კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ განახორციელა საქართველოში ყველაზე დიდი ძარცვა და ვისთან წამოსცდა სტალინს თბილისის დაპყრობის გეგმა

 

სტალინის ბანდის ერთ-ერთი წევრი ბაჭუა კუპრიაშვილი იხსენებდა: „სტალინის ინიციატივითა და ბრძანებით, ჩამოყალიბდა მუდმივი შეიარაღებული ბანდა. ჩვენ გვევალებოდა იარაღის შოვნა, ციხიდან გაქცევის ორგანიზება, ბანკებისა და არსენალების გაძარცვა და მოღალატეების დახოცვა“. სტალინმა ცინცაძეს დაავალა ბოლშევიკ ექსპროპრიატორთა კლუბების დაარსება, რომელიც რამდენიმე სახელით იყო ცნობილი: მას ხან „დრუჟინა“ ერქვა, ხან „ჯგუფი“, ხანაც, უბრალოდ, „შეიარაღებულები“. ძარცვებს კოტე ცინცაძე მეთაურობდა კამოსთან ერთად, – იხსენებდა სტალინი მოგვიანებით. მისი ბავშვობის მეგობარი – კამო დიდუბის ჩხუბის დროს დააპატიმრეს. ის კაზაკებმა საშინლად აწამეს – ლამის ცხვირიც აათალეს, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს და მალე გამოუშვეს. „ყველანაირი ტკივილის ატანა შეეძლო”, – უკვირდა სტალინს, – „საოცარი ადამიანი იყო“. 

სოსო მთელ თავის მოხერხებულობას იყენებდა, რომ ლენინისთვის ფული ეშოვა. ამ მიზნით, ის ხშირად მოგზაურობდა ნოვოროსიისკსა და ვლადიკავკაზში. მისი ბრძანებით, თბილისის სკოლებიდან და სემინარიიდანაც კი, მასწავლებლის კუთვნილი ფული მიჰქონდათ. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინი ჯერ წერილს უგზავნიდა რომელიმე მეწარმეს, რომელზეც ბომბები, დაფლეთილი გვამები და ორი გადაჯვარედინებული ხანჯალი იყო გამოსახული. მალევე ამ მეწარმეს მაუზერიანი ყაჩაღი ესტუმრებოდა. სტალინის პირველი ბიოგრაფის, ესად ბეის მტკიცებით, მდიდარი მსხვერპლის შესახებ სოსოს ინფორმაციას, მისი საყვარელი, გერმანელი მეწარმის ცოლი, მარია რენსბერგი აწვდიდა. თუმცა, დიდი ფულის შოვნის ყველაზე სწრაფი გზა მაინც ბანკის გაძარცვა იყო. „სწორედ სტალინმა დანერგა ბანკების ძარცვის ტრადიცია საქართველოში“, – ამბობს ცნობილი გორელი მძარცველი დავრიშევი. 1906 წელს „შეიარაღებულებმა“ მრავალი ბანკი გაძარცვეს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მენშევიკი ტატიანა ვულიხი ამბობს, „ქუჩებში დღე და ღამე პოლიცია პატრულირებდა და ყველა კვარტალში დაცვა იდგა“.

ერთ დღეს რევოლვერებით შეიარაღებული ცინცაძე ქალაქის ლომბარდში შეიჭრა და რამდენიმე ათასი მანეთი მოითხოვა. „სტალინის ბანდა მეფისნაცვლის სასახლის მოპირდაპირე მხარეს არსებულ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ბანკში შევარდა”, – იხსენებს დავრიშევი, – „ბანდიტებმა ხალხს იარაღი მიუშვირეს და იყვირეს: ხელები მაღლა! მერე ბანკნოტები მოაგროვეს და ჰაერში სროლით გაუჩინარდნენ. სტალინის მიერ დაგეგმილ ამ თავდასხმას კამო ხელმძღვანელობდა. ბანკის მძარცველებს შორის პარტიული კონკურენცია გაჩაღდა, თუმცა ხშირად თანამშრომლობდნენ კიდეც. ყველა მთავარი მძარცველი გორიდან იყო“, – იკვეხნიდა დავრიშევი. სწორედ დავრიშევმა განახორციელა უდიდესი ძარცვა – სოციალ-ფედერალისტებისთვის დუშეთში 100 ათასი რუბლი მოიპარა. სტალინმა, ცინცაძემ და კამომ მატარებელი გაძარცვეს ყარსში, თუმცა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, სროლა ატყდა და რამდენიმე ბანდიტი დაიღუპა. 1906 წლის ნოემბერში ცინცაძე ბორჯომის საფოსტო დილიჟანს დაესხა თავს, მაგრამ კაზაკმა კავალერისტებმა სროლა ატეხეს. დამფრთხალი ცხენები გაიქცნენ და ფულით სავსე დილიჟანიც გაიყოლეს. შემდეგ ბანდიტები ჭიათურის მატარებელს დაესხნენ თავს, რომელსაც მუშების ხელფასები მიჰქონდა. მატარებელი შეჩერდა და ბანდიტებსა და კაზაკ მცველებს შორის ორსაათიანი ბრძოლა გაჩაღდა. ერთი ჯარისკაცი და ერთი ჟანდარმი დაიღუპა. „შეიარაღებულებმა“ 21 ათასი რუბლი ჩაიგდეს ხელში. „15 ათასი რუბლი ბოლშევიკურ პარტიას გავუგზავნეთ ფინეთში, დანარჩენი კი ჩვენი ჯგუფისთვის შევინახეთ, რათა შემდეგი ექსპროპრიაციები დაგვეგეგმა“, – იხსენებს ცინცაძე. სტალინის ყაჩაღებმა კოჯრის საფოსტო დილიჟანიც გაძარცვეს და კიდევ ოცი ათასი რუბლი მოიპოვეს. ფულის მცირე ნაწილი სტალინის გაზეთის, „ბრძოლის“ გამოსაცემად შეინახეს, დიდი ნაწილი კი ქართული ღვინის ბოთლებში დამალეს და ისე გაუგზავნეს ლენინს. „ისინი ერთმანეთთან მეგობრობდნენ. ყველას უყვარდა ეს კეთილი, მხიარული ხალხი, მუდამ მზად რომ იყვნენ დასახმარებლად”, – იხსენებს ტატიანა ვულიხი. იგი კარგად იცნობდა ბანდიტებს. „შეიარაღებულების“ ათკაციან ბანდაში სამი ქალი იყო: ფაცია, ანეტა და ალექსანდრა. ბანდიტები ორ ბინაში ცხოვრობდნენ – ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე. ორი ქალიშვილის გარდა, არც ერთს არ უყვარდა კითხვა. ხშირად ავადმყოფობდნენ და ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ, ტატიანას თქმით, ხშირად ლოგინიდანაც ვერ დგებოდნენ, რადგან ტანსაცმელი არ ჰქონდათ“.

მართალია, სტალინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კამოსთან და ცინცაძესთან, მაგრამ „შეიარაღებულებს“ პირადი მცველის საშუალებით გადასცემდა ბრძანებებს. ამ მცველს ის თავის „ტექნიკურ თანაშემწეს“ ეძახდა, მისი ამხანაგები კი ხუმრობით – „სოსოს ადიუტანტს“. ეს დიდი კონსპირატორი ამგვარად ახერხებდა, ძალიან ახლოს ყოფილიყო ჩვეულებრივ ბანდიტებთან. ყაჩაღების გარდა, სტალინი მზვერავებისა და მსტოვრების ქსელსაც მართავდა, რომლებიც ინფორმაციას აგროვებდნენ და პროკლამაციებს ავრცელებდნენ. ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის არ ქურდობდნენ. სხვა ბანდის წევრები ფულს ტანსაცმელზე, ქალებსა და სასმელზე ხარჯავდნენ, მაგრამ სტალინს ფული არ აინტერესებდა. თუ რამე ჰქონდა, ყოველთვის ამხანაგებს უნაწილებდა. „სტალინს ცუდად ეცვა, – წერდა ჟორდანია, – ფული არასდროს ჰქონია და სწორედ ამით განსხვავდებოდა სხვა ბოლშევიკებისგან – შაუმიანის, მახარაძის, მდივანისა და ქავთარაძისგან – რომელთაც კარგი  ცხოვრება მოსწონდათ“. სოსოს ყაჩაღები იზიარებდნენ მის მარქსისტულ რწმენასა და ასკეტიზმს. მათი მიზანი 200-300 ათასი რუბლის მოპოვება იყო, რათა ლენინისთვის გადაეცათ და ეთქვათ: როგორც გინდა, ისე მოიხმარე ეს ფულიო. სტალინის ბანდის წესები მაფიის წესებს ჰგავდა: ნადავლიდან რამის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა. სტალინმა ერთხელ, დავრიშევის თანდასწრებით, კამოს ქურდობაში ეჭვმიტანილი ამხანაგის მოკვლა უბრძანა. რაც უფრო დიდი იყო წარმატება, მით უფრო იზრდებოდა ცდუნება. დუშეთში 100 ათასი რუბლის მოპარვის შემდეგ, ფედერალისტებმა ნადავლის განაწილებისას წაიჩხუბნენ. ერთ-ერთმა მეთაურმა ფულის ნაწილი მიითვისა, ქურდობა კი იმ გლეხებს დააბრალა, რომელთა ეზოშიც იყო ნადავლი ჩაფლული. ფედერალისტმა ქურდმა სტალინის ბანდის წევრს, ლომინაძეს სთხოვა დახმარება. ლომინაძე მთელ ღამეს აწამებდა გლეხებს, სანამ არ მიხვდა, რომ მათ ფული არ მოუპარავთ. „ის ძალიან ნანობდა, რომ უდანაშაულო ხალხის მიმართ ასეთი სისასტიკე გამოიჩინა“, – ამბობს ვულიხი. ლომინაძემ ნამდვილი დამნაშავე მოკლა, ნაპოვნი ფულის ნაწილი კი, სავარაუდოდ, ბოლშევიკებს მიუტანა. სოციალ-ფედერალისტებმა ნადავლის დიდი ნაწილი დაკარგეს, თუმცა „ოხრანკამ“ შეამჩნია, როგორ ხარჯავდნენ მათი ლიდერები ფულის დარჩენილ ნაწილს კაზინოებში. საიდუმლო პოლიცია ცდილობდა ამ ძარცვების მთავარი მონაწილეების პოვნას. როგორც კი იოსებ დავრიშევის შესახებ გახდა ცნობილი, პოლიციამ ყველა დანაშაული მას მიაწერა. თუმცა, თავიდან ის და სტალინი ერთმანეთში ერეოდათ, რადგან ორივე გორელი იყო და ორივეს შემოკლებით „სოსოს“ ეძახდნენ; ხანდახან რომელიმე მათგანი კამო ან ცინცაძე ეგონათ. პოლიციის ანგარიშში ეწერა: „კამო ცინცაძე. ის ბათუმის ციხიდან გაიქცა, თბილისში ჩამოვიდა და იოსებ ჯუღაშვილთან თანამშრომლობს!“ ამ თავზეხელაღებული გმირობებისა და ბინძური მკვლელობების სამყაროში, სტალინს თავისი სტოიკური შეხედულებები ჩამოუყალიბდა ადამიანის სიცოცხლის ღირებულების შესახებ. როცა იგებდა, რომ რომელიმე ამხანაგი ექსპროპრიაციის დროს დაიღუპა, სოსო ამბობდა: „რას ვიზამთ? ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია. ხეები შემოდგომაზე შიშვლდება, გაზაფხულზე კი ხელახლა იფოთლება“.

ბიჭი, რომელიც ერთ დროს ქეიფებშიც კი ნაპოლეონს კითხულობდა, ახლა ხუმრობდა, რომ შეუძლია, თბილისის დაპყრობა და მისი ჩათრევა შეიარაღებულ აჯანყებაში. ამისთვის რუკაც იშოვა. მას მოსწონდა იატაკზე რუკის გაშლა და წარმოსახვითი ბრძოლის გამართვა პატარა, კალის ჯარისკაცებით. ერთხელ სახლის პატრონის შვილმა მამასთან მიირბინა და უთხრა: ბიძია სოსო ჯარისკაცობანას თამაშობსო. გაოცებული პატრონი ოთახში შევიდა და დაინახა, რომ სტალინი იატაკზე იწვა და ჯარისკაცებს თბილისის რუკაზე დაატარებდა. სტალინმა მასპინძელს ახედა და დაიტრაბახა: პარტიის შტაბის უფროსად დამნიშნეს და გეგმას ვამუშავებო. როგორც ჩანს, ის ბანკის ძარცვებსაც ასეთივე გულმოდგინებით ამზადებდა.

სტალინი, მისი შვილის, სვეტლანას თქმით, საკუთარ თავს ყოველთვის სამხედრო პირად, მთავარსარდლად აღიქვამდა. ერთხელაც, ძია სოსო ათმილიონიანი საბჭოთა ჯარით ითამაშებს და ბერლინს აიღებს. თუმცა, მას არასდროს გაუვლია სამხედრო წვრთნა, თუ ამ კალის ჯარისკაცებს არ ჩავთვლით.

სებაგ მონტეფიორეს

მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3