კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: ძალიან ვიმატებ წონაში ინსულინისგან. წონის რა პროცენტი უნდა იყოს ინსულინის დოზა?

პასუხი: ინსულინოთერაპიის დროს შესაძლებელია, წონის მომატება, მაგრამ, როგორც წესი, ეს დოზის გადამეტების დროს ხდება. ინსულინის საშუალო სადღეღამისო ნორმაა 0,5 ერთეული კილოგრამ წონაზე. თუმცა, დოზირება მერყეობს დაავადების სიმძიმის, ტიპისა და ხანგრძლივობის მიხედვით. ამიტომ, უფრო სწორი იქნებოდა გლიკემიის კონტროლის დღიურით გასაუბრებოდით ენდოკრინოლოგს.

კითხვა: ვარ 40 წლის. აღმომაჩნდა ჰიპოფიზის ადენომა. პროლაქტინი მაქვს – 77. 10 წელია მენსტრუაცია არ მაქვს. რა მკურნალობაა ნაჩვენები?

პასუხი: ჰიპოფიზის დამტკიცებული მიკროადენომის არსებობისას და პროლაქტინის მომატებისას, ნაჩვენებია კონსერვატიული მკურნალობა. თერაპიის ფონზე ყოველ 3 თვეში პროლაქტინის გადამოწმება და ყოველ 12 თვეში მრტ-ისა.

კითხვა: შეიძლება თუ არა უშაქრო დიაბეტის მკურნალობა და როგორ?

პასუხი: უშაქრო დიაბეტი არის კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თირკმელების შარდის კონცენტრირების ფუნქციის დაქვეითებით. ამის მიზეზი შეიძლება ანტიდიურეტული ჰორმონის დეფიციტი იყოს (ცენტრალური უშაქრო დიაბეტი) ან თირკმლის მილაკების მგრძნობელობის დაქვეითება მის მიმართ (თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტი). სამკურნალოდ იყენებენ ადიურეტინს ინტრანაზალურად 1-3 წვეთი 1-3-ჯერ დღეში დიურეზისა და შარდის კუთრი წონის კონტროლით. ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის მკურნალობა რთულ პრობლემად რჩება. იყენებენ თიაზიდურ დიურეტიკებს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. 

კითხვა: საშიშია თუ არა ტრიქომონადული ვაგინიტი და როგორ ვუმკურნალო მას?

პასუხი: ტრიქომონადული ვაგინიტი ვენერიულ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება, ძალიან გადამდებია. მკურნალობა აუცილებელია ყველა სექსუალური პარტნიორისთვის. თერაპიის სქემა და  ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და ხანგრძლივობაზე. აუცილებელია გინეკოლოგის ან ვენეროლოგის კონსულტაცია, რომელიც მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას შეარჩევს.

კითხვა: ვარ 20 წლის გოგონა. მაქვს ძლიერი ოფლიანობა, თმის ცვენა და დაღლილობა მცირე დატვირთვაზე. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: თქვენი ჩივილები საკმაოდ არასპეციფიკურია, ანუ მთელ რიგ დაავადებებს  ახასიათებს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა  და ნეიროცირკულატორული დისტონიის დროს შეიმჩნევა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოსარიცხად საჭიროა, სისხლის ჰორმონული ანალიზი (TSH, FT4), ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია მომდევნო ტაქტიკის დასადგენად.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3