კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

რატომ ძარცვავენ მარინა ბერიძის შვილიშვილს და ვისთვის შექმნა მან კანონები


მარინა ბერიძის შვილიშვილები, ზუკა, კატო და ქეთო ძალიან საყვარელი და ჭკვიანი ბავშვები არიან. 2 წლის ქეთოს და 5 წლის კატოს ყველაზე მეტად პრანჭიაობა მოსწონთ და, შესაბამისად, ძალიან ბევრი გასაპრანჭი საშუალება – სამოსი და კოსმეტიკა აქვთ. ისინი უფროსი ძმის დაჩაგვრასაც ხშირად ახერხებენ, მაგრამ ზუკა, როგორც ნამდვილ ჯენტლმენს შეეფერება, მათ შემოტევებს უძლებს. ზუკამ ჯენტლმენობის „ახალი გაგება“ შექმნა და ონავარ დებს საკუთარი კანონებიც დაუწესა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ კანონების დარღვევის უფლება აქვს, მარინა ბერიძეა, რომელიც საყვარელ შვილიშვილებს უამრავ სიურპრიზს უწყობს.


ზუკა: მე ვარ ზუკა ედიბერიძე, ვარ 9 წლის. დავდივარ 34-ე სკოლაში, მეოთხე კლასში ვარ. სკოლაში ყველაზე კარგი – დასვენებაა. გაკვეთილებზე მოწყენილები ვართ, დასვენებებზე კი კარგად ვერთობით. გაკვეთილებზე არ გვაქვს თამაშის უფლება, თან, რაღაცნაირი, რთული პროგრამა გვაქვს. ყველაზე მაგარია: მათემატიკა, ქართული და ისტორია. ხელოვნებას, გეომეტრიასა და გეოგრაფიას ვერ ვიტან, განსაკუთრებით კი ასტრონომია არ მიყვარს, მაგარი ტანჯვაა. სულ ამერია ერთმანეთში ბუნება და ასტრონომია, რა უნდა ვისწავლო, ისიც ვერ გავიგე.

კატო: მე 5 წლის ვარ, დავდივარ მრგვალ ბაღთან ყველაზე ცნობილ საბავშვო ბაღში, ოღონდ, ჩვენი ბაღიც მრგვალი კი არაა, ჩვეულებრივი ოთახები გვაქვს, ბევრ სიმღერას, ცეკვას და ლექსებს გვასწავლიან. მერე სპექტაკლები გვაქვს ხოლმე თავისუფალ თეატრში. მე და დუტას შვილი ერთად ვთამაშობთ. ერთხელ ქეთო ვიყავი და კოტე შემიყვარდა, ოღონდ, კოტე სინამდვილეში ანდრეა იყო. ანდრეა სინამდვილეშიც კი არ მიყვარს, როგორც კი თეატრი დამთავრდება ხოლმე, ერთმანეთი აღარ გვიყვარს. მერე თეატრში ბანდიტი გავხდი, „მი ბანდიტოს“ ვმღეროდი. ჩემს სპექტაკლებზე ყველანი მოდიან ხოლმე, მარინა დიდ თაიგულებს ყიდულობს და ზუკას ამოაქვს სცენაზე.

ქეთო: ბაღში მეც კი დავდივარ, ოღონდ, ნამდვილში – არა.

– ზუკა, სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?

– რა თქმა უნდა, ოღონდ, მარტო ბიჭებთან ვმეგობრობ. გოგოები კაპასები არიან და მეგობრობა საერთოდ არ იციან, სულ გვეჩხუბებიან ბიჭებს. უნდათ, რომ დაგვჩაგრონ, მაგრამ არ გამოსდით. იცით, როგორ ცუდ რაღაცეებს გვიწერენ ფურცლებზე და მერხებზე გვიტოვებენ? საიდუმლო წერილებიაო და ქვეყანა იგებს, მერე მივდივართ ჩვენ და მაგარი ჩხუბები იწყება, ხან ჩვენ ვარტყამთ, ხან – ისინი. მასწავლებლები გვეუბნებიან, გოგოები რომ დაგარტყამენ, თქვენ უნდა აკოცოთო, მაგრამ ესე სადაა? ჩვენ მაინც ვარტყამთ.

– ჯენტლმენი არ ხარ?

ზუკა: ვარ, ეს ჯენტლმენობის ახალი გაგებაა, მე შევქმენი (იცინის)...

– კატო, ბაღშიც ჩხუბობენ ბიჭები და გოგოები?

ზუკა: ესენი ჯერ პატარები არიან, გაიზრდებიან და მერე ნახონ ამათი ჩხუბი.

– ბავშვებო, იცით, თქვენი ბებია, მარინა ბერიძე, სად მუშაობს?

კატო: „ჯეოსტარში“ ჟიურად, „ანა-ბანაში“ და კიდევ – ერთ სამსახურში.

ქეთო: მარინა არის უფროსი, უფროსობა კარგია, ყველა იცნობს, მიშაც კი.

– მიშა ვინაა?

– პრეზიდენტი ბაბუ...

ზუკა: მარინა ახლა გახდა რაღაც სამსახურის უფროსი, კონცერტების მოწესრიგების უფროსია. კარგად უნდა იმუშაოს, რომელიღაცა სამინისტროშია, მოიცა, მოვიფიქრო...

– თავდაცვა თუ ეკონომიკა...

– ზუსტად არ ვიცი, რომელი სამინისტროა, მე მგონი, თავდაცვის სამინისტროში. ისე, კონცერტებს ხომ ყველა სამინისტრო აწყობს...

ქეთო: მარინა სამინისტროში კი არ მუშაობს, ტელევიზორში ცხოვრობს... მეც მინდა ტელევიზორში, მაგრამ ჯერ პატარა ვარ.

კატო: ქეთო იტყუება, მარინა ტელევიზორში კი არა, სოლოლაკში ცხოვრობს. ტელევიზორი მაგისი სამსახურია, ერთხელ მეც წამიყვანა იქ და, როგორც დიდი ქალები სვამდნენ, მეც ისე დამალევინა ყავა..

– სახლში მიდიხართ ხოლმე მასთან?

ზუკა: როცა მასთან ვართ, ისე გვატერორებს, რომ სულ 9 საათზე გვაძინებს. თვითონ რომ მოდის ხოლმე ჩვენს სახლში, მოგვიტანს ხაჭაპურს და ნამცხვრებს, ამბობს, დიეტაზე ვარო, მაგრამ ნამცხვრებს მაინც ჭამს. დაჯდებიან ხოლმე ის და დედა და მთელი დღე ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ...

– რაზე ლაპარაკობენ?

– არ ვიცი, მე ჩემს ოთახში ვარ და მათ საუბარს არ ვუსმენ.

– მარინა მკაცრი ბებიაა?

ზუკა: ძალიან. როგორც კი კარგად არ მოვიქცევით, მაშინვე გვიჯავრდება. ოო, ძალიან ბრაზიანია.. ერთხელ, „ჯეოსტარის“ შესარჩევი ტურის დროს, ერთმა თქვა, ნამდვილი „იაზვა“ ქალიაო, მაგრამ ესე არ არის. როცა ვმღერივარ, მეც მეუბნება, რომ უნიჭო ვარ.

ქეთო: მეც დამსაჯა, ბაკურიანში სიცივეში გავდიოდი გარეთ და ისე გაბრაზდა, რომ კუთხეში დამაყენა.

კატო: ჩემთან არაა ბრაზიანი, სულ ახალ-ახალ ტანსაცმელებს ყიდულობს ჩვენთვის, თან, ძალიან მაგრებს...

ზუკა: შენთან როგორ იქნება ბრაზიანი, შენ და ქეთოს ყველაფრის უფლება გაქვთ. როცა გინდათ, მაშინ უნდა ითამაშოთ, იყვიროთ... თან, სულ იპრანჭებით. მერე შემომიხტებიან ხოლმე ოთახში და ნერვებს მიშლიან. თუ ძალიან გამაბრაზეს, ორივეს ვურტყამ. ამიტომაც შემოვიღე ჩემი კანონები და კედელზე გავაკარი. ეს არის შინაგანაწესი, რომელიც ამ ქალბატონებმა არ უნდა დაარღვიონ. ეხლა ამ კანონს პარლამენტს დავამტკიცებინებ (იცინის).

– ამ კანონს ბებიაც ემორჩილება?

– არა, ის სულ არღვევს (იცინის).

– მკაცრია შენი კანონები?

ზუკა: სანამ არ დააკაკუნებენ სამჯერ და არ ვეტყვი, შემოდით-მეთქი, არ აქვთ უფლება, რომ შემოვიდნენ. ჩემი ნივთები არ უნდა მოიპარონ და არ უნდა გამძარცვონ. სახლში „შუა ქალაქის“ ქეთევანი და თამარი მყავს. უფრო ქოფაკი, როგორც ქეთევანი, კატოა.

კატო: მაშინ, შენ კიდევ, ლაშა ხარ, დედას ბუშტი..

– როცა დიდები იქნებით, ვინ უნდა გამოხვიდეთ?

ზუკა: ბევრი რამე მომწონს და ჯერ არ ვიცი, ვინ გამოვალ. ფეხბურთიც მომწონს, ცურვაც, მაგრამ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, ამ სკოლის გადამკიდე, ფეხბურთისთვის დრო არ მაქვს.

კატო: მე უნდა გამოვიდე საბავშვო ბაღის უფროსი.

ზუკა: არა, კატო, შენ უფრო კბილის ექიმობა მოგიხდება, თეთრი ხალათები ხომ მოგწონს, ჩაიცვამ და კბილებს დააძრობ ხალხს. სახეზე გეტყობა, რომ კბილის ექიმობა მოგიხდება.

– მომღერლობა არც ერთს არ გინდათ?

ზუკა: არააა! მერე მარინა დაიწყებს, ნიჭი არ გაქვთ და როგორ უნდა იმღეროთო, მარინას ვერ გავუძლებთ...

კატო: მე ცოტა კიდევ რომ გავიზრდები, მარინა დამპირდა, რომ „ანა-ბანაში“ ვიმღერებ. რადგან ყველა სურვილს მისრულებს ხოლმე, ამასაც ამისრულებს. თითქმის ყველა კონცერტზე დავყავარ. ზუკაც წაიყვანა ჯაზ-ფესტივალზე და მე მითხრეს, რომ კბილის ექიმთან მიდიოდნენ.

ზუკა: სამაგიეროდ, შენ შარდენზე დაჰყავხარ, „სვეცსკურად“ ...

– რა სურვილები გაქვთ ასასრულებელი?

კატო: სხვა ქვეყნებში მინდა წასვლა. ჯერ მარტო თურქეთში ვარ ნამყოფი. იქ ძალიან ბევრი ადამიანები წავედით, მარინა არ წავიყვანეთ, იმიტომ რომ, სამსახური რომ გაეცდინა, ხელფასს აღარ მისცემდნენ. თურქეთი არ მომეწონა, მაგარი სასტუმრო იყო, მაგრამ მე ვშიმშილობდი – ძალიან ცუდი საჭმელები იყო და არ მომეწონა.

ზუკა: თურქეთი მაგარი იყო, სასტუმროში მაგარი ბასეინი გვქონდა. მე ერთი სურვილი მაქვს: მინდა, რომ ცალკე ვცხოვრობდე და ეს ქალბატონები არ მაწუხებდნენ. როცა დიდი კაცი ვიქნები, ჩემი ბევრი ფული მექნება, დიდ სახლს ვიყიდი და ჩემს დებს მარტო კვირაობით შემოვუშვებ. ნეტავ ახლაც მარტო ვცხოვრობდე და ჩემს თავს მშვენივრად მოვუვლიდი...


скачать dle 11.3