კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რა შემთხვევაში აძლევს მოძღვარი მორწმუნეს მარხვის დროს სახსნილო საკვების მიღებაზე კურთხევას?

პასუხი: ყოველი მორწმუნე მოვალეა, ღირსეულად იმარხულოს: იცხოვროს ეკლესიურად, ილოცოს, თქვას აღსარება და არ დაარღვიოს მარხვა. თუმცა, არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც მოძღვარი მრევლს აძლევს კურთხევას, მაგალითად, რძის პროდუქტების მიღებაზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს აწუხებს შინაგანი ორგანოები და მისთვის მხოლოდ მარხული საკვების მიღება დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ასევე, მოძღვარი მარხვის დროს რძის პროდუქტებზე კურთხევას აძლევს ორსულ ქალებს.

კითხვა: სხვადასხვა მიზეზთა გამო სახლში დამიგროვდა არამართლმადიდებლური, სექტანტური ლიტერატურა. რა ვუყო ამ წიგნებს?

პასუხი: არამართლმადიდებლური რელიგიური წიგნები შეუძლიათ იქონიონ მხოლოდ იმ მეცნიერებმა, ღვთისმეტყველებმა, ვისაც ეს სჭირდება კვლევითი საქმიანობისთვის. საერო მართლმადიდებელი პირისთვის შეიძლება მსგავსი ლიტერატურა საცდურად იქცეს. ამიტომ, მოიშორეთ ეს წიგნები. ზოგადად, ქრისტიანებს სახლში არ უნდა ჰქონდეთ ანტირელიგიური, ერეტიკული და არაზნეობრივი ლიტერატურა. ერთ-ერთ პატერიკში აღწერილია შემთხვევა, როდესაც დედაღვთისა არ შევიდა ერთი ბერის სენაკში, რომელსაც ერეტიკული წიგნი ჰქონდა და უთხრა, შენ ჩემი მტრისთვის მიგიცია ბინაო.

კითხვა: საოჯახო საჭიროებისთვის ვაგროვებ ფულს, მაქვს მცირე დანაზოგი. ხომ არ ჩამეთვლება ეს ვერცხლისმოყვარეობაში?

პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. პირიქით, უნდა შეძლოთ და სწორად გადაანაწილოთ შემოსავალი. უაზრო მფლანგველობა უფრო არასწორი საქციელია.

კითხვა: უნდა გადავიწეროთ თუ არა პირჯვარი დანგრეული ან დაუსრულებელი ტაძრის დანახვისას?

პასუხი: ეს აუცილებელია. ტაძარი ღვთის სახლია, ხოლო, ღვთის სახლი, მშენებარეა ის თუ დანგრეული, ყოველთვის გვახსენებს თავის დანიშნულებას.

 

скачать dle 11.3