კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა ლევან როსტოშვილს და ვისთან და რის გამო დასჭირდა სალომე ჭაჭუას სამწლიანი ხვეწნა და წუწუნი

სალომე ჭაჭუა და ლევან როსტოშვილი, პირადი ნომრით – 1204, პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები” ამ კვირის ფავორიტები გახდნენ. როსტო ახერხებს, ყოველ ოთხშაბათს კიდევ უფრო მეტად გააოცოს მაყურებელი, თან, ისეთი საოცარი გოგონას გვერდით, როგორიც სალომეა, ყველაფერი უფრო მეტად ლამაზი ჩანს.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე ჭაჭუა

– რას იტყვი პროექტთან დაკავშირებით, თუ მოგწონს და ხომ არ ნანობ, რომ ჩაერთე?

– პროექტი, თავისთავად, ძალიან მომწონს, ახალი ხილია ქართველი მაყურებლისთვის. ყველასთვის საინტერესოა ცნობილი ადამიანები და საყვარელი პერსონაჟები როგორ გრძნობენ თავს სხვა ამპლუაში. პროექტიდან მიღებული შემოთავაზება არ გამკვირვებია, მაგრამ, აი, რომ დავთანხმდი ეს კი ნამდვილად გამიკვირდა. 

– რა იყო დათანხმების არგუმენტი?

– ბევრი ვიფიქრე, ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. უფრო სწორად, კი არ ვფიქრობდი, უარზე ვიყავი, არა იმიტომ, რომ არ მომწონდა, უბრალოდ, არ მეგონა, თუ შევძლებდი. მართლა ძალიან რთულია. 

– როგორ ფიქრობ, შეძელი?

– არა მგონია. ჯერჯერობით მაინც ვფიქრობ, რომ ისე არ გამოდის ყველაფერი, როგორც მინდა. ძალიან მიჭირს. ჯერ ვერ მივიღე ის ხარისხი, რა ხარისხიც მინდა, დავინახო. მაყურებელიც მაქსიმუმს ითხოვს. თავიდან მეგონა, უფრო იცინებდნენ, გამხიარულდებოდნენ ჩვენს დანახვაზე – ჩვენ ხომ არ ვართ პროფესიონალი მოცეკვავეები. ძალიან რთულია ერთ კვირაში ცეკვის დადგმა, ილეთების სწავლა, ხასიათზე ფიქრი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მაყურებელი არაფერს გაპატიებს. ძალიან ბევრ კრიტიკას ვისმენ და ვკითხულობ არა მარტო ჩემზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზე. სოციალურ ქსელებში, ვიდეოზე კომენტარებით ვიგებ ხალხის აზრს და, ძირითადად არავის არავინ არ მოსწონს.

– ეს, მგონი, ძალიან ახლოს გულთან არ უნდა მიიტანო, ინტერნეტ-სივრცე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული კრიტიკულობით.

– მესმის, იქ მიღებულია არა კრიტიკა, არამედ – ლანძღვა. ჯანსაღ და ობიექტურ კრიტიკას ყველა პროფესიის ადამიანი ადეკვატურად იღებს. არადა, ყველა მონაწილე ცეკვავს, დედას გეფიცები, თან, ძალიან მაგრად. თუ რაღაც იდეალურად არ გამოსდის, ეს არის მთელი ამ პროექტის მუღამი. აბა, შენსავით რომ ვიცეკვოთ ყველამ, რა იქნება ამ ყველაფრის აზრი?! სამაგიეროდ, შენ ვერ იმღერებ ისე, როგორც, ვთქვათ, ლელა წურწუმია, ჩემსავით წყალბურთს ვერ ითამაშებ. მე არასდროს მიცეკვია. 

– ძალიან განიცდი ყველაფერ იმას, რაც ამ შოუსთან დაკავშირებით ხდება? 

  – კი, მართლა საშინლად ვნერვიულობ. წესით, ასე ძალიან არ უნდა განვიცდიდე, მაგრამ, ისე ჩავერთე ამ ამბავში, რომ, მინდა, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს. ნებისმიერი მაყურებლის აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. უდიდესი თხოვნა მექნება ყველასთან: ნუ უყურებთ ამ ყველაფერს ასე კრიტიკულად, ისიამოვნეთ და გაერთეთ! რომ იცოდეთ, რამდენს შრომობს ყველა მონაწილე, როგორ განიცდიან და ნერვიულობენ, მგონი, ასე ყოველ წვრილმანზე არ უნდა ილანძღებოდეთ.

– ყველაზე სახალისო რა შენიშვნა მოგისმენია, თუნდაც მეგობრებისგან?

– პირველ გამოსვლაზე მოვისმინე ის, რომ სასაცილო ვიყავი; მეორეზე იყო შეფასება – „სასაცილო, მაგრამ, შედარებით დახვეწილი”. სერიოზული ტიპის როლი ვითამაშე. ძალიან ბევრი იცინეს ჩემი პირველი ტურის ჩაცმულობაზე, რომელიც ჩვენი დიზაინერის – გუდუს გადაწყვეტილება იყო და მაგრად მომეწონა. სამოცდაათიანი წლების „სტილიაგას” როლი მქონდა და, თუ ვიღაც ვერ მიხვდა ამას, პრობლემები თვითონ ჰქონია. მეორე ტურში სამეჯლისო ცეკვების ტრადიციულ „ვიდზე” ვიყავი, ახლა კი ვარ კალოშებითა და კახური ქუდით, გურჯაანელი გლეხი. 

– ვირთან ჩახუტება შენი იდეაა?

– კი და ძალიან მომწონს. ვირი კახეთის ერთგვარი სიმბოლოა. ბევრ ანეკდოტს ვამართლებ ამით (იცინიან). ცოცხალი ვირი მინდოდა, მაგრამ, ფიზიკურად არ მოხერხდა ამხელა სცენაზე ცოცხალი ვირის ამოყვანა...

– მასაც აკოცებდი?

– ალბათ, ვერა (იცინიან). დავფიქრდებოდი. ისეთი კომფორტული ყოფილა კალოშები, ცეკვაც იოლია ამით და, ქალაქშიც სიამოვნებით ვივლიდი. აი, კახეთში რომ წავალ, ჩემს მამულებში, იქ წავიღებ ამ კალოშებს და შემოვივლი მიწებს.

– როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს დავრჩებით შოუში?

– ვაიმე, არ ვიცი, მაგრად ვნერვიულობ მაგ თემაზე. წარმოუდგენლად არაპნოგნოზირებადი ამბავია. ცოტა ფიარის საშუალებებიც კი ჩავრთეთ: მე და თიკომ ჩემი მეგობრების კლუბში –  „ლანში” გავაკეთეთ ჩვენი მხარდასაჭერი ფანკლუბივით, სადაც ყოველ ოთხშაბათს ჩვენი მეგობრები და ნებისმიერი ადამიანი ვინც გვგულშემატკივრობს უყურებს შოუს იქ და ვისაც უნდა, დაგვიმესიჯებს, ან, უბრალოდ, გაერთობა. ჩემს დას და იმ მეგობრებს, ვინც საქართველოში არ არიან, ძალიან უნდათ ჩართვა, მაგრამ, არ გამოდის – უცხოეთიდან დამესიჯება არ ხდება. თუმცა, ეს არც მინდა. ჩვენი ფინანსური რესურსი ვერ მოერევა ხალხს, ვისაც, შეიძლება, სხვა მონაწილე მოსწონდეს. ამიტომ, ხალხის იმედი გვაქვს ჩვენც. 

– სხვას რას აკეთებ მთელი დღე?

– არაფერს, სულ ვცეკვავ. ან მძინავს, ან ვცეკვავ.

– რეპეტიციებს არ აცდენ, მაგრამ, ორი საათი მალოდინებ ხოლმე.

– თუ ადრე დაინიშნა რეპეტიცია, ვაგვიანებ ხოლმე – დილით ადრე ვერ ვდგები, თუ წინა დღით შუაღამემდე გვქონდა რეპეტიცია. მაღვიძარა არ რეკავს ხოლმე (იცინიან).

– მე არ ვიღლები?

– შენ რას იღლები, მიჩვეული ხარ. შენი ენერგია რომ მქონდეს, ერთსაც არ დავიწუწუნებდი. უნდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან გამიმართლა პარტნიორში და აქვე, საჯაროდ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ ამდენს მითმენ, იტან და წვალობ ჩემთან ერთად. ვიღაცას რაღაცის გასაკეთებლად ორი საათი თუ  სჭირდება, მე ათი მინდა – არ გამომდის ადვილად რაღაცეები და ძალიან ბევრს ვწვალობთ ორივე. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლევან როსტოშვილი

– უამრავი ინტერვიუ მაქვს მიცემული და ჩემი ცხოვრების ყველანაირ მხარეზე მაქვს ნალაპარაკები, მაგრამ, შენზე მაყურებელმა ცოტა რამ იცის. მოდი, მოგვიყევი, ვინ ხარ, რა ხარ, რა უბნელი ხარ? (იცინიან).

– დავიბადე თბილისში, საბურთალოზე გავიზარდე. ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე 13 წლის ასაკში. ტელევიზორში ვნახე და გავგიჟდი, ისე მომეწონა, მაგრამ სამწლიანი წუწუნი და ხვეწნა დამჭირდა იმისთვის, რომ მამაჩემი დამეთანხმებინა ცეკვაზე ვეტარებინე. არც ვიცოდით, სტუდიები თუ იყო, რამე თუ არსებობდა სამეჯლისო ცეკვებთან დაკავშირებით თბილისში. ბოლოს შევედი სტუდია „თელაში” მამაჩემის იმედით, რომ ცოტას გავერთობოდი და თავს დავანებებდი.

– და დარჩი.

– კი, პირველივე დღეს დავრჩი. გავაფანატე ამ ცეკვებზე, სიგიჟემდე მომწონდა და მომწონს, ვგიჟდები, ეს არის ჩემი ცხოვრება. პირველივე წელს კარგი შედეგები ვაჩვენე და დღესაც ვცდილობ, წინ და წინ წავიდე. 

– მამამ დაიჯერა?

– კი, პირველივე ტურნირზე დაიჯერა, რომ ამისთვის ვიყავი დაბადებული. მერე, რაღაც პირადი პრობლემების გამო, ორი წელი ცეკვას თავი დავანებე, მაგრამ, მის გარეშე მაინც ვერ გავძელი და, იმდენი ვქენი, დავბრუნდი. ახლა ვარ სტუდია „თელას” ასისტენტი, პატარებს ცეკვას ვასწავლი. ვარ მოქმედი მოცეკვავე და სხვადასხვა ქვეყნის ტურნირებში ვიღებ მონაწილეობას. 

– კარგი შედეგები გაქვს?

– კი. ყველაზე დიდი წარმატება იყო აღმოსავლეთ ევროპის ტურნირის მოგება ათ ცეკვაში; ასევე ახალგაზრდებში ათ ცეკვაში პირველი ადგილის აღება. პროფესიონალურ ტურნირებზე სულ სხვა დაძაბულობა, სხვა შეფასებები და მოთხოვნებია: თავიდან იწერება მხოლოდ პლუსები და, როდესაც უკვე ექვსი წყვილი რჩება, მერე კი უკვე ქულები – ექვსიდან ერთამდე. „ერთიანი” ყველაზე მაღალი ქულაა და პირველ ადგილს ნიშნავს. უდიდესი დაძაბულობაა, მაგრამ, თან, ძალიან სასიამოვნო განცდა. 

– რაში იწერება ქულები, რამდენად სპორტული ხარ, არტისტული თუ რა?

– პირველ ყოვლისა, ეს არის სპორტი, რადგან ჩვენი საქმე უდიდეს დატვირთვებთან არის დაკავშირებული. საუკეთესო რომ იყო, დღეში რამდენიმესაათიანი ვარჯიში გჭირდება, უნდა გაიარო კლასიკის კურსები, გჭირდება იოგა და სხვა. მერე ეს ყველაფერი ცეკვაში გჭირდება. შენც დამეთანხმები, რომ იოლი გეგონა, მაგრამ ცეკვა დაიწყე თუ არა, მიხვდი, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, თქვენ ელემენტარულს სწავლობთ, ყველანი დატვირთვის გარეშე რეპეტიციობთ. ცენტრების დაჭერას და მსგავს რაღაცეებს საერთოდ არ გასწავლიან, რადგან, უარესად აირევით და არაფერი გამოვა. ჰობი კლასის დონეზე ხდება ამ პროექტის სწავლება. შეფასებაზე რომ მკითხე, ამ სფეროში უპირველესად, ფასდება მუსიკალურობა.

– აქ რაღაც სხვა მუსიკალურობაზეა, ხომ ლაპარაკი, რასაც ხშირად ახსენებს გოჩა ჩერტკოევი.

– კი. როგორ მაგრადაც არ უნდა იცეკვოთ, თუ მუსიკაში არ ზიხარ, ავტომატურად ნული ქულა გეწერება. ყველა ცეკვას თავისი თვლა, ანუ, მუსიკა აქვს, რომლიდანაც არ უნდა ამოვარდე. მერე უფრო ღრმად მიდის ყველაფერი: რიტმებს უნდა ჩასწვდე, მუსიკის თითოეული დარტყმა უნდა იგრძნო და ასე შემდეგ. ამის მერეა ტექნიკა, რაც ურთულესია, განსაკუთრებით, სტანდარტში, სადაც ნელი ვალსიც შედის. 

– გოჩა გვაფასებს, ესე იგი, ზუსტად. 

– ყველაფერში ვეთანხმები. არ გამკვირვებია დაბალი ნიშნის დაწერა. საერთოდ, ჩვენი მონაწილეები, ალბათ, მაინც მიუჩვევლები არიან შეფასებას, მით უმეტეს – დაბალს. ჩვენ კი, ამდენ ტურნირებგამოვლილ ხალხს, აღარაფერი გვიკვირს (იცინიან). 

– ვიცი, რომ ჩვენი რეპეტიციების გარდა კიდევ უამრავი საქმე გაქვს.

– გაგიკვირდება და, პროფესიით დიპლომატი ვარ, მაგრამ, ამ მიმართულებით ჯერ არ ვმუშაობ. საშინლად დატვირთული განრიგი მაქვს. პროექტის გარდა, მყავს ოთხი ჯგუფი, პლუს ორი ანსამბლი; პარალელურად ვმუშაობ საკუთარ თავზე; ამას ემატება ინდივიდუალური გაკვეთილები, სადაც ერთ წყვილს ვამუშავებ. სულ ცეკვის გარშემო ვარ. 

– პროექტის დაწყებასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე, გიგი გაჩეჩილაძე, შენი შეყვარებულია.

– კი და ეს ორმაგი ნერვიულობაა. ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, ჩვენ შორის კონკურენცია საერთოდ არ არის. ჩვენ წყვილში ვცეკვავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, გიორგი მოქმედი მოცეკვავე აღარ არის, ჩვენი ფედერაციის სპორტული დირექტორია. ბავშვობიდან ცეკვავს და, ალბათ, მობეზრდა (იცინიან) – ეს ხუმრობით. მამამისის საქმე უნდა გაეგრძელებინა, სხვა საქმეები ჩაიბარა და ვარჯიშის დრო აღარ რჩებოდა.

– ესე იგი გაჩეჩილაძეების დინასტიაში შედიხარ შენც?

– ვნახოთ. გიორგის მშობლები ჩემი პედაგოგები არიან და მათ მანამდე ვიცნობდი, სანამ გიორგის შევხვდებოდი. მაშინ გიორგი ამერიკაში ცხოვრობდა. გიორგიმდე გადასარევი ურთიერთობა მქონდა მის მშობლებთან, მეგობრული და მასწავლებლური. ისინიც თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან ამ პროექტში, სისტემატურად გვაძლევენ შენიშვნებს და რჩევებს. მაგათ თუ არ მოგვცეს შენიშვნები, აბა, ვინ გვირჩევს რამეს?! დღემდე ჩემი ქორეოგრაფები არიან. მოკლედ, ახლა მთლიანად ამ პროექტით ვართ მოცულები და, ვნახოთ, რა გამოვა.

 

скачать dle 11.3