კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „რავ 4”, დიზელზე, მართვის მექანიკური კოლოფით. ავტომობილს გავლილი აქვს 200 ათასი კილომეტრი. სიჩქარეში რომ ვაგდებ, მოდების პედალს ფეხს ვუშვებ, მაგრამ, სანამ გაზის პედალს დავადგამ ფეხს, მანქანა მოძრაობას იწყებს. რისი ბრალია?

პასუხი: დასმულ კითხვას სიზუსტე აკლია. ამიტომ, ორ შესაძლო პასუხს გაგცემთ და თუ მიმართულებას ავცდით, შეგიძლიათ კითხვა უფრო დაზუსტებით თავიდან დასვათ. ერთ შემთხვევაში, თუკი ავტომობილი ისე იძვრება, მოდების პედალს ფეხს არ უშვებთ, ეს ნიშნავს, რომ დაზიანდა ეგრეთ წოდებული „ცეპლენიის პლიტა”, ანუ მოდების კალათა. ამ შემთხვევაში მისი შეკეთება არ არის რეკომენდებული და საჭიროებს შეცვლას. მაგრამ, თუ კითხვაში გულისხმობდით, რომ „ცეპლენიას” ფეხს ვუშვებთ, გაზი ჯერ არ გაქვთ მიცემული და ავტომობილი მაინც იძვრის, ეს ნორმალურია. რადგან დიზელის ტიპის ძრავა სიმძლავრეს დაბალი ბრუნებიდან ავითარებს. ამას ემატება, ის, რომ ძრავა მასიური დეტალებისგანაა აგებული და მის ინერციას ავტომობილის მასა იოლად ვერ აჩერებს.

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა სხვადასხვა მარკის ავტომობილების ტურბინების ერთმანეთზე გამოყენება, როცა ისინი ერთი და იგივე კუბატურის მქონე ბენზინის ძრავებითაა აღჭურვილი?

პასუხი: ტურბინების გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, თუ როგორი ფიქსაცია ჰქონდა ამა თუ იმ ტურბინას. ანუ, დამაგრდება თუ არა ის კონკრეტული ტურბინა იმ ადგილას, სადაც გინდათ. ასევე, რა დამატებითი მოწყობილობები იყო მიერთებული მასზე და შეესაბამება თუ არა ამ მოწყობილობების დამაკავშირებელი ძელები, ან სხვა რაიმე დეტალი, ტურბინის საჭიროებებს. რიგ შემთხვევებში, მონტაჟდება სპეციალური გადამყვანები, რომლებიც შეგიძლიათ, შეიძინოთ ან გამოიჩარხოს. 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი, რომელიც კარგი იქნება ოჯახისთვის. ვფიქრობ, შევიძინო „ჰონდა პასპორტი”, ან „სუზუკი როდეო”. რა უპირატესობები და მინუსები აქვს ამ მოდელებს. უფრო რომელს მირჩევთ? 

პასუხი: ამ ავტომობილთაგან რომელიმეს  რჩევა გამიჭირდებოდა. არა იმიტომ, რომ ერთი მეორეს ჯობია, არამედ ორივე საკმაოდ ცუდი არჩევანია. „ჰონდა პასპორტის” შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს ავტომობილი ზოგადად „ჰონდას” შეცდომაა. რაც შეეხება „სუზუკი როდეოს”, სხვადასხვა ძრავასა და სიჩქარეების კოლოფების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის პრობლემა აქვს. არ არსებობს ისეთი კომბინაცია, რომელსაც პრობლემა არ აქვს. თან, ორივე ზემოხსენებული ავტომობილის სერვისი, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელია. რაც შეეხება რჩევას, ოჯახის პირობებისთვის ამ ტიპის ავტომობილებიდან და მათი ფასიდან გამომდინარე, გირჩევთ „მიცუბიში პაჯეროს”. 

 

скачать dle 11.3