კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იპოვა მეგობარი თბილისიდან გერმანიაში და რისი იმედი ჰქონდა 22 წლის თბილისელ გოგონას

 

22 წლის მარიამ ქავთარაძე ეძებდა 24 წლის ლაიანა ელიაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 24 წლის ლაიანა ელიაშვილს. ლაიანა ოთხი წლის წინ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში გადავიდა და მას შემდეგ მასთან კონტაქტი დაკარგული მაქვს. სამწუხაროდ, შეიძლება, ჩვენ შორის კავშირის შეწყვეტა ჩემი ბრალიცაა, რადგან სწორედ მე გამოვცვალე მობილური ტელეფონის ნომერი, ლაიანამ კი ჩემი ახალი ნომერი არ იცის. არაა გამორიცხული, რომ ისიც მეძებდეს. 

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაბეჭდილი იყო ჟურნალ „თბილისელების“ მარტის პირველ ნომერში. მარიამ ქავთარაძე ეძებდა ქალაქ დრეზდენში წასულ მეგობარს. საბედნიეროდ, მეგობრებმა ერთმანეთი იპოვეს გერმანიაში მოღვაწე ჩვენი ნებაყოფლობითი დამხმარის, ინა გიუნტერის მეშვეობით, რისთვისაც მას  დიდ მადლობას ვუხდით. 

– რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ შენი მეგობარი ნაპოვნია და შენს ზარს ელოდება?

მარიამ ქავთარაძე: ძალიან გამიხარდა და ეს ამბავი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. როგორც ვიცი, ადამიანის პოვნა, მით უმეტეს, სხვა ქვეყანაში და, თანაც, ასეთ მოკლე დროში, თითქმის შეუძლებელია. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და იმ ქალბატონს, ვინც გერმანიაში ლაიანას პოვნაში დამეხმარა. ლაილა თავის ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა გერმანიაში, მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ისინი ქალაქ დრეზდენში უნდა ყოფილიყვნენ, დაწვრილებითი მისამართი კი, ლაილას ჩემთვის მისი იქ ჩასვლის შემდეგ უნდა ეთქვა, შეეტყობინებინა, მაგრამ, ჩემს ნომერზე ვეღარ დამირეკა. როგორც კი გავიგე, რომ ლაილა ნაპოვნია, გული ისე ამიჩქარდა, მეგონა, გონებას ვკარგავ-მეთქი (იცინის). ბუნებრივია, მაშინვე მივვარდი ტელეფონს და დავურეკე. საკმაოდ ემოციური საუბარი გვქონდა. ორივე ვკიოდით სიხარულისგან. აღმოჩნდა, რომ ისიც მეძებდა – თურმე, ჩემს ძველ ნომერზე მირეკავდა და ვერ მიკავშირდებოდა; ინტერნეტში არც კი გეძებდი, მეგონა, ჯერ კიდევ არ გქონდა კომპიუტერიო. ლაილას გაუკვირდა, როდესაც მოვუყევი, როგორ ვიპოვე და ძალიან მთხოვა, მისთვის ჩვენ მიერ დაბეჭდილი სტატია გამეგზავნა. ამჟამად მე და ჩემი მეგობარი არა მხოლოდ ტელეფონით, არამედ, ინტერნეტითაც ვურთიერთობთ – სკაიპით თითქმის ყოველდღე ველაპარაკებით ერთმანეთს.

– ის რა გზებით გეძებდა?

– მან არ იცოდა, როგორ უნდა მოვეძებნე და მხოლოდ ტელეფონზე რეკვით ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას. თავდაპირველად, როდესაც ლაილა და მისი ოჯახი გერმანიაში ჩავიდნენ, მას ძალიან გაუჭირდა უმეგობროდ ყოფნა, მით უმეტეს, რომ ენაც არ იცოდა, ამჟამად კი ის უკვე თავისუფლად ლაპარაკობს გერმანულად. მან მითხრა, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ, ჯერ არ იცის, როდის.

– აპირებთ თუ არა შეხვედრას და როგორ გეგმავთ ამას?

– ძალიან გვინდა, ერთმანეთის ნახვა. რა თქმა უნდა, ინტერნეტით გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ, რეალური ურთიერთობა სულ სხვაა. მე, ბუნებრივია, ვერ ჩავალ გერმანიაში და, მომიწევს, ისევ ლაილას დაველოდო. მჯერა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში.

– რას უსურვებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც შენსავით მეგობარს ეძებს?

– მთავარია, ყველას სჯეროდეს, რომ იპოვის თავის მეგობარს. მე სულ მქონდა იმედი, მაშინაც კი, როდესაც ყველა მეუბნებოდა, რომ ეს არარეალურია. მეორეც, აუცილებლად საჭიროა, იმოქმედო და მაქსიმუმი გააკეთო ამისთვის, თუკი ნამდვილად გინდა ვინმეს პოვნა, მას აუცილებლად იპოვი. ვერაფერი შეედრება იმ დიდ სიხარულს, რომელიც მეგობრის პოვნას მოჰყვება. მე სულ მემახსოვრება ის დღე, როდესაც ლაილა ვიპოვე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს თავიდან შევიძინე მეგობარი. მინდა, ყველას ვუსურვო დაკარგული მეგობრის პოვნა.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3