კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზვიგენთან მებრძოლი... დედა

 

ფლორიდის შტატში ახალგაზრდა სერფინგისტი, რომელიც ზვიგენმა ორჯერ ჩაითრია წყალქვეშ, დედამ გადაარჩინა – ქალიშვილი ზვიგენს პირდაპირ ხახიდან გამოჰგლიჯა.

კალეი ლევი და მისი 15 წლის გოგონა სიდნი, ნიუ-სმირნა-ბიჩის პლაჟზე სერფით დაცურავდნენ, როდესაც უეცრად ზვიგენმა სიდნი წყალქვეშ ჩაითრია. მაგრამ, რამდენიმე წამის შემდეგ გოგონამ ამოყვინთა და ხელახლა ავიდა ფიცარზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერფი სისხლით იყო მოსვრილი. მოულოდნელად ზვიგენმა სიდნი ხელახლა ჩაითრია წყალქვეშ.

„ეს ჩემთვის იყო სცენა ცნობილი ფილმიდან „ყბები“, როდესაც გოგონას მიათრევენ წყალქვეშ და ჩემს თავს ვუთხარი: „უფლებას არ მივცემ ჩემს გოგონას, ასე მოკვდეს!” მე ხელები ჩავავლე მას ბეჭებში და ჩემი ფიცრის ცხვირზე ამოვათრიე“, – ყვება ქალბატონი კალეი ლევი. გამწარებულმა დედამ მოახერხა, ზვიგენისთვის დრუნჩში ჩაერტყა ფეხი და მოეშორებინა, თუმცა, ზვიგენი კვლავ განაგრძობდა დედა-შვილის ირგვლივ ტრიალს. მაშინ მათ დასახმარებლად სერფინგისტები გაემართნენ, რომლებმაც მათი ყვირილი გაიგონეს. ისინი დედა-შვილს ნაპირამდე მისვლაში დაეხმარნენ, საიდანაც გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.

იმავე დღეს, იმავე პლაჟზე, ზვიგენი 17 წლის ნიკ რომანოს დაესხა თავს, რომელიც, ასევე, სერფით ცურავდა. როგორც თვით რომანო ყვება, მან დაიჭირა ტალღა, ზვიგენმა კი მას ფეხზე უკბინა: „ის ჩემ გარშემო ტრიალებდა. მისი კუდი კი პირდაპირ ჩემ წინ აღმოჩნდა და ჩემი პირველი რეაქცია მისი ფეხით მოშორება იყო, რის შემდეგაც მან გაცურა“. ახალგაზრდა იმავე სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, სადაც სიდნი. ნიკს 17 ნაკერი დაადეს.

ამ შემთხვევების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყლის მხეცებზე განსაკუთრებულ მეთვალყურეობას დააწესებენ.

 

скачать dle 11.3