კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება ქალი ტყუილის მსხვერპლი და რა ემართება მის ცხოვრებას

 

ამბობენ, რომ ყველა ადამიანი თავად იტყუებს თავს; რომ სჯერა იმის, რისი დაჯერებაც თვითონ უნდა. ამიტომ, საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებელიც მხოლოდ ის უნდა იყოს. ძირითადად, ქალი ტყუილში ცხოვრებას მაშინ ამჯობინებს, როცა საქმე სიყვარულს ეხება. ის აპატიებს ღალატს, ხუჭავს თვალს რეალობაზე, ითმენს დამცირებას, ზოგჯერ ღია აგრესიასაც კი და ამ ყველაფერს სიყვარულის სახელით აკეთებს. სხვა საკითხია, რის ფასად უღირს მას ამხელა მსხვერპლი. მაგრამ, როდემდე შეძლებს ის საკუთარ თავთან ბრძოლას? ადრე თუ გვიან ხომ აუცილებლად დაინახავს რეალობას, რომელიც საკმაოდ მწარე აღმოჩნდება.

შოკური თერაპია ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს: თუ ზოგი დეპრესიაში ვარდება, ზოგიც, პირიქით – თითქოს „ფერფლიდან აღდგება“ ხოლმე და რადიკალურად ცვლის საკუთარ ცხოვრებას.

 

ცისია (32 წლის): ჩემს ასაკში საკმაოდ ძნელია ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ, მე ეს უნდა შევძლო. უნდა შევძლო იმიტომ, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცო, რა შეუძლია ქალს, თუ ის მიზანს დაისახავს; თუ მიხვდება, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა და ტყუილი იყო. ის, რაც მე ჩემი არსებობის უდიდეს გამართლებად მიმაჩნდა, ბლეფი აღმოჩნდა. ამის გაცნობიერება არ იყო მარტივი, ამისთვის ძალიან ბევრი წელი დამჭირდა. მრცხვენია ჩემი შვილისა და საკუთარი თავის. ბავშვს თვალებში ვერ ვუყურებ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია მისი საყვედურით სავსე გამოხედვა. ყველაფერს ვერც ავუხსნი და ვერც გაიგებს. მამამისი რომ გავიცანი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე. ხომ არის, რომ, დაინახავ და გული იცნობს, მიიღებს და, შენ არც შეგეკითხება, ისე შეიყვარებს. დღესაც კი, ჩვენი შეხვედრისა და ერთად ყოფნის ყოველი დეტალი მახსოვს. ის იმდენად ჩემიანი იყო, იმდენად შევესისხლხორცე, რომ მის გარეშე ცხოვრება საერთოდ ვერ წარმომედგინა.

– თქვენს ქმარზეა საუბარი, როგორც ვხვდები.

– დიახ. ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი არ ყოფილა. ახლაც ვფიქრობ, რომ არც იქნება და ვეჭვობ, აზრი შემეცვალოს. ეს მამაკაცი ტანჯვად მექცა, სასჯელად, რომელიც, მართლა არ ვიცი, რითი დავიმსახურე. ჩემი დანაშაული მარტო ის არის, რომ შევიყვარე.

– სიყვარულს ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება.

– ყოველთვის კი არა, არასოდეს არ მოაქვს. გინდა ორმხრივი იყოს, გინდაც – ცალმხრივი. მაგრამ, უსიყვარულოდ ცხოვრება ჩემნაირი ემოციური ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო და გრძნობა თვითონ მოვიდა. სხვათა შორის, გრძნობა მაშინ მოდის, როცა მის მისაღებად მზად ხარ. კაცები კი სიყვარულის ღირსები ნამდვილად არ არიან.

– ყველა განურჩევლად?

– დიახ, განურჩევლად ყველა. საკმარისია, დაანახვო, რომ გიყვარს, რომ ერთგული ხარ მისი, რომ სამყაროს ცენტრად მიიჩნევ და, მორჩა – მაშინვე დაკარგავ. ეგენი სულ შიშში უნდა გყავდეს. სულ უნდა გემუდარებოდნენ, რომ არ მიატოვო ან რქები არ დაადგა. როგორ გგონიათ, კაცი რომ ცოლს ღალატს აპატიებს, ამას მისი სიყვარულით აკეთებს? არანაირად.

– აბა, რა ამოძრავებს?

– ეგოიზმი. დაუკვირდით ჩემს სიტყვებს მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ჯერ ერთი, თუ უცებ დაინახავს, რომ მისი „საკუთრებით“ ვიღაც სხვა მამრი დაინტერესდა, ეგრევე მტაცებელი ხდება და კლანჭებს აჩენს. ის ძაღლივითაა, რომელსაც ურჩევნია, ძვალი მიწაში ჩამარხოს, ვიდრე სხვა ძაღლს დაუთმოს. ამიტომაც არის, რომ კაცები, ძირითადად, ცოლების საყვარლებს ერჩიან ხოლმე და არა თავად ცოლებს.

– ქალებიც ხომ ასევე იქცევიან? ქმრებს აპატიებენ ღალატს, ქმრის საყვარელს კი გასაგლეჯად იმეტებენ.

– ყველა არა. გააჩნია ქალს და გააჩნია მის ფასეულობებს. მე თუ მკითხავთ, ღალატში ორივე თანაბრად არის დამნაშავე. მოსახდენი რომ მოხდება, ვინ ვის აურია თავგზა პირველად, მერე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, ქალები რომ ცოლიან კაცებს არ ეჩალიჩებოდნენ, კაცები კი ქმრიან ქალებს რომ ერიდებოდნენ, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნებოდა. ქალი ბოზია თუ პატიოსანი, შენი საქმე არ არის, შეეშვი და მისმა ქმარმა თავად გაარკვიოს. ქალებმაც არ უნდა მოინდომონ სხვისი კაცი, ამ შემთხვევაშიც არ არის შენი საქმე, რა ურთიერთობა აქვს ცოლთან. თუ იმის გვერდით ცხოვრობს, ნუ ჩაეტენები. ჯერ წამოვიდეს ოჯახიდან, თუ იქ მართლა აღარ ედგომება და მერე ჩაუხტი ლოგინში. მაგრამ, ამას ღირსება და შეგნება სჭირდება. სამწუხაროდ, დღეს ღირსებას „გამორჩენა-გამოღლეტა“ ჯაბნის, კაცებმა კი საერთოდაც დაკარგეს ჭკუა. სულ მეგონა, რომ ვიქნებოდი ერთგული ცოლი, ვიქნებოდი სახლში, გავაჩენდი შვილებს და დიდ ოჯახს ისე მოვუვლიდი, არაფერს მოვაკლებდი. არ მქონია პრეტენზია არც კარიერაზე და არც „ბიზნეს-ვუმენობაზე“. ჩვეულებრივი ქალი ვიყავი, ჩვეულებრივი მოთხოვნილებებით. როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ქალი, ბედნიერებისთვის მას მაინც კაცი სჭირდება გვერდით, შვილები სჭირდება და სიამოვნებით იქნება დამოკიდებული ამ კაცზეც. ძლიერი ქალი სულაც არ არის ბუნებრივი მოვლენა, ეს უფრო ნორმიდან გადახრაა. იძულებით ხდები ძლიერი. ცხოვრებას რომ ისეთს დაინახავ, როგორიც სინამდვილეშია, სათვალეს რომ მოიხსნი და სიმართლეს თვალებში ჩახედავ, ან ხელები უნდა ჩამოუშვა და იტირო, ან ყველაფერს ბრძოლა გამოუცხადო და გამაგრდე. მეეჭვება, რომელიმე „ძლიერ“ ქალს მართლა უხაროდეს თავისი სიძლიერე, ბუნებამ ამისთვის არ გაგვაჩინა.

– ქალბატონები არ დაგეთანხმებიან.

– დიახ. ვიცი და მესმის მათი. თვითდამკვიდრებისთვის იბრძვიან და ვერ ხვდებიან, რომ ეს მამაკაცების ბრალია. ისინი რომ თავის პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდნენ, არც ერთ ქალს არ მოუნდებოდა ლიდერობა. დარწმუნებული ვარ ამაში. მე აბსოლუტურად სხვანაირი ვიყავი, სანამ ჩემს ქმარზე წარმოდგენა საბოლოოდ შემეცვლებოდა და მის მიმართ პატივისცემას დავკარგავდი. იმ დღეს, როცა ეს მოხდა, ჩემი სამყაროც თავდაყირა დადგა.

– თქვენ ახლა მეუღლესთან ცხოვრობთ?

– დიახ. ჯერჯერობით კიდევ ვერ გადავწყვიტე, უნდა გავცილდე თუ არა. მე რომ მყავდეს მამაკაცი, რომელთან ერთადაც ახალი ცხოვრების დაწყების პერსპექტივა მექნება, ვიფიქრებდი გაყრაზე. მაგრამ, ახლა რა აზრი აქვს? იყოს, არაფერში არ მიშლის ხელს. ის, უბრალოდ, აღარც არსებობს ჩემთვის, საერთოდ აღარაფერს წარმოადგენს და, იმდენიც მოახერხა, რომ საერთოდ დამიკარგა წარმოდგენა მამაკაცებზე. აღარაფერი მჭირდება კაცებისგან, უკვე მე თვითონ ვიღებ ცხოვრებისგან იმას, რაც მინდა. თაყვანისმცემელი რომც გამომიჩნდეს, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მექნება, რადგან მამაკაცებთან ასეთი ურთიერთობა არ ღირს. ყველა ერთნაირია და ეს გაცვეთილი, ბანალური ფრაზა არ არის. მე ამას ყოველდღე ვხედავ – ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა.

– რატომ დაკარგეთ მეუღლეზე წარმოდგენა?

– გეტყვით. საერთოდ მიმაჩნია, რომ მამაკაცს ღირსება უნდა ჰქონდეს. არ უნდა იცანცაროს და ქარაფშუტობა მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე ეპატიება. შეიძლება, დამნაშავე მე ვარ, რადგან,  ისე შევიყვარე, რომ ბოლომდე არ „გავშიფრე“, მაგრამ, სიყვარული და საღი აზრი კარგად ვერ „მოდის” ერთმანეთში. საკმაოდ დიდხანს ვიყავი შეყვარებული და შესაბამისად, მოტყუებულიც. ჩემი ქმრის გვერდით საერთოდ დამავიწყდა, რომ ქალი ვარ, თანაც, ახალგაზრდა და საკმაოდ კარგი გარეგნობის. მან ჩემში ქალური მოთხოვნილებები გააქრო და დააჩლუნგა. გეკითხებით, აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მიღალატა თუ არა ფიზიკურად?! ფსიქოლოგიურად გამანადგურა. არადა, იცით, როგორი იყო შეყვარებულობის პერიოდში? – რადიკალურად განსხვავებული. ახლა რომ ჰკითხო, თურმე მე მიაქტიურია და ყველაფერი გამიკეთებია, მასზე რომ გავთხოვილიყავი. არაფერი მაქვს დასამალი – მიყვარდა და მინდოდა, მისი ცოლი გავმხდარიყავი, არის ამაში რამე უჩვეულო? მგონი, ბუნებრივია, იმ ადამიანის გვერდით გინდოდეს ყოფნა, ვინც გიყვარს. მამაკაცებს ეს ავიწყდებათ, ქალებს გვაყვედრიან, რომ გათხოვება ჩვენი იდეა-ფიქსია და გვაბრალებენ, კაცის „შესაბმელად“ ყველაფერზე მიდიხართო. როგორ მეცოდებიან ასეთი კაცები, როგორი არარაობები და საბრალოები არიან! მათთვის ოჯახი მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა და არც უნდა ჰქონდეთ.

– ყველა მამაკაცი, ალბათ, არ ფიქრობს ასე...

– არ ვიცი, რას ფიქრობს ყველა მამაკაცი, მე მხოლოდ ერთთან მქონდა საქმე და საკმარისია დასკვნის გამოსატანად. სურვილი არ მაქვს, ჩემი ნერვების ხარჯზე მოხდეს ამ მოსაზრებაში დარწმუნება-არდარწმუნება. მე უფრო იმის თქმა მინდა, რომ ბოლოს მაინც ქალები გამოვდივართ ხოლმე სულელები და ბრმები, ანუ –„ეს სულ ასეთი იყო, შენ სად გქონდა თვალები”... და ასე შემდეგ. მაგრამ, არ არის ასე. მამაკაცები ქამელეონები არიან და, როცა სჭირდებათ, ტყავსაც კი ძალიან სწრაფად იცვლიან. მე ნამდვილად არ ვარ არც სულელი და არც ბრმა. ის კაცი სხვა იყო, ვინც მე შევიყვარე და სხვა შემრჩა ხელში. ყველაფერი გააკეთა, რომ ერთად ვყოფილიყავით. შვილიც რომ გავაჩინე, იქამდე „მიიტანა“ თავი და მერე აუშვა.

– უმიზეზოდ?

– არ ვიცი, რა მიზეზი შეიძლება იყოს, რომ კაცმა მთელი პასუხისმგებლობა მოიხსნას შვილზეც და ოჯახზეც. მისი ძირითადი გასართობი ნაშებთან ფლირტია – ამით სულდგმულობს. ჭკუა, ალბათ, არ ჰქონდა, თორემ, ასე ერთბაშად ხომ არ გამოეცლებოდა?!

– სად ფლირტაობს?

– სადაც მოახერხებს. საკმარისია, ტელევიზორში ნაშა გამოჩნდეს, თუნდაც სერიალში, რომ ეგრევე ლენჩდება. ნევრასტენიკი და ფსიქოპათი არ ვარ, რომ რამეს ვიგონებდე ან მეჩვენებოდეს. არც „სტერვა“ ვარ და არც ეჭვიანობით დამწყებია ჰალუცინაციები. ან ნამდვილად ცუდად არის, ან, საერთოდ, ფეხებზე ვკიდივარ და ჩემი ჯიბრით იქცევა ასე. თუმცა, მეორე ვარიანტი ნაკლებად სარწმუნოა. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებდა იმის დემონსტრირებას,  რომ, როგორც ქალი, აღარ ვაინტერესებ. ამით ნელ-ნელა დამანგრია. კიდევ იმით, რომ, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ან უკმაყოფილო იყო, ან გულგრილად იჩეჩდა მხრებს, თითქოს საერთოდ არაფერი ეხებოდა. თვითონ იმ ელემენტარულ საქმესაც არ აკეთებდა, რომ პურის ფული მაინც შემოეტანა ოჯახში. შოკში მაგდებდა მისი ცინიზმი. არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩინა.

– ეს იყო, თქვენთვის მთავარი ტრაგედია?

– არა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ქმნიდა ჯაჭვს, რომელიც ბოლოს ყელზე შემომეხვია და ლამის დამახრჩო. საქმემ გადამარჩინა – ეს აღმოჩნდა ჩემი ხსნა, სულზე მომისწრო. დაქალმა კერძო ბიზნესში პარტნიორობა შემომთავაზა. პირველად იყო, რომ არავის არ ვკითხე არაფერი, მათ შორის, ჩემს ქმარს, რომელმაც იმ პერიოდისთვის ახალი გასართობი გაიჩინა – ეროტიკული ჟურნალების მკითხველი და გაცნობის საიტების სტუმარი გახდა, თანაც, აშკარად აკეთებდა ამას, ჩემ ცხვირწინ. თითქოს უსულო ნივთი ვიყავი, თანაც, მისი საკუთრება. გეკითხებით, არის თუ არა ეს ტრაგედია ქალისთვის? ჩემთან დაწოლა უნდა დაიმსახუროო, მეუბნებოდა. ახლა მეღიმება, მაშინ კი სულ ვტიროდი. რამდენჯერმე ვიფიქრე, ჩემი ცხოვრება დამთავრდა-მეთქი. არასდროს, არც ერთი კაცის გამო არ უნდა თქვა ქალმა ეს, არავითარ შემთხვევაში. ბიზნესში და საქმეში საკუთარი თავი ვიპოვე. ფული, თანაც – საკუთარი, დიდი ძალაა. თავდაჯერებულობა შემემატა. საკუთარ თავზე დავიწყე ფიქრი. ჩემი საქმეც ითხოვდა, რომ მუდმივად ფორმაში ვყოფილიყავი. საერთოდ აღარ მაინტერესებს მამაკაცები, მაგრამ, ის, რომ კარგად გამოვიყურები, თავადვე მსიამოვნებს. ახლა ჩემთვის მთავარია, მე და ჩემი შვილი ვიყოთ კარგად, ყველანაირად უზრუნველყოფილები.

– მეუღლე ამ ცვლილებებს ვერ ამჩნევდა?

– არ ამჩნევდა, როგორც იტყვიან, „დო პარი, დო ვრემენი“. ვითომ არაფერი ხდებოდა. ისევ ისროდა ჩემი მისამართით შხამიან ისრებს და, როცა მიხვდა, რომ მე აღარ ვრეაგირებდი ამაზე, აღარ მოეწონა. დიდი ჩხუბისა და სკანდალის მერე პირდაპირ ვუთხარი: ან შენ წადი, ან მე წავალ. საერთოდ არანაირი გრძნობა აღარ მაქვს შენ მიმართ, მაგრამ, შვილის გამო აგიტან-მეთქი. 

– კარგი მამაა?

– არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ, ბავშვს უყვარს და, არ მინდა, ტრავმა მივაყენო. როგორც გითხარით, ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი რომ იყოს, შესაძლოა, სხვანაირად მეფიქრა. ახლა რა მნიშვნელობა აქვს?! ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული ტყუილი აღმოჩნდა და, რა გარანტია მაქვს, რომ მეორედაც არ შევცდები?!

– რომ გიღალატოთ ქმარმა? მით უმეტეს, ჰქონია ამის სურვილი – ნაშების გაცნობის სურვილს ვგულისხმობ.

– გააბას. მე მათზე დასახარჯ ფულს არ მივცემ და, ისე, ვინ დაფეთდება მაგ დაუნზე ვნახავ.

– თქვენ ხომ დაფეთდით?

– მე – კი. შემიყვარდა, მაგრამ, მაშინ სიტუაციაც სხვა იყო, თან, ძალიან მოინდომა და  მისი ტყუილის მსხვერპლი გავხდი. დღევანდელ გოგოებს და, მით უმეტეს – ნაშებს, ფული აინტერესებთ და არა სიყვარული, ფული კი ჩემს ძვირფას მეუღლეს არ აქვს. ასე რომ, ახლა ჩემი „კაიფის“ დრო დადგა და უნდა გავერთო მასზე. ახლა ჩემი ჯერია...

 

 

 

скачать dle 11.3