კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება დააზიანოს არასწორად შექმნილმა ბენზინის წნევამ და როგორ გადავამოწმოთ ის

ავტომობილის სიმძლავრის მოულოდნელი მოკლება ხშირად პირდაპირ არის დაკავშირებული საწვავის წვის მატებასთან. ბენზინის ტუმბო, ეგრეთ წოდებული „ბენზონასოსი”, ის დეტალია, რომლის მწყობრიდან გამოსვლაც ბევრ თავსატეხს უჩენს მძღოლებს. 

 

 მევლუდ მელაძე: უამრავი მძღოლი, ალბათ, ყოველდღიურად მეკითხება ავტომობილის სიმძლავრის შესახებ, რომ ხშირად მათ მანქანას აბსოლუტურად მოულოდნელად და უმიზეზოდ, სიმძლავრე უვარდება და იწყება პრობლემები. ამ დროს არც ხელსაწყოების დაფაზე ინთება რაიმე ნიშანი და შეიძლება, ათას ხელოსანთან მივიდნენ, ბევრი დეტალიც გამოცვალონ, მაგრამ ვერაფერმა უშველოს. ვიღაცა ჰაერის მზომს, ეგრეთ წოდებულ „ვოზდუხამერს” შეამოწმებს და შეიძლება, გამოცვალოს კიდეც. დაიწყებენ რაღაც სენსორების გადამოწმებას, კომპიუტერს შეაერთებენ დიაგნოსტიკაზე, მაგრამ არანაირი ცვლილება არ ჩანს, არადა პრობლემა არის. ავტომობილს სიმძლავრე აკლია და ვერაფერს შველით. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ავტომობილი შეიძლება, ჩაქრეს კიდეც. მიზეზი მარტივია, მაგრამ რთული საპოვნელია – საწვავის სისტემაში არ იქმნება საჭირო რაოდენობის ბენზინის წნევა. 

– რას ნიშნავს ეს?

– დაზიანებულია ბენზინის ტუმბო. შეიძლება არ იყოს გამოცვლილი ბენზინის ფილტრი, ისე დიზელის ფილტრის გამოუცვლელობაც იწვევს სიმძლავრის დაკლებას, მაგრამ დიზელის „ნასოსი” პირდაპირ ძრავაზეა დამაგრებული და ის მსგავს პრობლემებს არ ქმნის. ბენზინის წნევა კი სხვანაირად იქმნება – ჯერ ბენზინის ავზში, შემდეგ კი მილებით მიდის ფილტრთან და შედის საწვავის სისტემაში ძრავათი. თუ ფილტრი გაჭედილია, მას გამტარობა არ ჰყოფნის და შესაბამისად, ისეთი წნევა, რასაც „ნასოსი” ქმნის, არ იქმნება ჩაფრქვევის სისტემაში. ანუ ჩაფრქვევის მაგივრად ხდება ჩაღვრა და შესაბამისად, ფეთქებაც ნაკლები აქვს და სიმძლავრეც.

– ანუ, ყველა უბედურება ერთად ემართება.

– კი. ამ პრობლემას ძალიან მარტივად გადავჭრით, თუ ფილტრს შევცვლით. მაგრამ, ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ბენზინის ფილტრს გამოცვლით, მაგრამ ეს პრობლემას აღარ შველის. შესაძლოა, ფილტრის შეცვლა დაგვიანდა; ან ჭუჭყი, წყალი მოხვდა ავზში; ან უბრალოდ, ტუმბოს, როგორც დეტალს, თავისი ცვეთა და რესურსი აქვს; ან თავიდანვე არ იყო კარგი ხარისხის და „ნასოსი” ვერ ქმნის სათანადო წნევას. ამის გადამოწმება ძალიან იოლია. ნებისმიერ ხელოსანს, რომელიც ინჟექტორებს წმენდს, აქვს ხელსაწყო, რომლითაც გასინჯავს, მოეწოდება თუ არა სისტემას სათანადო ბენზინის წნევა. თუ დაზიანებულია, „ნასოსის” აღდგენა შესაძლებელია და არც მისი გამოცვლაა დიდი პრობლემა. სხვადასხვა მოდელის „ნასოსიც” მიდის ერთმანეთზე, მთავარია, მიდიოდეს და წარმადობა ჰყოფნიდეს, ანუ იგივენაირ წნევას ქმნიდეს და გამტარობაც იდენტური ჰქონდეს. როგორც „ორიგინალ ტუმბოს”, ისე ახალსაც აწერია ეს ყველაფერი. 

 ასევე, შეიძლება, დაზიანებული იყოს, ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანი”, რომელიც „ნასოსიდან” გამოსულ წნევას არეგულირებს. განსაზღვრავს, თუ რამდენი დატოვოს ძრავას სექტორში და რაც ზედმეტია უკან, ისვე ავზში აბრუნებს. არის შანსი, რომ ეს სარქველი, ეგრეთ წოდებული „კლაპანი”, დაზიანდეს, რის გამოც ის ნაკლებ წნევას ტოვებს სისტემაში და უფრო მეტს უკან აბრუნებს. არც ამის გაგებაა ძალიან რთული. იგივე ხელოსანი იოლად შეამოწმებს არის თუ არა სისტემაში დარჩენილი საჭირო წნევა; ან საერთოდ, ეს დეტალი – „აბრატნი კლაპანი”, მუშაობს თუ არა. თუმცა, არის ავტომობილები, უფრო მეტად ამერიკული წარმოების და ნელ-ნელა გერმანულმა მარკებმაც დაიწყეს მსგავსი სისტემით მუშაობა, როცა „აბრატნი კლაპანი” უკანა მხარეს, ავზში, „ნასოსთან” ერთად არის განთავსებული. ყველა მოდელს დეტალურად ვერ განვიხილავთ, მაგრამ იმ მოდელების მუშაობის გადამოწმება რომლებშიც ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანი” ძრავას მხარესაა, საკუთარი ძალებითაც იოლად შეგიძლიათ. ბრტყელტუჩათი სარქველი გადაკეტეთ და ვინმემ გაზი უნდა მისცეს გაჩერებულ ავტომობილს. თუ ავტომობილი ბრუნების განვითარებას სწრაფად დაიწყებს, ანუ სიმძლავრე მოემატება, ფაქტია, რომ სწორედ ეს სარქველია დაზიანებული და ის ვერ იჭერდა საჭირო წნევას. თუ ავზშია განთავსებული, დამოუკიდებლად ვერაფერს იზამთ, მაგრამ ხელოსანთან ამ პრობლემის აღმოფხვრა რთული ნამდვილად არ იქნება.

 

скачать dle 11.3