კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აინშტაინის ხელნაწერები და პირადი დოკუმენტები – ინტერნეტსივრცეში

 

განთქმული ფორმულის – E=MC 2 – ყველაზე პირველი ჩანაწერი, რომელიც თვით ალბერტ აინშტაინის ხელითაა გაკეთებული, გენიოსის სხვა დოკუმენტებთან ერთად, ინტერნეტქსელში გამოიფინება.

სწავლულის ნაშრომთა არქივი, რომელიც 80 ათას დოკუმენტს მოითვლის, დანომრილი იქნება და ინტერნეტსივრცეში აინშტაინის დაბადების 133 წლისთავის ზეიმის ფარგლებში განთავსდება.

უკვე ახლა, საიტზე – AlbertEinstain.info, განთავსებულია 2 000 დოკუმენტზე მეტი – მასალები 1922 წლამდე. ისრაელის ევროპის უნივერსიტეტის სპეციალისტები, პრისტონის უნივერსიტეტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სწავლულებთან ერთად, გეგმავენ, ეს მასშტაბური სამუშაო უკვე წლის ბოლოსთვის დაამთავრონ.

ამავე დროს, დოქტორმა ლეონარდ პოლონსკიმ, იმ ფონდის თანადამაარსებელმა, რომელმაც დოკუმენტების დანომვრისთვის გამოყო გრანტი, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მასალებიდან 40 ათასი ფიზიკოსის პირად დოკუმენტებს წარმოადგენს. მათ შორის შეიძლება ნახოთ: სერტიფიკატი სკოლის დამთავრების შესახებ; ოფიციალური შეტყობინება აინშტაინის ქორწილზე; წერილი, სადაც იგი სთავაზობს მეთოდს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ებრაელებისა და არაბების კონფლიქტი; აგრეთვე, 6 წლის მოსწავლის თავხედური წერილი, სადაც ცნობილ მათემატიკოსს თმის შეჭრას უბრძანებს.

როგორც აინშტაინის ინტელექტუალურ საკუთრებაზე პასუხისმგებელმა პირმა, პროფესორმა ხანოხ გუტფრეინდმა აღნიშნა, კოლექციაში, აგრეთვე, შედის ძალზე პირადი დოკუმენტები. მაგალითად, ინტერაქტიურ კატალოგში შესაძლებელი იქნება, ვიპოვოთ 24 სასიყვარულო წერილი, რომლებიც აინშტაინმა თავის მეორე ცოლს, ელზას მისწერა (ამ დროს იგი მილევიაზე  ჯერ კიდევ არ იყო დაქორწინებული).

 

скачать dle 11.3