კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ვერ გაცვლის ბესო ზანგური ვერასდროს ქალს და როგორი მამაკაცები არიან მისთვის მიუღებელი

მსახიობ ბესო ზანგურის ცხოვრებაში როგორც ყოველთვის, ბევრი სიახლეა. ამ ეტაპზე კი მის ცხოვრებაში სკანდალური არაფერი ხდება. პირიქით, ჩვენი რესპონდენტი რადიკალურად შეცვლილი და დასერიოზულებულია. რამდენიმეთვიანი შუალედით მან საკუთარი ლექსების ორი კრებული გამოსცა. მართალია, სახალხოდ არ იყო ცნობილი ბესოს გატაცება, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ლექსების წერა მას გაცილებით ადრე დაუწყია. 

 

– ამ დროისთვის რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?

– სიახლე, ძირითადად, ჩემს შემოქმედებას ეხება. რადგან გადავწყვიტე, სერიოზულად მივხედო ამ ყველაფერს. მირჩევნია, თუკი რამე სათქმელი გამაჩნია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გავაკეთო, ვიდრე სხვა გზით. თუ რამე მაწუხებს, ვწერ ლექსს. უკვე ჩემი მეორე წიგნი გამოვიდა. სხვა არაფერი, მივყვები ცხოვრებას და ველოდები უფრო და უფრო კარგ შედეგებს. მომავლისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შემოთავაზება მაქვს ერთ-ერთი ფილმიდან. ასევე – უცხოეთიდანაც, რომელზეც ბევრს ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. ერთს გეტყვით, რომ გადაღებებზე შეიძლება ცოტა ხნით უცხოეთში გამგზავრება მომიწიოს.  

– ორი წიგნი 5 თვეში... ლექსებს დიდი ხანია წერ?

– ლექსებს დიდი ხანია, ვწერ, უბრალოდ, არასდროს არ ვამბობდი, რადგან კომპლექსი მქონდა. საქართველო პოეტებისა და მუზების ქვეყანაა. ძალიან ძნელია, ვინმეს მიმართულებას, სიტყვას, ან თუნდაც რიტმს აცდე. ამიტომ, ახლაც კი ძალიან მეუხერხულება, როცა ლექსს ვწერ. ბევრი წერს დღეს ლექსს, ამიტომ ცოტა ამბიციურად მეჩვენება ჩემი განაცხადი, თუმცა ეს ამბიცია, ისევ ჩემს ამბიციურ თავს დავაბრალე და გადავწყვიტე, გამომეცა ლექსების კრებული და მგონი, არ გამოიღო ცუდი შედეგი. ჩემი ორივე წიგნი „ბიბლუსის” მაღაზიების ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. ის, რაც ჩემშია დამალული, ყველაფერი ჩემს ლექსებში ჩანს. 

– შენი მუზა ვინ არის?

– ჩემი მუზა ჩემი ცხოვრებაა. ჩემი მუზა, ჩემი ცხოვრების ნებისმიერი წუთი და მოქმედებაა. წერის დროს არ ვფიქრობ კონკრეტულად, რომელიმე ქალზე. არავინ მყავს გაიდეალებული და მუზად არავის მივიჩნევ. ჯერჯერობით ეს ვერავინ დაიმსახურა.

– მარტო ხარ?

– კი, მარტო ვარ და ძალიან კარგადაც ვგრძნობ თავს.

– გამოდის, ქალები ლექსებში გაცვალე?

– არა, ქალს ამქვეყანად ვერანაირ სიამტკბილობაზე ვერ გავცვლი, უბრალოდ, ამ ეტაპზე მირჩევნია, მარტო ვიყო და ჩემს პროფესიასა და თავს მივხედო. ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, მივხვდი, ამდენი წელი სხვისთვის ვიცხოვრე. წინააღმდეგი არ ვარ, კიდევაც ვიცხოვრებ სხვისთვის, უბრალოდ ამან ჩემს ცხოვრებასა და რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა. რომ მოვტრიალდი, მარტო დავრჩი. როცა არ იმსახურებ და შენზე ლაპარაკობენ, ეს ყველაზე ცუდი საქციელია. ცილისწამებას ადამიანს ვერასდროს ვაპატიებ. ჩემზე რას არ ამბობდნენ, ამ დროს კი, ჩვეულებრივი, კარგი ბიჭი ვარ. 

– რა განაჩენი გამოუტანე საკუთარ თავს?

– საკუთარ თავს ის განაჩენი გამოვუტანე, რომ ღირსი ვარ, ვიყო ბედნიერი. უკვე ვარ კიდეც. ვინმეს ჯინაზე კი არა, საკუთარი თავის გამო. აი, ასეთი ეგოისტური განაჩენი გამოვუტანე თავს. 

– ორი ბიჭის მამა ხარ. 

– ამაზე დიდი სასწაული და საჩუქარი ღმერთს ჩემთვის არ გაუკეთებია. 1 იანვარი და 28 ოქტომბერი ჩემთვის უბედნიერესი დღეებია. ეს არის ღვთისგან ბოძებული სასწაული, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაუფრთხილდე. ძალიან ცოტა დრო დამრჩა იქამდე, რომ ჩემი ცხოვრება ბედნიერად წარვმართო და დავასრულო ისე, ჩემმა შვილებმა იამაყონ იმის გამო, რომ ბესო ზანგურის შვილები არიან.  

– ყურადღებიანი მამა ხარ? ამ თემასთან დაკავშირებითაც ხშირად ბჭობდნენ.

– კი, ვარ. საერთოდ, ოჯახური სკანდალები მეგოიმება. მაგალითად, უცხოეთში ქალიშვილობის ინსტიტუტი თუ მოისპო, საქართველოში გადაგვარდა. იქ თუ პრობლემა არ აქვთ ქალიშვილობაზე, აქ გადაგვარებულად არ აქვთ პრობლემა. ასევეა ქართული ოჯახიც. ჯერ ვერ გამოვედით ქართული მენტალობიდან. იმ დღეს მე და ლევან ბერიკაშვილი ვისხედით და ვლაპარაკობდით. ლევანმა მითხრა, თეატრში შენზე რომ ლაპარაკობენ, მოდი, აბა, დავთვალოთ სხვას ვის აქვს შექმნილი ოჯახი რამდენჯერმეო. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სულ რამდენიმე კაცს არ ჰყავს 3 ცოლი. 

– აბა, შენს შემთხვევაში რა მოხდა, რით ხარ მათგან გამორჩეული?

– თბილისია ისე აწყობილი, ერთი თუ აჭორავდნენ შენზე, მერე აღარ ჩერდებიან. საკუთარ თავსაც ვამტყუნებ ამაში, დავგოიმდი და ხმა ამოვიღე, როცა სრული „იგნორი” უნდა გამეკეთებინა ამ თემაზე, როგორც ახლა ვაკეთებ. 

– საგრძნობლად შეცვლილი და დასერიოზულებული ხარ. მართალია, ამ ეტაპზე უარი თქვი ახალი ოჯახის შექმნაზე, მაგრამ მაინტერესებს, აღარ გიჩხუბია, როგორც ადრე? შენს სახელს ბევრი ასეთი ფაქტი უკავშირდება.

– ჩხუბის ამბავში ვერ დავწყნარდი. კაცი ვარ და თუ პასუხია საჭირო, უნდა გავცე, ისე არ გამოვა ცხოვრება. ვიღაცისთვის უფრო მისაღები კაცი ვარ, ვიღაცისთვის კი – კაცი ყოველ დილით 3 მოხარშული კვერცხითა და მიხაკით ხელში. 

– ისეთი რამ თუ არის შენს ცხოვრებაში, რაზეც არასდროს იტყვი უარს?

– უარს არასდროს ვიტყვი საკუთარ პრინციპებზე. პრინციპის გამო ისეთი ნაბიჯები გადამიდგამს, მერე ბევრი ტკივილი მიმიღია. კარგი იქნება თუ ცუდი, უარს ვერასდროს ვიტყვი ჩემს სურვილებზე, რადგან ამ დროს აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. ეს, ასე არ შეიძლება! – ბესო ზანგურისთვის დაუწერელი კანონია. 

– ამ ეტაპზე მართლა არ არის შენს ცხოვრებაში არავინ?

– ამ ეტაპზე აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და ვჯერდები იმ ურთიერთობებს, რასაც ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქვია. მაგრამ, შეიძლება, იყოს ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, დავმალავ.

– წარსულიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრი გოგო არც გენდობა.

– მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. ალბათ, არ მენდობიან იმ ეტაპამდე, სანამ გამიცნობენ. ახლა მე მკითხეთ, მე ვენდობი? იმის ამოსარჩევი ვარ? იქნებ, მე უნდა ამოვირჩიო. ჯერ ხომ მე უნდა მომეწონოს და მომინდეს მასთან ურთიერთობის დაწყება. საერთოდ, ყველა ყველას ენდობა, ყველა ყველასთან კარგად არის. სახალხოდ ვინ რას ჭორაობს, არ მაინტერესებს. ყველას ვურჩევ, ვისაც რა სურვილები აქვს, ის აკეთოს, ოღონდ ნორმალური ცხოვრების ფარგლებში და არ გადავიდეს იმ ზღვარს, რასაც ღირსება ჰქვია. თორემ უღირსი ადამიანი სანდო კი არა, საშიშია.

– კარგი, ისევ შენს წიგნებს დავუბრუნდები. ორი წიგნიდან ერთი წითელია, მეორე – შავი. რატომ სტენდალის ფერები?

– სტენდალი მიყვარს და იმიტომ. რაც შეეხება თვითონ წიგნებს, ყველაფერი ჩემი მეგობრების დამსახურებაა. ყველანაირად გვერდით დამიდგნენ. პირადად მე „ვორდში” ტექსტის აკრეფაც კი არ ვიცი. 

– ორ წიგნზე ჩერდები?

– ახლა, საერთოდ, ჩემი წერის სტილის შეცვლა მინდა. უკვე მე თვითონ დამღალა ჩემმა ლექსებმა. მინდა, ცოტა სხვა მიმართულებით ვწერო. თუმცა, სევდას ვერ ავცდები, რადგან შემოდგომა და სევდა ძალიან მიყვარს. ეს ჩემთვის ამ ცხოვრების ყველაზე დიდი ხიბლია. მუდმივად წერას არ ვაპირებ. არ ვარ პოეტი. მე მსახიობი ვარ, რომელსაც თუ რაღაც აწუხებს, ამ ეტაპზე ფურცელზე გადააქვს, რადგან სცენა დროებით გაჩერებულია. 

„შემიყვარდა შენზე ფიქრი,

თეთრი ფიქრი, ღამის ნისლი,

თბილი, ტკბილი, ოდნავ რბილი

ტუჩები და თვალის სხივი.

მხოლოდ ჩემი, ცოტა შენი,

გულის მწველი ლურჯი ფერი,

ზღვის სიო და თოვლის ფიფქი –

ისევ მიყვარს დილის ნისლი!”

                    (ბესო ზანგური)

 

 

 

скачать dle 11.3