კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოფლმოუდინარი

ხელფასის კეთილსინდისიერად გამომუშავების მოლოდინში

 

ჯერ კიდევ შარშან შემოუძახა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ქართველ ჟურნალისტებს, თქვენგან მწვავე და უხერხულ კითხვებს ველიო და ეს მოლოდინიც მეტად დამაჯერებლად და დემოკრატიული არგუმენტებით გაამყარა: მომეცით საშუალება, კამერებისა და დიქტოფონების წინ საკუთარი ოფლით გამოვიმუშაო საკუთარივე ხელფასიო (ანუ, გამწურეთო). პირდად მე მაშინვე გამოვეხმაურე ამ მაცდურ წინადადებას და საქართველოში აშშ-ის საელჩოში წერილი ვაფრინე (ელჩთან ინტერვიუს თხოვნით, მისივე სურვილის საფუძველზე). სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ საელჩოს თანამშრომელი მაშინვე დამიკავშირდა და შეკითხვების გადაგზავნა მთხოვა. მანამდე კი დავაზუსტეთ ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო და შეკითხვების ოდენობა. ტექნიკური საკითხების შეთანხმების შემდეგ, ბუნებრივია, წერილს შეკითხვებიც დავურთე (ცხადია, უხერხულობებით სავსე). თუმცა მას შემდეგ საელჩოდან არავის მოვუკითხივარ, ჩემს მოკითხვაზე პასუხად კი მოგვიანებით შეხმიანებით მაიმედებდნენ.

გასულ კვირას ბ-ნი ბასი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათვე გაუმხილა, რომ ქართველი ჟურნალისტები ცნობისმოყვარეობისა და კითხვების დასმის დეფიციტს განიცდიან. არც გაოცება დაუმალავს: „ხშირად ჟურნალისტი აღარ სვამს დამატებით კითხვას, არ უდგება სკეპტიკურად მიღებულ პასუხს“. თუმცა, იქვე დაამატა, რომ რეგიონული მედია ცენტრალურისგან ცნობისმოყვარეობის უფრო მაღალი დონითა და შეკითხვების პრობლემურობითაც გამოირჩევა.

ის, რომ ქართული ჟურნალისტიკა სტაგნაციაშია, ამას, ბუნებრივია, თავადაც ვხვდებით, თუმცა, პირადად მე ძალაში ვტოვებ შემოთავაზებას და, თუ ბ-ნი ბასი კვლავაც იმ აზრზეა, რომ დიქტოფონის წინ გამოიმუშაოს საკუთარი ხელფასი, მზად ვარ, მას ამაში გამახვილებული ცნობისმოყვარეობით დავეხმარო!

 

скачать dle 11.3