კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მალავდა დიდი ხნის განმავლობაში ია სუხიტაშვილი და როგორ უმღეროდნენ უცხო მამაკაცები მას სახლის კართან

რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი და კინომსახიობი მიშა მესხი ერთნაირად საინტერესო ადამიანები არიან. მათი ურთიერთობა, ისევე როგორც ბევრი სხვა წყვილის, მეგობრობით დაიწყო და ოჯახის შექმნით დასრულდა. თბილისში მათ გარშემო ჭორები არ წყდება, მაგრამ, რომ გაარკვიო, ტყუილია ეს თუ მართალი, უმჯობესია, ყველაფერი თავად ჭორების სამიზნესთან გადაამოწმო. ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი. ია საკმაოდ უშუალო, თბილი და კარგი მოსაუბრეა. ის გულახდილად გვესაუბრა თავის პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე.

 

– ია, ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის თუ სცენა? ანუ, არჩევნის წინაშე რომ დადგე, როგორ მოიქცევი?

– იცი, ძალიან რთულ კითხვას მისვამ, იმიტომ, რომ, ამ პროფესიის გარეშე ვინ ვარ, ვის რაში ვაინტერესებ?! მე ვფიქრობ, რომ ასე კარგად სხვა არაფერი გამომდის. ერთადერთი მსახიობი ქალია მერილ სტრიპი, რომელზეც გამიგია, რომ არაჩვეულებრივი ცოლი და დედაა და  სახლში თვითონ აკეთებს ყველაფერს. ალბათ, ყველაფერი მონდომებაზეა. ჩვენ, მით უმეტეს, საქართველოში ვცხოვრობთ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რაღაც ვითაკილოთ. ვერც ერთი მსახიობი ვერ იტყვის, თეატრში და კინოში ისე ვარ დაკავებული, ოჯახისთვის ვერ ვიცლიო. მე ერთსაც ვახერხებ და მეორესაც.

– მიშაც მსახიობია და, წესით, ყველაზე უკეთ მას უნდა ესმოდეს შენი, მაგრამ, ზოგადად, მამაკაცი მაინც რთულად ეგუება ცოლის გარე-გარე ყოფნას, ასე არ არის?

– მე ჩემი ქმარი ძალიან მიწყობს ხელს და ამაზე არანაირი პრეტენზია არ აქვს. შეგუებულია, რომ, შეიძლება, ღამის 4 საათზე ან დილის 6 საათზე მივიდე სახლში და თერთმეტზე ისევ თეატრში დავბრუნდე. სანამ გავყვებოდი, უყურებდა ამ რეჟიმს და ყველაფერი კარგად ჰქონდა გაანალიზებული. არის დღეები, როცა კვირაში ორჯერ მაქვს სპექტაკლი, გადაღებებიც არ მაქვს და ამ დროს ოჯახს ვუვლი: სახლი დასალაგებელია, ჭურჭელი – გასარეცხი, თეთრეული – მოსაწესრიგებელი, ბავშვი – ბაღიდან გამოსაყვანი და სასეირნოდ წასაყვანი.

– წეღან თქვი, ამ პროფესიის გარეშე ვინ ვარო. მსახიობი რომ არ ყოფილიყავი, მიიქცევდი საზოგადოების ყურადღებას?

– მსახიობობაში არ არის საქმე. თუ გავიხსენებ იმას, რომ ჟურნალისტობა მინდოდა, ალბათ, მექნებოდა იმის პრეტენზია, რომ რომელიმე გადაცემის წამყვანი ვყოფილიყავი. საერთოდ, სულ მქონდა იმის მუღამი, რომ ყველაფერში თავი გამომეჩინა და პირველობა არავისთვის დამეთმო. ბავშვობიდან მაქვს გაცნობიერებული, რომ ღმერთმა მომცა ტვინი, ხელები, ფეხები, ჯანმრთელობა და, რატომ უნდა ვიყო მეორე და მესამე? ეს არ არის ამბიცია, „ამბიცია” – ცოტა უხერხული გამონათქვამია; ეს არის სურვილი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

– არც პირველ მეუღლესთან გექნებოდა წინააღმდეგობები. კახაც ხომ მსახიობია?

– არც კახასთან იყო პრობლემა. არც ერთს არ ჰქონია პრეტენზია, ქალი მაინცდამაინც სამზარეულოში იჯდეს. მაშინაც მქონდა ოჯახისგან ხელშეწყობა. იმ პერიოდში მთავარი როლები ვითამაშე, კინოდანაც წამოვიდა შემოთავაზებები, ლუკას გაჩენამ ხომ საერთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყველაზე კარგი, რაც კი ადამიანს შეუძლია, გააკეთოს – შვილია. ეს პატარა ადამიანი კარგი ფეხით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში; ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მეორე სუნთქვის გახსნა მოხდა. ის როლები, რაც მქონდა, პატარა და დიდი, ხარისხობრივად დალაგდა. მაგალითად, „ცეცხლის წამკიდებელი“, „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც, შეიძლებოდა, მეორე ან მესამეხარისხოვანი ყოფილიყო, მაგრამ, ერთ-ერთი საუკეთესო როლი გამოვიდა. ამ როლისთვის სპეციალური ჯილდო – „დურუჯი” ავიღე.

– ალბათ, ყველაზე დიდი შემფასებლები თვითონ ხართ. ერთმანეთს რას ეუბნებით ხოლმე?

– ადრე „ფეისბუქზე” დავწერე – ჩემი ქმარი ყველაზე ნიჭიერია თავისი თაობის მამაკაცებში-მეთქი და ამან გაღიზიანება გამოიწვია. ასეა და რა ვქნა?! მიხარია, რომ ჩემი და მიშას ურთიერთობა კარგად აეწყო. ძალიან სამართლიანი, გემოვნებიანი და პირდაპირია. ზუსტად ვიცი, თუ რამე არ გამომივიდა, პირდაპირ მეტყვის – შენ ეს არ გამოგივიდაო; თუ გამომივიდა, ასევე, პირდაპირ მეტყვის – შენით ვამაყობო. როცა რამეს, ვაკეთებ, იმ დროს მიშა ჩემს გონებაში ზის, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ მიშას ჩემ  გამო არ შერცხვეს, არ „გაუტყდეს“. „ნადირობის სეზონი“ რომ დამთავრდა, მოსალოცად შემოვიდნენ საგრიმიოროში, მიშაც შემოვიდა და ყველას სთხოვა, ერთი წუთით დამტოვეთ ჩემს ცოლთანო. ჩაკეტა კარი, ვდგავართ, ერთმანეთს ვუყურებთ და მეუბნება: იცი, დღეს რა ბედნიერი ვარო?! გეფიცები, ცრემლები წამომივიდა. მეორე ასეთი შემფასებელი ადამიანი არის ჩემი ძმა, რომელიც, ასევე, პირდაპირ მეუბნება, რაც არ მოსწონს – ამას ხომ მეც გავაკეთებდიო...

– რა როლს თამაშობს ოჯახი შენს ყოველ წარმატებაში, ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ, პირიქით თუ მომხდარა, როცა ვინმეს ხელი შეუშლია? თუნდაც მაშინ, როცა პირველი ოჯახი დაგენგრა...

– როდესაც მე და კახა დავშორდით, როგორ არ მქონდა დეპრესია, მაგრამ, მაშინ თეატრში მკვდარი სეზონი იყო და, რაღაცნაირად, გადავიტანე – წავედი სოფელში და მთელი ზაფხული იქ ვიყავი, თან, გვერდით ლუკა მყავდა...

– და – მიშა მესხი.

– არა, მიშა მერე გამოჩნდა, „გასეირნება ყარაბაღში – 2-ში“ რომ გადამიღეს. სულ ერთად გვიწევდა მისვლა ტელევიზიებში, კარგად დავმეგობრდით და ერთმანეთთან ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს. ხომ ამბობენ, ორი პლუსი ერთად არ შეიძლებაო... ჩვენ ვართ ორი პლუსი, მაგრამ, არ ვიცი, რატომ არ ხდება აფეთქება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური ადამიანები ვართ. მიშას სიგიჟეები ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, კარგად „მტენის”. სხვანაირი მიშა ვერ წარმომიდგენია და, არც მინდა, წარმოვიდგინო. ჩემთვის მიშას ფენომენი აბსოლუტურად მისაღებია. როგორც ჩემს შვილს ვუმადლი ჩემს ბევრ წარმატებას, ასევე, ვუმადლი მასაც.

– მე კიდევ სხვა ინფორმაცია მაქვს – მიშას გამოჩენამ გააუფერულა შენი და კახას ურთიერთობაო.

– არა, ასე არ არის. უკვე ვთქვი, რომ ფილმზე მუშაობის დროს მოხდა ჩვენი დაახლოება-მეთქი. სხვათა შორის, ყველა გვეკითხებოდა, ამდენ ხანს როგორ დამალეთ, რომ ერთად იყავითო. მე და მიშა შევთანხმდით, რომ ერთმანეთზე არსად არაფერს ვიტყოდით; ვამბობდით, რომ მეგობარია და მორჩა. მაშინ ასე ვფიქრობდით, რომ საჭირო არ იყო, ჩვენს თავზე ზედმეტი რაღაცეები გველაპარაკა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა წავკინკლავდით...

– რაზე კინკლაობდით?

– მე ნაკლებად მიყვარს კლუბური ცხოვრება, არ შემიძლია დისკოთეკაზე დიდხანს გაჩერება, მიშას – პირიქით, დღემდე უყვარს კლუბებში სიარული და გართობა. იყო რაღაცეები, რაც მანერვიულებდა; მერე, უამრავ ხალხს მოსწონდა, ბევრი ქალი ზედ ახტებოდა. კი, მართალია, რად უნდა ქალს ისეთი კაცი, რომელიც არავის მოსწონს და უყვარს, მაგრამ, სხვა რამეს ვამბობ: როცა შეყვარებული ვიყავი, ამას ვმალავდი, არ ვამჟღავნებდი და წარმოიდგინე, რა დღეში ხარ, ამას რომ უყურებ და ხმას ვერ იღებ. 

– ამ დაშორებების დროს ხომ არ შეგეცვალა მიშაზე წარმოდგენა, გრძნობა ხომ არ გაგინელდა?

– არა, წარმოდგენა არ შემცვლია. შეყვარებულიც ვიყავი, გათხოვილიც, ვიღაც მომწონებია კიდეც, მაგრამ, ის, რაც მიშას მიმართ მჭირს,  ერთხელ მოდის ან საერთოდ არ მოდის. მინდა, რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად გავატარო. 

– მოდი, მაშინ, თქვენზე აგორებულ ჭორებზე ვილაპარაკოთ. ამბობენ, მიშა და ია დაშორდნენო, მიშა ცოლს სცემსო...

– მამაჩემის სულს გეფიცები, რაც მე და მიშა შევუღლდით, ერთხელაც არ ყოფილა ისე, რომ მე ავდექი, ჩავალაგე ბარგი და სახლში წავედი. კამათი და ჩხუბი როგორ არ მოგვსვლია, რა სისულელეა, მაგრამ, ასეთ მდგომარეობამდე არ მივსულვართ, ღმერთმა დაგვიფაროს! მეზიზღება, როცა ზოგიერთის ინტერვიუს ვკითხულობ. ვითომ არასდროს არ უჩხუბიათ, იდეალურად არიან. სახლში რემონტს ვაკეთებდით – ჩვენს ოთახს ვარემონტებდით, პარალელურად კი გადაღებები მქონდა და ღამისთევაზე ვიყავით გადასულები; ცალკე კიდევ – თეატრში რეპეტიციები... მოკლედ, სრული საგიჟეთი იყო. დღე-ღამეში მაქსიმუმ ორი საათი მეძინა. მოხდა ისე, რომ რაღაცეები აღარ გამახსენდა, სახლში ნივთები ავურ-დავურიე და ცოტა  ამაზე შევკამათდით. მიშა წავიდა. მე კი ჩემთვის ვქოთქოთებ, მუშებს საჭმელს ვუმზადებ და ცოტა ხანში გადაღებაზე უნდა გავიქცე. უცებ კარზე კაკუნია. ვაღებ კარს და რას ვხედავ – პანჩოებში გამოწყობილი ვიღაც კაცები დგანან, ხელში გიტარებით და ბანდერასის სიმღერას მღერიან. სად იპოვა, სად გაახსენდა, ვერ გეტყვი. რა დამემართა, არ იცი. 

– ეს კითხვა შემთხვევით არ დამისვამს. იმ პერიოდში მიშა მესხი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, რაც თავადაც აღიარა ტელევიზიით. ეს არაფერს ნიშნავდა შენთვის?

– კი, ადრე ინგა გრიგოლიასთან უღიარებია, ნარკომანი ვიყავიო, მაგრამ, მე არ მიყურებია ამ გადაცემისთვის. დღეს ის ჩვეულებრივი ადამიანია. რა თქმა უნდა, ამ დროს არის რაღაც, რაც ურთიერთობაში გიშლის ხელს, მაგრამ, იმდენად მიყვარდა, რომ ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. ბათუმში ვიყავით მე, მიშა, ჩემი მეჯვარე – ნუცა კუხიანიძე და გუკა. მიშას დაბადების დღეს დაემთხვა ჩვენი იქ ყოფნა. ყური მოვკარი, ლაპარაკობდნენ: „ხვალვე წავიყვანთ სალონში, მოვაწესრიგებთ, უკვე კაბაც ვნახეთ”... ვერ მივხვდი, რაზე ჩურჩულებენ. შუადღე იყო. სალონიდან რომ დავბრუნდით მიშამ შემხედა – არანაირი ვარცხნილობა არ მაქვს გაკეთებული, ჩვეულებრივად მაქვს თმა. გაუკვირდა, მაგრამ მოვიდა და მეუბნება – დღეს ძალიან ბედნიერი ვარო. ბედნიერი უნდა იყო, აბა, რა, დაბადების დღე გაქვს-მეთქი. არა, მაგიტომ არაო. აბა, რა ხდება-მეთქი და – ყვავილი გამომიწოდა, რომელშიც ჩადებული იყო. აი, ეს ბეჭედი და მეკითხება – ცოლად გამომყვებიო? არც ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ. ყველა ადამიანს აქვს თავისი სისუსტეები და, თუ ამის გამო გარიყავ, საკუთარ თავთან არ იქნები მართალი. უამრავი ჭორი გავიგე – გადაღებებზე ისეთ დღეში იყო მიშა, კედელზე ჰყავთ მიყუდებულიო. მინდა, ხმამაღლა ვთქვა, ყველას გასაგონად: როდესაც ამ ადამიანს იღებენ, იმდენად მაღალ ხარისხში აქვს აყვანილი პასუხისმგებლობა, ბევრი ვერ დაიკვეხნის. ყარაბაღზე მეორე დღეს რაც ჰქონდათ გადასაღები, შენ არ იცი, როგორ მაბარებდა ტექსტებს. ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს. 

 

 

скачать dle 11.3