კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

ზოსიმე პალესტინელი: ვისაც აქვს სიყვარული ან მოწყალება, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს ახარებს და არგებს, შემდეგ კი მოყვასს. ასევე უკეთურება: იგი პირველად მის მფლობელსა ვნებს. თუ ბოროტებას სურს მოყვასის ვნება, წარმავალი საფასის მიტაცება ან, თუნდაც, მისი გვამის ვნება, ასეთი მთლიანად კარგავს საუკუნო ცხოვრებას, თუ ჯეროვნად არ შეინანებს. ამიტომაც ამბობენ მამანი: რაც ვერ ავნებს სულს, არ ავნებს ადამიანს.

ნიკოლოზ სერბი: მოძმისადმი სიყვარული გვასწავლის, რომ, მათ მკაცრად კი არ ვუსაყვედუროთ, არამედ, ხსნისთვის სასარგებლო სიტყვები ვუთხრათ. გაიხსენეთ, მაცხოვარმა ცოდვილ ქალს, რომლის ქვებით ჩაქოლვაც სურდათ ფარისევლებს, კი არ უსაყვედურა, არამედ, რბილად უთხრა: „წარვედ და ამიერთაგან ნუღარა სცოდავ“. როდესაც მოციქული ანანია დაბრმავებულ სავლესთან მივიდა, ქრისტიანთა დევნა კი არ უსაყვედურა, მიმართა: „ძმაო სავლე!”

არქიმანდრიტი რაფაელი: ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად, ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისთვის, საკუთარი ზრახვებითა და საერთო ცოდვით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში.

პაისი მთაწმინდელი: უფალი ხშირად უშვებს, მოხდეს რამე – მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ – სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც და ხიფათსაც, იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია არეული. კარგი იქნებოდა, ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ, ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცაღა, ღმერთი სარგებელს ამ გაუგებრობიდანაც ამოიღებს. ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი მხოლოდ იმას დაუშვებს, რისგანაც სიკეთე გამომდინარეობს, ვინაიდან მას უყვარს თავისი ქმნილება, მაგალითად, მას შეუძლია, დაუშვას რაიმე მცირე ცდუნება იმისთვის, რომ დაგვიცვას დიდი საცდურისგან.

ბერი პაისი: თუ ადამიანი თავის ძველ კაცს ვერ შეიცნობს, რათა სწორედ ამით დამდაბლდეს ბუნებრივი სახით, მაშინ სიმდაბლე მისთვის არ იქნება ის მდგომარეობა, რომლითაც მასში დაიმკვიდრებს ღვთაებრივი მადლი.

ალექსი ბერი: ურწმუნოება შობს უიმედობას, უიმედობა – უნუგეშობას, სასოწარკვეთილებას და, სასოწარკვეთილება – სულიერად სიკვდილს, რის შემდეგ ადამიანს ჭირსა და უბედურებასა შინა თავის სიკვდილის მეტი სახსარი არა დარჩენია რა.

თეოფანე დაყუდებული: საშიშია! და კიდევ რა? ქება უღიტინებს გულს, აჩერებს და ასუსტებს მოშურნეობას. ეს იგივეა, გაქცეულს რომ ფეხი დაუდო. 

 

скачать dle 11.3