კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქოლესტერინის მაღალი დონე ზრდის წონაში მომატების რისკს

 

 

 

ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთვად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც, ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გარეთ გამოიყოფა. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, სისხლის შრატში მიმოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს. ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ძირითადად ქალებში აღინიშნება. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს მშობლებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე. თუმცა, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.

ხშირად ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ცხიმები ახდენს. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი; ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები. ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.

მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს, ერთ კვერცხში კი დაახლოებით 260-270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა.

უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურთ. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია. ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ  ყავის ხშირად სმას, რადგან მასში დუღილის დროს წარმოიქმნება ნივთიერება, რომელი ქოლესტერინის დონეს ამაღლებს.

ასევე, კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიშები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა.

 

რომელი ინფექცია იწვევს უშვილობას და ნაყოფს საშიშროებას უქმნის ორსულობის პერიოდში

ბოლო დროს ძალიან გახშირდა ინფექციები, რომლებიც იმუნოდეფიციტს უკავშირდება. ორსულებში არსებული ბუნებრივი იმუნოდეფიციტის გამო გახშირდა ჰერპეროინფექციები, ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდიოზი, რაც ხშირად შეწყვეტილი ორსულობისა და პათოლოგიური ნაყოფის დაბადების მიზეზი ხდება.

ჰერპეროვირუსებიდან ყველაზე გავრცელებულ კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანში დაავადების გამომწვევი ხუთი ტიპის ვირუსი. პირველი და მეორე ტიპის ვირუსებს მარტივ  ჰერპეროვირუსებს უწოდებენ, მესამე  ტიპის ვირუსი ბავშვთა ცნობილ ინფექციას, ჩუტყვავილას იწვევს. ის, ზოგადად, მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი იმუნიტეტის ფონზე შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მეოთხე ტიპის ჰერპეროვირუსი ცნობილია, როგორც ებშტაინ-ბარის ვირუსი. ის იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს და ცხელებით, ლიმფური ჯირკვლების, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, სისხლში სპეციფიკური ცვლილებებით მიმდინარეობს. მეხუთე ტიპის ვირუსი – ციტომეგალოვირუსია, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა.

პირველი ტიპის ვირუსის დროს დაავადება ავადმყოფთა მხოლოდ ერთ მეოთხედში ვლინდება მწვავე კლინიკური ნიშნებით. ეს შესაძლოა, იყოს გრიპის მსგავსი სიმპტომი, პირის ღრუს ლორწოვანას დაზიანება და ასე შემდეგ.

მეორე ტიპის ჰერპეროვირუსის გავრცელება კი სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობის პარალელურია და ის ამ გზით გადადის. ვირუსი ხან ავლენს თავს და ხან პერიოდული გამწვავება ახასიათებს.

როცა ორსულში ფიზიოლოგიურადაა დაქვეითებული იმუნიტეტი, დედის ორგანიზმში აქტიურდება ჰერპესინფექცია. ვირუსი შესაძლოა პლაცენტის გავლითაც მოხვდეს ნაყოფის ორგანიზმში, გამოიწვიოს მისი დაზიანება, დაღუპვა, სიმახინჯეები. შეიძლება ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი ფილტვების ანთებით, ჰეპატიტით, თავის ტვინის ანთებითა და ასე შემდეგ. 

ციტომეგალოვირუსი  ორგანიზმში „ჩუმად” არის და მხოლოდ მწვავე იმუნოდეფიციტურ პირობებში იწყებს გამოვლენას. განსაკუთრებული კლინიკური ნიშნები არ გააჩნია და შესაძლოა, ნებისმიერი რთული ინფექციის სახით გამოვლინდეს.

იმის მიხედვით, თუ ორსულობის რა ეტაპზე გააქტიურდება ვირუსი და გაარღვევს პლაცენტის ბარიერს, შესაძლოა, განვითარდეს თვითნებური აბორტი, სხვადასხვა თანდაყოლილი სიმახინჯე. ციტომეგალოვირუსის სამკურნალო პრეპარატები ძალიან ტოქსიკურია და მათი დანიშვნა ახალშობილისთვის არ არის რეკომენდებული. სისხლის ანალიზის მიხედვით განისაზღვრება სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრი.

ტოქსიკოპლაზმოზის ვირუსს ცხოველები ავრცელებენ. ინფექცია საგნებისა და პროდუქტების საშუალებით ვრცელდება. ინფექცია უმეტესად ჩუმ მდგომარეობაშია, გააქტიურების დროს კი დიდდება ლიმფური კვანძები, აღინიშნება ტემპერატურის მატება, მუცლის ტკივილი, ქოლეცისტიტი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, უგუნებობა. ეს ინფექცია საშიშროებას უქმნის ორსულს. ტოქსიკოპლაზმის ერთხელ გადატანის შემდეგ სუსტდება იმუნიტეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადება მწვავე ფორმით აღარ განვითარდება და ჩუმად მაინც იარსებებს ორგანიზმში.

ქლამიდიები მცირე ზომის მიკროორგანიზმებია, რომლებიც იწვევენ შარდ-სასქესო გზების ანთებით დაავადებას. უროგენიტალიური ქლამიდიოზი მეორად უშვილობას იწვევს. მისი მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ ქლამიდიის გამომწვევი მიკრობი ადამიანის უჯრედებში ცხოვრობს და პრობლემა ხდება სამკურნალო საშუალებების მათში შეღწევა. სქესობრივი პარტნიორების მკურნალობა ერთდროულად უნდა მოხდეს. გარდა გამომწვევზე მოქმედი პრეპარატებისა, გამოიყენება ორგანოთა ფუნქციების აღსადგენი საშუალებები. იმუნიტეტის გამაძლიერებლებისა და სხვა იმუნური სისტემების გასამაგრებლად, კარგია იმუნომოდულატორები, მაგალითად, C და E ვიტამინები. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას. ორსულმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო მიკროელემენტი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტშია.

 

რა უნდა გაითვალისწინონ ცისტიტისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა

ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის შარდ-სასქესო ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად მოიაზრება. განასხვავებენ მის სამ ფორმას: მწვავეს, რეციდიულსა და ქრონიკულს. წარმოშობის მიხედვით კი არსებობს ტოქსიკური, ალერგიული, არაინფექციური ცისტიტი. ანთება, შესაძლოა, გამოიწვიოს: კენჭებმა, ტრავმამ, აუტოიმუნურმა დაავადებამ, შარდის ბუშტის კიბომ, რადიაციულმა პათოლოგიამ, ქიმიოთერაპიულმა მკურნალობამ, უბრალოდ, გაციებამ და ასე შემდეგ. მიზეზი კი, უმთავრესად, ინფექცია ხდება. ყველაზე ხშირად მისი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, იშვიათად – სტაფილოკოკი. ცისტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს სასქესო ინფექციები – ქლამიდიოზი, სოკოვანი დაავადებები.

შარდის ბუშტში მოხვედრილი ინფექცია ყოველთვის არ იწვევს ანთებას. ინფიცირების დროს პროცესში ორგანიზმის იმუნური სისტემა ერთვება, როგორც თავდაცვითი მექანიზმი.

მწვავე ცისტიტის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებით-მაპროვოცირებელი ფაქტორები, მაგალითად: გაციება, ქირურგიული ჩარევა, სქესობრივი აქტი, ურეთრის კათეტერიზაცია. ასევე, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმს ცისტიტის მიმართ განაწყობს. ასეთებია შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის მოშლა, ინფექციების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითება, ავიტამინოზი, გადაღლა და ასე შემდეგ.

ცისტიტსა და ჰორმონულ ფონს შორის პირდაპირი კავშირია. ასევე, მენოპაუზისა და იმ დაავადებების დროს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, ცისტიტის განვითარების რისკი მეტია. შარდის ბუშტის მწვავე ანთება მოულოდნელად იწყება და აღინიშნება შარდვის გახშირება, ტკივილით შარდვის დროს, ზოგჯერ შარდში ჩნდება სისხლის მინარევი; მწვავე ცისტიტის დროს კი იმატებს ტემპერატურა.

თუ ანთებითი პროცესი შარდის ბუშტის სფინქტერზე გადავიდა, ვითარდება შარდის შეუკავებლობა. აღინიშნება ტკივილი წელის ქვედა არეში, მუცლის ქვემოთ.

ქრონიკული ცისტიტი უფრო ხშირად ვითარდება შარდის ბუშტის, თირკმელებისა და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებათა ფონზე.

ცისტიტის დროს აუცილებელია სქესობრივი აქტის შეზღუდვა, იმუნოთერაპიის ჩატარება და ჰიგიენური ფაქტორების ზედმიწევნითი დაცვა. ცისტიტისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა კი დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: ერიდონ გაციებას, ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას, ჩაიცვან თბილად. ცისტიტის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ნუ დალევთ ანტიბიოტიკებს, რადგან ისინი სიმპტომებს აქრობენ, მაგრამ, ცისტიტს ვერ კურნავენ.

 

იოდი ორგანიზმისთვის

სასიცოცხლოდ აუცილებელია

 

ადამიანის ორგანიზმისა და ბიოველის თავდაცვის უნარის შესანარჩუნებლად მეტად მნიშვნელოვანია იოდი. ეს აქტიური ფსიქობიოენერგეტიკული ელემენტი მთავარ როლს თამაშობს ადამიანის იმუნიტეტისა და თავდაცვის უნივერსალურ მექანიზმში ბუნებრივი და სოციალური ფაქტორების, კერძოდ, რადიაციის, შხამქიმიკატების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

ფარისებრი ჯირკვალი, ანუ, ეგრეთ წოდებული, ჯანმრთელობის ჰორმონი – ტიროქსინი, დაახლოებით 65 პროცენტი იოდისგან შედგება. ის აძლიერებს ბიოველსა და ქსოვილების წინააღმდეგობას, უჯრედებისა და ქსოვილების უნარს, რათა გათავისუფლდნენ მავნე ნივთიერებებისგან. აგრეთვე, არეგულირებს სუნთქვის ინტენსიობასა და ფსიქოენერგეტიკას. ფარისებრი ჯირკვლის მეშვეობით, დაახლოებით 15-17 წუთის განმავლობაში, ძარღვებში მიმოიქცევა ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი სისხლი. ამავე დროს, იოდი, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ დასუსტებულ მიკრობებს, ძლიერ მიკრობებს კი ასუსტებს.

ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც იზრდება სხვადასხვა დაავადებათა რისკი, შესაბამისად ზომაში უნდა მოიმატოს ფარისებრმა ჯირკვალმა, რომელიც გამოიმუშავებს იმუნიტეტს და, ჯანმრთელობის, გონებისა და სხეულის სიმხნევის, სილამაზისა და გაახალგაზრდავებისთვის აუცილებელ ჰორმონს.

ფარისებრი ჯირკვალი, როცა მას იოდი აკლია, არ იზრდება ფსიქო-ფიზიკური და ბიოენერგეტიკული მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ, აუცილებელია, მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც იოდით არის მდიდარი.

 

скачать dle 11.3