კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: შეიძლება თუ არა, აღდგომისწინა დიდმარხვის დროს მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს ვიმარხულო?

პასუხი: თვითნებურად ნუ დაიკანონებთ მარხვას, შეათანხმეთ მოძღვართან. თუ თქვენ ეკლესიის შვილად მიიჩნევთ თავს, თვითნებურად ნუ იმოქმედებთ. თუ რამე სერიოზული მიზეზი გაქვთ ჯანმრთელობის მხრივ, მოძღვარი გაითვალისწინებს და ისე დაგიწესებთ მარხვის კანონს.

კითხვა: ძალიან მაწუხებს სახსრები, ასაკითაც პატარა აღარ ვარ, ამიტომ, ლოცვისას ძალიან მიჭირს მუხლმოყრა და მეტანიის შესრულება. ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება ეს?

პასუხი: უფალი ჩვენგან არ ითხოვს ჩვენი ძალების გადაჭარბებულად, ზომაზე მეტად დაძაბვას. ამიტომ, მუხლმოყრა შეასრულეთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

კითხვა: უმძიმესი ცოდვა ჩავიდინე ახალგაზრდობაში – ჩემს ნათლიაზე განაწყენებული, მის ჯინაზე გადავინათლე. მღვდელს, რა თქმა უნდა, დავუმალე პირველი ნათლობის ამბავი და მან ჩვეულებრივად შეასრულა ნათლობის საიდუმლო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: არ არსებობს ცოდვა, რომელიც უფლის კაცთმოყვარეობას აღემატება. თქვენს ცოდვასაც ეშველება, თუ გულწრფელად მოინანიებთ მოძღვართან.

კითხვა: სიზმარში ვნახე ჩემი გარდაცვლილი ახლობელი, რომელმაც დამწყევლა. ძალიან განვიცდი. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

პასუხი: თუ სიზმარს ყურადღებას არ მიაქცევთ – არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ, თუ აჰყვებით თქვენს სიზმარს, შეიძლება, სერიოზულ პრობლემად გექცეთ და ეშმაკსაც სწორედ ეს უნდა – რაიმე ფორმით აგიხდინოთ სიზმარი, რათა მასზე დამოკიდებული გაგხადოთ. დაივიწყეთ სიზმარი, ილოცეთ და იყავით მშვიდად.

 

скачать dle 11.3