კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა იკა მახარაშვილი ამერიკის ერთ-ერთი დიდი ბანკის პერსონალური ბანკირი და რა როლის შესრულება მოუწია მას პოპულარულ ამერიკულ სერიალში

იკა მახარაშვილი ჯერ მხოლოდ 21 წლის არის, თუმცა, თავისი ასაკის მიუხედავად, ამერიკასა და კანადაში გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია. 17 წლის იყო, როდესაც საქართველოდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მოსინჯა ძალები. იკას ყველაზე მეტად ის უნდა, რომ უცხოეთში გაიტანოს საქართველოს სახელი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

 

იკა მახარაშვილი: გორში დავიბადე. 12 წლის ვიყავი, თბილისში რომ გადავედი სასწავლებლად. შემდეგ „ალმა მატერის“ კოლეჯში ეკონომიურზე დავიწყე სწავლა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. ბავშვობიდან მინდოდა დიზაინერობა, სულ „ფეშენ” ჟურნალებს ვათვალიერებდი, სკეტჩებს ვაკეთებდი, რაღაცეებს ვქმნიდი ჩემი იდეებით. მაგრამ, ვიცოდი, რომ საქართველოში ძნელი იყო მეპოვა სკოლა, სადაც კარგად შევისწავლიდი „ფეშენ” დიზაინს, თანაც, არ მინდოდა, ეს ყველაფერი  საქართველოში დამეწყო, რადგან, ეს სფერო ჩვენთან მაინცდამაინც არ არის დაფასებული. დედაჩემი ამერიკაში ცხოვრობდა და მეც სულ ნიუ-იორკს ვუმიზნებდი, მინდოდა, ჩავსულიყავი და წარმატებული გავმხდარიყავი, თან, თუ ადამიანი ნიუ-იორკში გახდება წარმატებული, ის ყველგან წარმატებული იქნება. ამიტომაც, ერთ დღეს, დავიხურე ქუდი და წამოვედი ამერიკაში.

– როდის გადახვედი ამერიკაში საცხოვრებლად?

– თავიდან ჩამოვედი კონექტიკუტში, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. დედა ყველანაირად მიწყობდა ხელს, მაგრამ, მინდოდა, ყველაფერი თავად, დამოუკიდებლად გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, 17 წლის. ერთი თვის შემდეგ გადავედი კანადაში. საერთოდ, რისკიანი ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ, თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა გარისკო. ჯერჯერობით ასეთი ფიქრითა და მიდგომით ბევრს მივაღწიე ცხოვრებაში. კანადაში მარტო ვიყავი, მაგრამ მეგობრებიც მყავს, რომლებიც დღემდე ყველანაირად მეხმარებიან. იქ რამდენიმე ფოტოგრაფი, დიზაინერი, მოდელი გავიცანი, მოდელადაც ვიმუშავე, მაგრამ, როდესაც 18 წლის გავხდი, მივხვდი, რომ სწავლა არ მქონდა დაწყებული, ამიტომ, საკუთარი თავისთვის ცოტა სერიოზულად უნდა მიმეხედა. რაც მთავარია, დამოუკიდებლად ცხოვრებას მივეჩვიე და შემეძლო, რაღაცეები გამეკეთებინა. ერთი წლის შემდეგ ამერიკაში დავბრუნდი, თუმცა კანადაში უკვე კარგი კონტაქტები მქონდა. ამერიკაში კი ვიპოვე სამოდელო სააგენტო, რომელმაც მოდელად ამიყვანა, პარალელურად, რამდენიმე ფილმში თამაში შემომთავაზეს. თუმცა, იმ დროს სამსახური ვიშოვე „ლორდ ენდ ტეილორში“ და იქ ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი „მეიქაფ არტისტად“, შემდეგ ვიმუშავე „პრესკრიპტივში“ და შემდეგ, ერთი წელი – „შანელში“. ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს მრავალფეროვნება – მინდა, ბევრ რამეს მოვედო, ბევრ რამეში გამოვცადო საკუთარი თავი; რაც მთავარია, ბევრ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა, მათ სილამაზესთან დაკავშირებით ვაძლევდი რჩევებს და თან „მეიქაფს“ ვუკეთებდი.

– როგორ დაიწყე „შანელში“ მუშაობა?

– რა თქმა უნდა, იქ მოხვედრა არ არის ადვილი, ძალიან კარგი ხედვა უნდა გქონდეს. ყველას არ შეუძლია მაკიაჟის გაკეთება, თან ყველა ადამიანს განსხვავებული მოთხოვნა აქვს. როგორც აღვნიშნე, ერთი წელი ვიმუშავე „პრესკრიპტივში“, რომელიც „ესტე ლაუდერს“ ეკუთვნოდა, მაგრამ, შემდეგ ეს კომპანია დაიხურა და „შანელში“ გადამიყვანეს სამუშაოდ. საერთოდ, ვიზაჟისტის სკოლა არც მქონია გავლილი, უბრალოდ, როდესაც თავიდან დავიწყე სამსახურის ძებნა, მივედი მაღაზიაში და მენეჯერს ვუთხარი, მაკიაჟის გაკეთება შემიძლია-მეთქი. მან მიპასუხა, თუ ასე კარგად აკეთებ მაკიაჟს, მე გამიკეთე და თუ კმაყოფილი დავრჩები, მუშაობას დაგაწყებინებო. რომ გავუკეთე, ისე მოეწონა, გაოგნებული დარჩა და მეორე დღიდან დავიწყე მუშაობა. ყველაფერი საკუთარ თავზე და მეგობრებზე ვისწავლე. ჩემი და და მეგობრები მთხოვდნენ მაკიაჟის გაკეთებას და მეც ძალიან მაინტერესებდა. ხატვაც შემიძლია; კარგად ვხატავ და მაკიაჟსაც კარგად ვაკეთებ – ასეთ რაღაცეებში ნიჭი მაქვს, სხვანაირად „შანელში“ სამუშაოდ არავინ მიმიღებდა. რაც მთავარია, სამსახურში ნაკლები სტრესი იყო, კარგ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, ანაზღაურებაც კარგი მქონდა, თან, ამავდროულად, კოლეჯში ვსწავლობდი – გრაფიკა-დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე,  ახლა კი კონექტიკუტის უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებას. ბიზნესითაც ძალიან ვარ დაინტერესებული და ამ სფეროში თუ გვექნება გამოცდილება, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ.

– ძირითადად ფოტომოდელად მუშაობ?

– დიახ. კანადაში პოპულარულ მოდის ჟურნალშიც დაიბეჭდა ჩემი ფოტო; ასევე, მქონდა ინტერვიუც. ბევრმა ადამიანმა მიცნო, ერთ-ერთმა ქუჩაშიც გამაჩერა და მითხრა, მე შენ გიცნობო – ჩემი ფოტო ჰქონდა ნანახი და ინტერვიუ წაკითხული. კონექტიკუტში ერთ-ერთ საიუველირო კომპანიასთან ვიმუშავე – საათის რეკლამა გავაკეთე. მოდელობა ახალი დაწყებული მაქვს და ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის. ჩემი ერთ-ერთი ფოტო სააგენტოში ლობში კიდია, ყველაზე დიდია და, რომ შევდივარ, მიხარია, როდესაც ჩემს ფოტოს ვხედავ. გავიცანი „დისქვარდები“ – კანადელი დიზაინერი ტყუპები, მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და თავიანთ ფართებზეც მეპატიჟებიან, ძალიან კარგი ადამიანები არიან და მათთანაც ვიმუშავე. დღემდე ხან კანადაში ვარ, ხან ამერიკაში – სადაც საქმე გამომიჩნდება. ტყუპები ერთ-ერთ გეი აღლუმზე გავიცანი – ეს ყველაზე კარგი ადგილია დიზაინერების გასაცნობად. შემდეგ მიმიწვიეს ფართიზე, სადაც ჩემს ძალიან კარგ მეგობართან, დიზაინერ გიო გოდეტთან ერთად მივედი. იქ უკეთ გავიცანი ტყუპები, მოვეწონე, კიდევ დამპატიჟეს სხვა ფართიზე და შემდეგ უკვე მათთან ვიმუშავე. ძალიან კარგი დიზაინერები არიან, მე „დისქვარდის“ ბევრი სამოსი მაქვს, მათთან მუშაობაც ძალიან სასიამოვნოა. ამ ეტაპზე დიზაინერობაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ, მინდა, ყველაფერში გამოვცადო თავი. ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯო, მაგრამ, ძირითადად მოდელობას ვუმიზნებ და ფილმებს. ჩემმა სააგენტომ მომცა სამუშაო – გადამიღეს ერთ-ერთ ამერიკულ პოპულარულ სერიალში „როიალ ფეინზ“, რომელიც USA-ზე გადის. პატარა როლი მქონდა – „არტ-შოუს“ მენეჯერის ასისტენტი ვიყავი, მაგრამ, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე და ამ საქმითაც დავინტერესდი. ასევე, პატარ-პატარა კომპანიებთან ვიმუშავე მოდელად, ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და ჩემს კარიერას ყველაფერზე წინ ვაყენებ. დედაჩემს ყოველთვის უნდოდა, რომ მიზანდასახული ვყოფილიყავი და ეს ისე გამიჯდა ხასიათში, ყოველთვის ვიცი, რა მინდა და, რაც მთავარია, რქებით გავიტან. ჩემი სააგენტო მთავაზობს ფილმში გადაღებას, მაგრამ, ჯერჯერობით უარზე ვარ, რადგან, ორ უნივერსიტეტში ვსწავლობ თანაც, ბანკ „ბენქ ოფ ამერიკაში“ ვმუშაობ პერსონალურ ბანკირად, ასევე, „შანელშიც“ –  დიდ ივენთებზე მეძახიან, რადგან, არ მაქვს იმის დრო, ყოველდღე ვიმუშაო, ამიტომ მირჩევნია, ვისწავლო და დიდ „ივენთებზე” დამიძახონ, რომ გამოცდილება კიდევ უფრო ავიმაღლო. ძალიან საინტერესოა  „შანელის“ ფართიზე მუშაობა, ასევე, როდესაც ახალი წელია, ყველა მოდის მაღაზიაში, რომ მაკიაჟი გაიკეთონ, ან, დაბადების დღის წინ უნდათ, კარგად გამოიყურებოდნენ. ზოგჯერ იმხელა რიგი დგას, სამუშაო საათები მთავრდება და დამატებით მიწევს მუშაობა. ასევე, ბანკში 6 თვის წინ დავიწყე მუშაობა, მაინტერესებდა, როგორ გამომივიდოდა ეს საქმე, თან, „ბენქ ოფ ამერიკა“ დიდი კომპანიაა და იქ მუშაობა ძალიან საინტერესოა.

– რის კეთება გევალება ბანკში?

– მეგობრები მეუბნებიან, როდესაც ბანკში მიდიხარ, სულ სხვანაირი ადამიანი ხდებიო. საერთოდ, ძალიან მიყვარს ცვლილებები, ზოგჯერ მაკიაჟით ვარ, გიჟური ვარცხნილობით, მაგრამ ბანკში ყოველთვის მივდივარ შარვალ-კოსტიუმით, უკან გადაწეული თმით, სერიოზული იმიჯით, ჰალსტუხით. ბანკში, ყველაფერი მევალება, ანუ დილით 8 საათზე გვაქვს შეხვედრა, ერთი საათის განმავლობაში ყველაფერს განვიხილავთ, 9 საათზე კი უკვე ვხსნით ბანკს და, როგორც ჩვენ ვამბობთ, „ვიწყებთ თამაშს”. ბანკს 4 საათზე ვკეტავთ, შაბათს – პირველ საათზე, მაგრამ კვირაში სამი დღე ვმუშაობ, რადგან, მინდა, დანარჩენი დრო სხვა საქმეებს დავუთმო.

 

 

скачать dle 11.3