგულები კარგავენ სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებენ ქაოსურ ციმციმს.

წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, თირე-ტოქსიკოზი, გულის მანკი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება.

ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება, ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ხოლო, ახალგაზრდებში ამის მიზეზი ხშირად მატერიალური სარქველის პროლაფსის არასწორი მუშაობის შედეგია.

არსებობს ისეთი მდგომარეობა, როცა არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა. წინაგულების ციმციმი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასთან და იმპულსის გატარების მოშლასთან.

ხშირად ასეც ხდება, რომ დაავადება პირველი გამოვლენის დროს გართულებულია. ხშირად მას თან ერთვის ტაქიკარდია, ანუ პულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება აღმოცენდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი, სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია.

არითმიის გამო შეიძლება დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულებას, კერძოდ კი გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს.

წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს მკურნალობის მიზანია პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება. გარდა ამისა, ნორმალური რიტმის აღდგენა. უმჯობესია არითმიის აღმოცენებისთანავე პირველ დღეებშივე ჩაატაროთ მკურნალობის კურსი.

მოციმციმე არითმიის დროს წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი.

ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.


скачать dle 11.3