კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პენტაგონი ახალი სახეობის კიბერიარაღს ამზადებს

 

ირანთან ან სირიასთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზადების პროცესში, ამერიკელი სამხედროები ახალი სახეობის კიბერიარაღის შექმნაზე დაფიქრდნენ.

ახალი თაობის იარაღმა უნდა „დაარღვიოს მოწინააღმდეგის სამხედრო კომპიუტერული ქსელების მუშაობა მაშინაც კი, თუ ეს ქსელები ინტერნეტთან არ არიან მიერთებული“. ამისთვის კი გამოყენებული იქნება, მაგალითად, ექსპერიმენტული ტექნოლოგია რადიოსიგნალების გამოყენებით.

რა თქმა უნდა, მსგავსი საშუალებების დამუშავებისთვის საჭირო იქნება დრო. მაგალითად, გასულ წელს ამერიკელებმა ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების მწყობრიდან გამოყვანა სწორედ კიბერიარაღის საშუალებით სცადეს, მაგრამ, მალე დაასკვნეს, რომ მის შესაქმნელად ერთი წელი მაინც არის საჭირო. „ჩვენ არ ვიყავით მზად, გაგვეხორციელებინა ეს ლიბიაში. ჩვენ ახლაც არ ვართ მზად, ეს განვახორციელოთ“, – თქვა გადამდგარმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა გადაწყვიტა.

2011 წელს პენტაგონის პერსპექტიული სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების სააგენტოს „დარპას” 5 წლით 500 მილიონი დოლარი გამოეყო. წელს კი  პენტაგონის ღია ბიუჯეტი კიბერუსაფრთხოებაზე, შეტევით და დაცვით კიბერტექნოლოგიებზე 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პენტაგონი უფრო მეტ ფულს ხარჯავს კიბერშეტევისგან თავდასაცავად, ვიდრე შეტევითი კიბერიარაღის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ გამოვიდა მოწოდებით გენერალი ჯეიმს კარტრაიტი წინადადებებით, „გადაისროლონ ინვესტიციები შეტევით სექტორში“.

 

скачать dle 11.3