კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღრმად შეშფოთებულები

ალაგ-ალაგ შეშინებულები

 

 საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, შეშფოთებულმა იმის გამო, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ძეგლებს თვითნებურად აღადგენენ (თუ, პირიქით, ანგრევენ), საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად განგაშის ზარები დაარისხა. უფრო ზუსტად, გასულ კვირას სპეციალური განცხადება დაამტკიცა და საერთაშორისო თანამეგობრობა დაარიგა, რომ, ჯერ ერთი, საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის მარიონეტულმა მმართველობამ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები შეწყვიტონ, ზედაც, „მოუწოდოს (საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდოს) რუსეთის ფედერაციას, ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად ოკუპირებულ აფხაზეთში იუნესკოსა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები დაუშვას.“

    ხალხის რჩეულთა ასეთი რისხვა (სპეცგანცხადებაში წერია: ღრმა შეშფოთება) კი იმას გამოუწვევია, რომ რფ-ის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო ზიანი ადგება შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ჰოდა, ჩვენს რჩეულებსაც შიში შეჰპარვიათ, რომ „აფხაზეთში ქართული კვალი არ წაიშალოს“.

ცხადია,  შიში არცთუ უსაფუძვლოა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე ხალხის რჩეულებმა ფრიად უშიშრად დაამტკიცეს მიმდინარე წლის 20 მარტს ცვლილებები, რის მიხედვითაც, ინვესტორს საქართველოს ბუნების ვანდალური წესებით განადგურების უფლება ეძლევა, რაღაც – ალაგ-ალაგ შეშინებულების შთაბეჭდილებას ტოვებენ?!

ვითომ დიდი გვარის კაცის შემოლაწუნება უნდათ?!

 

скачать dle 11.3