კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვალმოხდილი

მალიმალ მცვლელები

 

თუკი ჩვენთან კონსტიტუცია იცვლება, საზოგადოების ნაწლის აზრით, სწორედაც რომ, ერთი ადამიანის გამო (მეორე მხრივ, შეტანილი ცვლილებების ოდენობით საქართველოს კონსტიტუციამ ჩამოიტოვა არა მხოლოდ ყველა ქვეყნის კონსტიტუცია, არამედ, დღემდე არსებული ყველა კონსტიტუცია ერთად აღებული), მაგალითად, უნგრული დემოკრატია სულ სხვა გზით მიდის (ეტყობა, ბეჩავებმა არ იციან, რომ დემოკრატიისკენ უმოკლესი გზა კონსტიტუციის მალიმალ ცვლილებაზე გადის). კერძოდ, გასულ კვირას უნგრეთის პრეზიდენტმა შმიტმა თანამდებობა დატოვა, არც მეტი, არც ნაკლები, პლაგიატობის გამო (ანუ, ის არც ომში დამარცხებულა, არც ქვეყანა გაუკოტრებია, არც სექსუალურ სკანდალში გახვეულა, ერთი სიტყვით, სახელმწიფოსთვის, ნებსით თუ უნებლიეთ, არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია). სხვათა შორის, უნგრეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი არათუ მხოლოდ პლაგიატობაში დაადანაშაულეს, არამედ, დოქტორის ხარისხიც ჩამოართვეს (გადადგომამდე, ანუ, სანამ მოქმედი იყო). პლაგიატობა კი მან 20-ოდე წლის წინათ ჩაიდინა, როდესაც თავისი სამეცნიერო ნამუშევარი (რის გამოც დოქტორობა მიიღო) სხვისგან გადააბულბულა. ამბის გახმაურების შემდეგ ბ-ნი შმიტი ირწმუნებოდა, რომ თანამდებობას არ დატოვებდა, თუმცა, მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა (მომყავს ციტატა: „კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნგრელი ხალხის ერთობას უნდა წარმოადგენგეს, რადგან ჩემი პიროვნება, სამწუხაროდ, ხალხის გაყოფის სინონიმად იქცა, ჩემი ვალია, თანამდებობა დავტოვო“).

მოკლედ რომ ვთქვა, უნგრეთის პრეზიდენტმა საკუთარი ვალი აღასრულა, თუმცა, თუ ქართული დემოკრატიის თავისებურებებით ვიმსჯელებთ, ჯობდა, კონსტიტუცია შეეცვალა.

 

скачать dle 11.3