კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი აბიტურიენტი აბარებს წელს უმაღლეს სასწავლებლებში, რომელი უმაღლესი სასწავლებლებია პრესტიჟული და სად არის ყველაზე მაღალი კონკურსი

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესიც დასრულდა, სერტიფიცირების მსურველი პედაგოგებისაც და მაგისტრობაზე პრეტენზიის მქონე ბაკალავრებისაც. ამის პარალელურად, მეთორმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან (ცნობისთვის: არაერთი სკოლის დირექტორი, შეიძლება, ითქვას, მეთორმეტეკლასელებს ატერორებს და სკოლიდან გარიცხვით ემუქრება, თუკი ისინი საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებენ. ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, ვურჩიო მეთორმეტეკლასელებს, ნუ შეუშინდებიან დირექციის უსაფუძვლო მუქარას, რადგან სკოლის მოვალეობა ცოდნის მიცემაა და, თუკი ისინი საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, ამისთვის პასუხი მხოლოდ და, სწორედაც რომ, სკოლების დირექტორებს მოეთხოვებათ). ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გვესაუბრება წლევანდელი წლის საგამოცდო თავისებურებების შესახებ.   

– როგორ გადანაწილდა ამ წელს აბიტურიენტთა პრიორიტეტები, რომელი უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიები აირჩიეს მათ?

– 23 მარტს დასრულდა რეგისტრაცია, იცით, რომ წელს მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით იყო ამის შესაძლებლობა და მოხარული ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 36 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, რაც საკმაოდ დიდი ციფრია, წინა წელს 33 000-ზე ოდნავ მეტი იყო. თუმცა პიკი გვქონდა 2008-ში – 40 000-მდე აბიტურიენტი გვყავდა. როდესაც კონკურსებზე ვმსჯელობთ, არის ტენდენცია, რომ აბიტურიენტის ყველა არჩევნის მიხედვით დათვალონ კონკურსი, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, 20 არჩევნის შესაძლებლობა იყო და მეათეს შემდეგ ისეთ ფაკულტეტებსა და უმაღლეს სასწავლებლებს ირჩევენ ახალგაზრდები, რომლებშიც სწავლა შესაძლოა, აზრადაც არ მოსვლოდათ. 

– თქვენ როგორ ითვლით?

– პირადად მე, რა თქმა უნდა, პირველი არჩევნით ვხელმძღვანელობ ან პირველით და მეორით ერთად, მაგრამ პირველი არჩევანი მაინც ყველაზე მეტად გამოხატავს ტენდენციებს. თუ უმაღლესი სასწავლებლების სტატისტიკას გადავხედავთ, პირველ ადგილზე ისევ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია, შემდეგ ილიას უნივერსიტეტი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმაც წამოიწია და საინჟინრო მიმართულებებზე გაიზარდა მოთხოვნა. შარშან ორჯერ გაიზარდა პირველადი არჩევნით საინჟინრო მიმართულებები, რაც, თავისთავად, მართლაც ძალიან კარგია. წელსაც იგივე ტენდენციაა: საინჟინრო მიმართულებები აქტუალური გახდა ჩვენი ახალგაზრდობისთვის. ასევე, კონკურსია თავდაცვის აკადემიაშიც. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს: ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებზეც კონკურსია. რა თქმა უნდა, არც ტრადიციას ვღალატობთ და ჩვენი აბიტურიენტებისთვის კვლავაც საინტერესო ფაკულტეტებია: ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ტურიზმი.

– ჩამონათვალით აშკარაა, რომ ლიდერობენ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლის საფასური, კერძოებთან შედარებით, ნაკლებია. სწავლის თანხაც ხომ არ ასრულებს სტიმულატორის როლს, გარდა სწავლის ხარისხისა?

– საუბრობდნენ იმაზე, რომ უამრავ მიმართულებაზე თანადაფინანსების პრინციპის შემოღება გაზრდიდა აბიტურიენტების რაოდენობას ამ მიმართულებებზე, მაგრამ მე არ მგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან მომავალ სპეციალობას იმიტომ ირჩევს აბიტურიენტი, რომ რაღაც პერსპექტივას ხედავს. მაგალითად, წელსაც გაიზარდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც პირველ არჩევნად მიუთითეს საინჟინრო მიმართულება. რაც შეეხება კერძო უმაღლესებს: არ ეცემა კონკურსი თავისუფალ უნივერსიტეტში და სწავლა იქ გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. წინა წლების გამოცდილებით, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხული თითქმის ყველა სტუდენტი სახელმწიფო გრანტის მფლობელია.

– საინჟინრო თუ საბუნებისმეტყველო მიმართულებების მსურველთა აკადემიური მოსწრების დონე როგორია?

– ასე პირდაპირ ორ უმაღლეს სასწავლებელს ვერ შევადარებთ, რადგან ძალიან დიდ როლს ასრულებს შედარებისას საკონკურსო ადგილების რაოდენობა. მაგალითად, არის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მხოლოდ 6 ადგილია და 18 აბიტურიენტს აქვს შეტანილი განაცხადი. ეს არაფერია 36 000 აბიტურიენტის ფონზე, მაგრამ კონკურსი გამოდის ერთი სამთან. ანუ ამ უმაღლეს სასწავლებელს ვერ შევადარებ იმ უმაღლეს სასწავლებელს, რომელსაც 1 000 თუ 2 000 ადგილი აქვს გამოცხადებული. თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მოსწრების დონე სხვა უმაღლესი სასწავლებლების მოსწრების დონეს არ ჩამოუვარდება. რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს: იქ კონკურსი ყოველთვის იყო და წელსაც არის. ამასთან, ეს არის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც ასწია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა მიმართულებასა და ფაკულტეტზე და, მიუხედავად ამისა, კონკურსი მაინც ძალიან მაღალია. რომ გადახედოთ სტუდენტების სიას, იქაც, ფაქტობრივად, ყველას გრანტი აქვს მოპოვებული.

– თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ოთხი წლის წინ მიიღეს 300 სტუდენტი და მათგან მხოლოდ 50 თუ დაამთავრებს წელს. ეს რას ნიშნავს?

– ძალიან კარგია, რადგან 50 კვალიფიციური იურისტი ნამდვილად ეყოფა ჩვენს ქვეყანას. საერთოდ, სასწავლო პროცესი ისე უნდა აიგოს, მხოლოდ ჩაბარება არ იყოს იმის გარანტია, რომ ოთხი წლის შემდეგ დიპლომს დაგაჭერინებენ ხელში.

– მაგისტრობის მსურველთა შორის როგორი კონკურსია?

– 7 000-ზე ოდნავ მეტმა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია. წინა წელთან შედარებით ეს 1 200-ით მეტია, ანუ კონკურსია. საერთო სამაგისტრო გამოცდა ოთხი კომპონენტისგან შედგება და კანდიდატმა ნებისმიერ სამში მაინც უნდა გადალახოს კომპეტენციის ზღვარი, სპეციალობას კი აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში. შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი გვიგზავნის მონაცემებს, გაიარა თუ არა მაგისტრობის კონკრეტულმა  მსურველმა სპეციალობის გამოცდა და ამის შემდეგ ნაწილდება გრანტი.

– მაგრამ გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულით?

– დიახ, მაგრამ, თუ კანდიდატმა ვერ ჩააბარა წარმატებით სპეციალობის გამოცდა, ის ვერ ჩაირიცხება. ანუ გრანტი ნაწილდება ოთხკომპონენტიანი სამაგისტრო გამოცდის შედეგით, ჩარიცხვისას კი უკვე უმაღლესი სასწავლებლის გადასაწყვეტია, ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულასაც გაითვალისწინებს თუ მხოლოდ სპეციალობის ქულას.

– დაფინანსება როგორ ნაწილდება მაგისტრების შემთხვევაში?

– 11 ძირითადი მიმართულებაა. სულ 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და მთელი თანხის 10 პროცენტი, ანუ 200 000 ნაწილდება რანჟირებული მთლიანი სიის მიხედვით. რამდენ კანდიდატსაც ეყოფა ეს თანხა, ისინი აიღებენ დაფინანსებას, აქ მხოლოდ 100-პროცენტიანი გრანტებია. საერთო თანხის 40 პროცენტი თანაბრად ნაწილდება ყველა მიმართულების მიხედვით: თითო მიმართულებისთვის, დაახლოებით, საერთო თანხის 3,6 პროცენტია გამოყოფილი. თითოეული მიმართულებისთვის ვადგენთ რანჟირებულ სიას და რამდენსაც ეყოფა, იმდენზე ნაწილდება. საერთო თანხის დარჩენილი 50 პროცენტი კი მხოლოდ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ნაწილდება. იქ, სპეციალობების მიხედვით, სხვადასხვა პროცენტია გათვალისწინებული. მაგალითად, წინა წლებში 10 პროცენტში ხვდებოდნენ მაგისტრობის ის მსურველები, რომლებიც სწავლას განაგრძობდნენ სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებებით და ვერ იპოვიდით ვერც ერთ ფუნდამენტური მეცნიერებების სწავლის მსურველს, მაგრამ შარშან ამ 10 პროცენტში მოხვდა რამდენიმე, რაც, თავისთავად, ძალიან სასიხარულოა.

– მეორე მხრივ, ცნობილია, რომ დაფინანსება ასეთი მწირია, კონკურსი თითქოს არის, მაგრამ ადგილებიც რჩება?

– უფრო მეტი ადგილია გამოცხადებული და აბიტურიენტების შემთხვევაშიც ასეა. მაგრამ ეს, სულაც, არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგიერთ ფაკულტეტზე არ არის კონკურსი. არის ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი და კონკრეტული ფაკულტეტები, სადაც ადგილების რაოდენობა სჭარბობს იქ სწავლის გაგრძელების მსურველი აბიტურიენტებისა თუ ბაკალავრების რაოდენობას.

– ძალიან პოზიტიურია, თუკი საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს შორის არიან ძლიერი კანდიდატები, მაგრამ აქვთ მათ პროფესიებს პერსპექტივა?

– მომავალ ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს გულისხმობთ?

– თუნდაც.

– ეს საჭიროება გამოკვეთილია და ამას აუცილებლად მიაქცევენ სათანადო ყურადღებას. პირადად მე, საინჟინრო მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობის ზრდას არ ვუკავშირებ მხოლოდ დაფინანსების გაუმჯობესებას. ახალგაზრდებმა დაინახეს, რომ ამ მიმართულებას პერსპექტივა აქვს ქვეყანაში, განსაკუთრებით, მშენებლობის კუთხით. რაც შეეხება ფუნდამენტურ მეცნიერებებს...

– გვაქვს, თუნდაც, მეორე მუსხელიშვილის აღზრდის პერსპექტივა?

– ამისთვის ძლიერი სკოლა გვჭირდება.

– მუსხელიშვილის შემდეგ არ გახდა სკოლა ძლიერი?

– ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ფუნდამენტურ მეცნიერებებში წარმატებებს რომ მიაღწიო და ექვსი დვალი გავზარდოთ ფიზიკოსად, შეიძლება, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ამას განსაკუთრებული ნიჭიც სჭირდება.

– ეს თავისთავად, მაგრამ გარემოც უნდა მიახმარო. ბევრი ფიზიკოსი უნდა გყავდეს, რომ 10-20 წელიწადში დვალისნაირი გამოჩნდეს. თუ 2-3 გეყოლება ან არც ერთი, დვალისნაირი შესაძლოა, ვერც მიხვდეს, რომ მომავალი დვალია?

– როდესაც მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ერთ კურსზე 160 ადამიანი სწავლობდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ძალიან პრესტიჟულად მიიჩნეოდა ფიზიკის ფაკულტეტი. ახლა დრამატულად შემცირდა მათი რაოდენობა. რვა სტუდენტი რომ გყავს ფიზიკის ფაკულტეტზე, დვალისნაირის იმედი არ უნდა გქონდეს.

– გამოცდების შედეგები როდის იქნება ცნობილი?

– დიდი იმედი მაქვს, რომ წელს გაცილებით ადრე იქნება, ვიდრე წინა წლებში, რადგან მეორადი ჩარიცხვები გავაუქმეთ. მართალია, დიდი ნაკადია, აბიტურიენტი 36 000-ზე მეტი, 7 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი და, რაც ყველაზე მთავარია, რეგისტრირებულია უპრეცედენტო რაოდენობის პედაგოგი –  41 000-ს მიაღწია პედაგოგების რაოდენობამ. დიდი სამუშაო გველის, მაგრამ იმედი მაქვს, 19 ივლისისთვის დავასრულებთ საგამოცდო პროცესს. პარალელურად დაიწყება გასწორების პროცესიც და, ვფიქრობ, 20 აგვისტოსთვის გვექნება შედეგებიც.

– როგორც ვიცი, საატესტატო გამოცდებისთვის სიახლე გაქვთ?

– ეს სისტემა საინტერესო იქნება აბიტურიენტებისთვის. დავარქვათ მას პრეტესტი, რასაც სურვილის შემთხვევაში ჩააბარებენ მოსწავლეები და ის გულისხმობს ტესტირების გავლას კონკრეტულ საგანში. ეს პრეტესტი გიჩვენებს შედეგსაც და აქვს უკუკავშირიც. კერძოდ, გაწვდის დეტალურ ინფორმაციას, როგორ გაიარე ტესტი. ჯერ ერთი, იღებ ინფორმაციას, რამდენ მოსწავლეზე უკეთ შეასრულე დავალება. ვთქვათ, ამ დროს სისტემაში იყო 20 000 მოსწავლე და შენ 85 პროცენტზე უკეთ დაძლიე ტესტი. ასევე, იღებ ინფორმაციას, როგორი ტიპის დავალებებს უპასუხე სწორად და როგორს – არასწორად. რამდენი იყო მათ შორის მარტივი, საშუალო სირთულის და რთული. ასევე, იღებ ინფორმაციას, რა შედეგი აჩვენე სფეროების მიხედვით. საშუალოდ რამდენ დროს ანდომებ თითო დავალებას. ერთი სიტყვით, დეტალური ინფორმაციაა. ვიზუალურადაც ძალიან ეფექტიანია, იმიტომ რომ შეხედვისთანავე ჩანს, სად გაქვს ჩავარდნა. ეს პრეტესტი განკუთვნილია მეთორმეტეკლასელების გამოსაშვები გამოცდებისთვის, რომ უკეთ მოემზადონ და წინასწარ იცოდნენ, რა არის მათი სუსტი მხარე და რაში უნდა მოემზადონ განსაკუთრებულად. აბიტურიენტებისთვის კი იქნება რეკომენდაციებიც: თუ მეთორმეტეკლასელმა უკვე იცის, სად და რომელ ფაკულტეტზე უნდა სწავლის გაგრძელება, პრეტესტი აძლევს საშუალებას, გაიგოს, 2012 წელს რომ ჩაებარებინა, შეძლებდა თუ არა სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრას. გარდა ამისა, მიიღოს ინფორმაცია, რომელ ფაკულტეტებზე გადალახავდა საკონკურსო ქულას. ამ პრეტესტით გვინდა, დავეხმაროთ აბიტურიენტებს არჩევნის გაკეთებაშიც და საკუთარი შესაძლებლობების შემოწმებაშიც. 

скачать dle 11.3