კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

სტაჟიანი და ჭიპმოჭრილი

ანუ ტყუილდასაჯერებელი

 

მართალია, საპარლამენტო ოპოზიცია იმედოვნებდა (ოო, რა ამაოდ!), რომ ნავსი გატყდებოდა და სამთავრობო საათზე დეპუტატების წინაშე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარდგებოდნენ (მათ შეკითხვებიც კი მოუმზადეს!), თუმცა, ჩვეულებისამებრ, გაბზარულ ვარცლთან დარჩნენ, ვინაიდან, ზემოხსენებული სამინისტროების პირველმა პირებმა ხალხის რჩეულებს თავიანთი მოადგილეები გამოუგზავნეს (თან, ორივენიცა ქალები). პროტესტის ნიშნად ფრაქცია „თავისუფალმა საქართველომ“ სხდომა დატოვა (დანარჩენი ოპოზიციონერები დარჩნენ). ამის მიუხედავად, ჩინოვნიკმა ქალბატონებმა ოპოზიციის მიერ მათი უწყების პირველი პირებისთვის გაგზავნილ შეკითხვებს მაინც უპასუხეს (აი, ასეთი სტაბილურია ჩვენში დემოკრატიის პრინციპები!). ოღონდ, თვითმხილველთა თქმით, განსაკუთრებით, ქ-ნი ბურჯალიანის გამოსვლა, თავის ვიდეოპრეზენტაციიანად, ისეთი მოსაწყენი იყო, თვით უმრავლესობაც კი ამთქნარებდაო, თორემ, ტელეფონით ისინი მხოლოდ პრეზიდენტის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოსვლისას არ თამაშობენ (მხოლოდ აქა-იქ და თითო-ოროლა).

ერთი ისაა, რომ დარბაზის დატოვებამდე ბ-ნმა ბაღათურიამ მიკროფონთან გაიბრძოლა და სხდომის თავმჯდომარე ბ-ნი წერეთლისგან შენიშვნაც მიიღო. კერძოდ, პოლიტიკურ სცენაზე ჭიპმოჭრილმა გიგი წერეთელმა ოპოზიციონერ კოლეგას შეუძახა: შოუს ნუ დგამთ, ეს მეთოდები პოლიტიკაში არ ჭრისო. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამ ჩვენს პოლიტიკაში, თუ ჭრის, სწორედაც რომ, შოუ ჭრის, მაგრამ, თუ ბ-ნი წერეთლის ბიოგრაფიას გადავხედავთ, მას ტყუილიც კი დაეჯერება (ის იმ ჩინოვნიკთა ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც ხელისუფლებაში თითქმის ყოველთვის იყვნენ, ზედაც, განსხავავებული პოლიტპლატფორმებიდან). კერძოდ: მისი პოლიტიკური ღვწა 1995 წელს იწყება – თბილისის მერიაში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობით და იმავე წელს მუშაობა რაიონის გამგეობის თავმჯდომარედაც მოასწრო; 1996-1998 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი გახლდათ; 1998-წლიდან – თბილისის საკრებულოს წევრი (ფრაქცია „თბილისს” თავკაცობდა); 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, ხოლო 2000 წლიდან – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. თუმცა ერთი ამოვარდნა მაინც ჰქონდა, კერძოდ, 2004 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვასაც უმინისტრა.

 

скачать dle 11.3