კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მორაგბეების საჩუქარი

 

 

რუსეთის ნაკრების სარეკორდო ანგარიშით ძლევიდან მეორე დღეს, კულტურის ცენტრ „მუზაში”, ფოტოგრაფ თამუნა ყულუმბეგაშვილის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და რაგბის კავშირის ინიციატივით, საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა, რომლის მიზანიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება გახლდათ. აუქციონზე გასაყიდად გატანილი იყო მორაგბეების სანაკრებო და საკლუბო მაისურები, ნაკრების ჰალსტუხი და ის ოვალური ბურთი, რომლითაც ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები გაანადგურეს. თავდაპირველად გასაყიდად გაიტანეს რაგბის ბურთი, რომლის საწყისი ფასი 200 ლარი იყო და „ბაზისბანკმა” მასში 1 100 ლარი გადაიხადა. შემდგომ გაიყიდა გიორგი ჩხაიძის, იგივე „ბინგოს” მაისური 700 ლარად და მყიდველის რანგში კვლავ „ბაზისბანკი” მოგვევლინა. ამის შემდეგ გასაყიდად დავით ქუბრიაშვილის „ტულონის” მაისური გაიტანეს, რომელსაც მსოფლიო რაგბის ვარსკვლავების, მათ შორის, ინგლისელი ჯონი უილკინსონის ავტოგრაფები ამშვენებდა. მაისური 3 000 ლარად სააქციო საზოგადოება „თელასმა” იყიდა და საჩუქრის სახით მაშინვე გადასცა რაგბის კავშირის მუზეუმს. იმავე თანხად გაიყიდა მამუკა გორგოძის „მონპელიეს” მაისური, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ შეიძინა. ბორჯღალოსნების კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის სანაკრებო მაისური 2 000 ლარად სააქციო საზოგადოება  „ბაგრატიონმა” შეიძინა, ხოლო ნაკრების ჰალსტუხი კვლავ „ბაზისბანკის” საკუთრება გახდა, რომელმაც 1 000 ლარი გადაიხადა. სულ აუქციონიდან 11 800 ლარი შემოვიდა და ეს თანხა „ტულუზის” პირველხაზელის, ჯაბა ბრეგვაძის მაისურთან ერთად, მზრუნველობამოკლებული ბავშვების საოჯახო ტიპის ხუთ სახლზე გადანაწილდა. აუქციონის ბოლოს თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო-ალბომის პრეზენტაცია შედგა, რომელშიც შესულია ყველა ის ფოტო, რომლებიც ფოტოგრაფმა ახალ ზელანდიაში, „მსოფლიო თასის” დროს გადაიღო. ალბომი სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით დაიბეჭდა და „მსოფლიო თასში” მონაწილე ყველა მორაგბეს მიეძღვნა.

 

скачать dle 11.3