კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ცხოველებში ალერგია და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას

თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, აუცილებელია მის კვებას სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ხშირად სადავო ხდება ალერგიის გამომწვევი მიზეზი და პატრონი ამა თუ იმ გამოვლინებას საკვებს აბრალებს, თუმცა, არის შემთხვევები, რომ ის ცდება. ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს, ზაქრო ბაჯიაშვილს, რომელიც დაწვრილებით მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ალერგიის გამომწვევი მიზეზი და როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს შემთხვევაში, რათა პრობლემამ სერიოზული ფორმა არ მიიღოს.

 

– ხშირად ძაღლის ალერგიას ამა თუ იმ საკვებს აბრალებენ. თქვენ რით ახსნით ამ ფაქტს?

– მოგახსენებთ. როგორც წესი, საკვებისმიერი ალერგიები ყველაზე იშვიათად გვხვდება ალერგიულ დაავადებებს შორის, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ძაღლის პატრონები ამას საკვებს აბრალებენ. მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში ალერგია რწყილის კბენით ან სხვა არსებული ალერგენებით, მაგალითად, ატოპიური დერმატიტით არის გამოწვეული. 

– რამდენ ხანს გრძელდება მსგავსი ალერგია?

– საკვებისმიერი დერმატიტის განვითარებისთვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას სჭირდება დრო, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა ხანგრძლივობისაა – შეიძლება, იყოს რამდენიმე საათი ან დღე. ამიტომ, არასწორია მოსაზრება, რომ საჭმლისმიერი ალერგია ვითარდება ახალი პროდუქტის მიღებისთანავე. იმის შანსი, რომ ორგანიზმში ახალი ცილები გამოიწვევს რაიმე რეაქციას, ძალიან მცირეა. 

– და მაინც, საინტერესოა, საკვებიდან ყველაზე ხშირად რა იწვევს ალერგიას?

– საკვებიდან ყველაზე ხშირად ალერგიებს იწვევს ხორცის ცილები, რადგან, არ არსებობს არაალერგენული ცილები. ალერგია არის მკაცრად ინდივიდუალური დაავადება: ზოგს ხორცის ცილაზე აქვს ალერგია, ზოგს კი – თევზის. ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს აუცილებელია, გამოითიშოს საჭმლისმიერი ალერგიები, რადგან აღნიშნული არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

– როგორ უნდა ავარიდოთ თავი ამ პრობლემას?

– ამ შემთხვევაში საჭიროა მთელი ცხოვრება დიეტოთერაპია. ამიტომ, აღნიშნულის ცოდნა არაა ზედმეტი, რადგან, როცა ცხოველი იფხანს სხეულის ამა თუ იმ ნაწილს, უნდა დავადგინოთ, არის თუ არა ეს სიმპტომი კავშირში საკვებისმიერ რეაქციასთან. უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დასმაში.

– დავუშვათ, დიაგნოზის მიხედვით, ცხოველს საკვებისმიერი ალერგია აქვს. როგორ ახსნით თავად ამ დიაგნოზის მნიშვნელობას?

– ტერმინი „საკვებისმიერი  ალერგია” ნიშნავს საკვებზე იმუნურ რეაქციას, ხოლო ,,საკვების შეუთვისებლობა” კი – ორგანიზმის ნებისმიერ ანომალიურ რეაქციას მიღებულ საკვებზე, რომელსაც არ აქვს იმუნური ხასიათი, ანუ, საკვებისმიერი მოწამვლები. საკვებისმიერი ალერგენებია წყალში ხსნადი გლუკოპროტეინები, რომელთა მოლეკულური მასა შეადგენს 10 000-დან 60 000-მდე დალტონს. ცილის ყველა წყარო, რაც ამჟამად ძაღლის საკვების დასამზადებლად გამოიყენება: საქონლის  ხორცი, ქათმისა და ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე, სოია – შეიძლება, შეიცავდეს ალერგენებს. კონსერვანტები და არომატიზატორები იშვიათად იწვევს ძაღლებში ალერგიებს. იმის დიაგნოსტირება, თუ რაციონის რომელი კომპონენტი იწვევს ცხოველში საკვებისმიერ ალერგიას, უნდა მოხდეს შემდეგნაირად: საკვებიდან თანმიმდევრობით უნდა ამოვიღოთ მასში შემავალი კომპონენტები. საკვებისმიერი ალერგიის დიაგნოსტირება კი შემდეგნაირად ხდება: ცხოველს უნიშნავენ ისეთ საკვებს, სადაც შედის ცილისა და ნახშირწყლების თითო წყარო, ან, აძლევენ სრულფასოვან მზა რაციონს, რომელიც მას ადრე არ მიუღია. არსებული მზა საკვების ცილის წყაროს ანალიზი ემყარება იმას, რომ ის არასდროს არ უნდა იყოს წარსულში ცხოველის ორგანიზმში მოხვედრილი. 

– სხვა ალტერნატივა თუ არსებობს?

– დიახ. აღნიშნული კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად არსებობს სხვა ალტერნატივაც: ცილას, რომელიც შედის ძაღლის საჭმელში, უტარებენ ჰიდროლიზს, რის დროსაც ცილები იშლება პატარა პეპტიდებად, რომელთაც არა აქვთ ალერგენური ხასიათი, ანუ, არ იწვევენ ალერგიებს.

აღნიშნული რაციონით კვებავენ ცხოველს მინიმუმ 8 დღის განმავლობაში. დაავადების ნიშნების გაქრობამდე. შეიძლება, ეს უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს – დაახლოებით 12 დღემდე, შემდეგ კი მას აძლევენ ძველ რაციონს და აკვირდებიან განუვითარდება თუ არა მას საკვებისმიერი ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები და განვითარების შემთხვევაში, განაგრძობენ დიეტოთერაპიას. ძაღლის დიეტოთერაპია, შეიძლება, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს, ანუ საკვებისმიერი ალერგიის კლინიკური ნიშნების სრულ გაქრობამდე.

 

скачать dle 11.3