კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უზარმაზარი ტორნადო – მზეზე

ბრიტანელმა ასტრონომებმა შეძლეს, „დაეჭირათ“ და მზის ობსერვატორიის SDO (Solar Dynamics Observatory) კამერებით გადაეღოთ რამდენიმე გიგანტური პლაზმური ტორნადო, რომლებიც მზის ზედაპირზე გადაადგილდებოდა და მსოფლიოს მათი „მოგზაურობის“ ვიდეოჩანაწერი წარუდგინეს. ეს უნიკალური კადრები ქალაქ აბერისტვიტის ბრიტანული უნივერსიტეტის ასტრონომების ჯგუფმა გადაიღო სინ ლის ხელმძღვანელობით.

2011 წლის სექტემბერში SDO ობსერვატორიის დახმარებით ისინი დააკვირდნენ ერთ-ერთ პროტუბერანცს – მკვრივ კონდენსაციას ცივი ნივთიერების მიმართ, რომელიც ამოდის და მაგნიტური ველით კავდება მზის ზედაპირის ზემოთ. 2011 წლის 26 სექტემბერს დილით საბორტო ტელესკოპმა AIA-მ პროტუბერანცის ძირში დააფიქსირა წერტილი, რომელშიც ზეცხელი პლაზმა, კელვინის სკალით 50 ათასიდან 2 მილიონამდე გრადუსი ტემპერატურით, სპირალური ტრაექტორიით ამოდიოდა მზის ატმოსფეროს ზედა ფენებში.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ამ ტორნადოებში მატერია, საშუალოდ, 300 ათასი კილომეტრ-საათის სიჩქარით მოძრაობდა. შედარებისთვის, ქარის სიჩქარე დედამიწის ქარბორბალებში მხოლოდ 150 კილომეტრ-საათია (2 000-ჯერ მცირე).

სწავლულებმა მოახერხეს, გაეკეთებინათ ტორნადოების ვიდეოჩანაწერები. სრულიად შესაძლებელია, რომ ესაა ორბიტული ტელესკოპის საშუალებით მიღებული ასეთი დიდი ტორნადოს პირველი გამოსახულება.

სწავლულებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქარბორბალები ეგრეთ წოდებული მატერიის კორონალურ ამოფრქვევას წარმოადგენს. სწორედ პლაზმების ასეთი ამოფრქვევების დედამიწის მაგნიტოსფეროსთან შეჯახებისას წარმოიშობა მაგნიტური ქარიშხლები. დამუხტული ნაწილაკები იწვევს მაგნიტურ შეშფოთებებს და, თუ ისინი დიდ ძალას მიაღწევენ, ამას, შეიძლება, მოჰყვეს ელექტრული დანადგარების მუშაობის შეფერხება, აგრეთვე, ელექტრული ქსელებისა და რადიოკავშირის დარღვევა. ისინი დიდ საშიშროებას წარმოადგენს დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრებისა და სხვა კოსმოსური აპარატებისთვის.

скачать dle 11.3