კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან დაიღალა ჩელე და რა ენატრება მას ყველაზე მეტად

არ მინდა, სუბიექტური ვიყო, მაგრამ ამ ბიჭის ეკრანზე არყოფნა ჩვენი ტელევიზიების დიდი შეცდომა მგონია. დღევანდელი წამყვანების, სერიალებისა და ტელეფილმების მსახიობების ფონზე, ჩელე თუ არ აჭარბებს მათ, არაფრით ჩამოუვარდება. სამწუხაროდ, მას მინიმალური სამუშაო აქვს და იმდენად, რომ უკვე სულ სხვა ტიპის სამსახურებს ეძებს. არ უნდა, მის უსაყვარლეს შვილს როდისმე რაიმე მოაკლდეს.

 

– უსაქმოდ ყოფნა მოგიხდა... თითქოს წლები კი არ გემატება გაკლდება, თვალებიც არ გაქვს ისეთი ჩამქრალი, ამ რამდენიმე ხნის წინ რომ გნახე მაშინ, რომ გქონდა...

– უსაქმურობას თავისი ეტაპები აქვს. თავიდან გგონია, ისვენებ, მერე გგონია, უფრო მეტად ისვენებ, მერე ამ დასვენებით იღლები და აი, უკვე მეოთხე ეტაპზე ხვდები, რომ უსაქმურად ხარ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთლად უსაქმოდაც არ ვარ. თეატრით მაინც ვახერხებ რაღაცეები შევივსო, ალბათ მარტო სულიერი სამყარო. კარგია სულიერი სისავსე, შინაგანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ რაღაც თუ უკან არ გიბრუნდება, ერთი და იმავეს წლობით კეთება გღლის.

– რატომ გგონია, რომ არ გიბრუნდება, იქნებ შენ იხარჯები არასაკმარისად?

– არა, სცენაზე არასაკმარისად დახარჯვა გამორიცხულია, მაშინ უბრალოდ აღარ გათამაშებენ და ეგ იქნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თეატრი ახლა იმ ეტაპზეა, იქ თამაში ავადმყოფობას უდრის. ვერ ვართ ეს მსახიობები კარგად. შეიძლება, ხუთი ადამიანი იჯდეს დარბაზში და ზუსტად ისე უნდა ითამაშო, როგორც ანშლაგზე. ითამაშო სრულიად უფასოდ და ასე, ძალიან ხშირად მოვქცეულვართ. მაგრამ, ყველაზე მთავარი, რაც იმის თქმის უფლებას მაძლევს, რომ ვერ ვართ – თამაში გვიხარია. ტაში, – ეს უკვე მეორე თემაა. მთავარი მაინც ისაა, რომ ვთამაშობთ. 

– ახლა მუშაობ რაიმე სპექტაკლზე?

– კი, „თეთრი ბაირაღების” აღდგენაზე ვმუშაობთ და უდიდეს მსახიობებთან ერთად ვთამაშობ. მართლა ვამაყობ ამით. გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი... გოგი ქავთარაძე ჩვენთან ყოველთვის იყო ტიგრან გულოიანი და თქვენი მონა მორჩილი, ზაზა ნაკაშიძეს ვთამაშობ. ასეთ ხალხთან ურთიერთობა და თამაში საშუალებას გაძლევს, უფრო ღრმად ჩაერთო და ჩაეფლო თეატრის მორევში. ავად იქნები თუ კარგად, იქ მაინც გიხარია მისვლა, მუშაობა...

– ბატონი გოგი შენს ერთგვარ თილისმად იქცა?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროში ის ჩემი გამზრდელია. ის სწორად მიუდგა ჩემს შესაძლებლობებს. საკურსო სპექტაკლი იდგმებოდა, როცა მომიწია, ჯგუფს სამი თვით გამოვთიშოდი, ეს კი რეჟისორისთვის ძალიან რთულია. შეიძლება, საწყენიც კი იყო ეს მისთვის. მაგრამ, მან იცის, როგორ მოექცეს სტუდენტს, მეგობარს, იმ ადამიანებს, ვისგანაც რამე სწყენია. არ მინდა, ფამილარულად გამომივიდეს, მაგრამ კეთილი, თეთრი დათვის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიხარია, რომ ის არა მხოლოდ ჩემი მეგობარი, გამზრდელი, როგორც მსახიობის და რეჟისორია, არამედ უკვე ერთადაც ვთამაშობთ. 

– ხომ არ გაქვს „ჯეობარის”, ან უფრო მისი დასრულების შემდგომი პერიოდის ნოსტალგია?

– ამის ნოსტალგია რომ არ გქონდეს, გიჟი უნდა იყო. ეს ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მართლა არ მქონდა თავის მოფხანის დრო. სასაცილოა, ახლა ჩემი მხრიდან ისევ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს დღეები და თვეები კი არა, წლები იყო, როცა დღეში ხუთი-ექვსი შეხვედრა მქონდა – უამრავი ინტერვიუ, ახალ და საინტერესო ხალხთან ურთიერთობა, ჩართვები... უფრო მეტი ადამიანი იყო მაშინ ჩემ გვერდით. არავითარ შემთხვევაში ეს მოსაბეზრებელი არ არის. ვინც ამბობს ამისგან დავიღალეო, იტყუება. 

– შენ დააკელი რამე, რომ ამ საფეხურზე არ დარჩი?

– არავის ვაბრალებ ჩემს ახლანდელ დაშვებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. ასეთი ნათქვამია, ხომ იცი – არ არის უფხო და უფხო რად არის?! მაგრამ, აი, უფხო აღმოვჩნდი. სხვას შეიძლება, უკეთესად გამოეყენებინა ის მდგომარეობა, რომელიც მქონდა – ნაცნობობა, ურთიერთობები, კავშირები. ცოტა ისეთი ტიპი ვარ, მიჭირს თხოვნა, შეწუხება. მაგრამ, იმას არ ვამბობ, რომ ეს კარგია და ვინც ასე იქცევა – ცუდია. არ მიმაჩნია, რომ ვიღაცამ ლანგარზე დადებული, მზამზარეული უნდა მომიტანოს ყველაფერი. პირიქით, ვიცი, ბევრი რამ უნდა გავაკეთო და ვიშრომო რომ რაღაცას მივაღწიო. მაგრამ, ახლა რა ხდება, იცი?! ამ ექვსი წლის წინ მქონდა წინათგრძნობა, თანაც ძალიან ძლიერი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან დადებითისკენ უნდა შეცვლილიყო, ყველაფერი უნდა ამოყირავებულიყო და ასეც მოხდა. მერე იმის წინათგრძნობაც მქონდა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. საკუთარ თავს ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ. აი, ის ძველებური წინათგრძნობა ისევ მეუფლება და ვიცი, რომ ეს გარდატეხა აუცილებლად მოხდება, მაგრამ როდის და რა მხრივ, არ ვიცი. რაღაც უნდა მოხდეს. არ მიყვარს მოვლენებისა და დროის გასწრება, მაგრამ წლები ხომ გადის?! ყველაზე მეტად წლების გასვლის, აჩქარებული დროის მეშინია. ამ ყველაფერზე რომ ფიქრობ, ხომ იცი, რას ნიშნავს?! ბევრი დრო მაქვს საფიქრალად. მაგრამ, უარყოფითზე ჩაციკვლა არ შემიძლია – შეძახილმა ხე გაახმოო. რაც უფრო მეტად იტყვი, რომ ვაიმე, რა ცუდად ვარ!.. ვაიმე, ეს რა დღეში ვარ, – უარესია. პირიქით, რომ გკითხავენ – როგორ ხარო, უნდა უპასუხო, ძალიან კარგადო. იცი რა?! ყველას მხოლოდ ის აინტერესებს, კარგად თუ ხარ, თორემ ცუდად უამრავი ადამიანია და ბევრი შენზე გაცილებით ცუდად.

– ფინანსურად რა მდგომარეობა გაქვს – ეს არ არის პრობლემა?

– ძალიან დიდი პრობლემაა. მეტსაც გეტყვით, არ მეგონა, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დრო დადგებოდა. მაგრამ, არა უშავს, ყველას აქვს აღმასვლა და ჩავარდნები – კარდიოგრამასავითაა. რა უნდა ვქნა ახლა ამის გამო, სახლში დავჯდე, ლოგინში ჩავწვე და ფანჯარაც არ გავაღო?! 

– ცოლს გაშორდი?

– კი, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. პირად ცხოვრებაშიც შეიცვალა რაღაცეები და ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა ფინანსურმა სიტუაციებმაც. 

– თუ ცდილობ საქმის შოვნას, დადიხარ ქასთინგებზე?

– რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა მსახიობი, მივდივარ ქასთინგზე, ვიპრანჭები, ვცდილობ, თავი მოვაწონო... შეიძლება, ამ ქასთინგების მიმართ არასწორი დამოკიდებულება მაქვს. რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ მართლა რთულია. ეს მსახიობები სულ რაღაცის დამტკიცებაში ვართ, სულ გამოცდებს ვაბარებთ. საშინლად თვითკრიტიკული ვარ. მაქვს ეს პრობლემა, განსაკუთრებით კი ქასთინგზე ვფიქრობ, – ესეც არ გამოვა და აქ სულ ტყუილად ვარ-მეთქი. ეს კი არასწორია. არ არსებობს, ეს ყველაფერი სიტუაციაზეც არ აისახოს და ვისთანაც „გამოცდას აბარებ”, მათაც არ იგრძნონ. 

– ტელევიზია გენატრება?

– შენ წარმოიდგინე, კი. თითქოს თეატრივითაა. ერთხელ შეყოფ თავს და მერე სულ გიყვარს. მაგრამ, იქ ყოფნა თუ გინდა, ფხიანი უნდა იყო (იცინის), მგელი და მგელზე მგელი. 

– ხომ არ ფიქრობ, რომ ცხოვრება უსამართლოა შენ მიმართ?

– არა. საერთოდ, არასდროს მითქვამს, რომ მე ამას უკეთესად გავაკეთებდი, აქ ჩემი ადგილია და არა მისი... არავინ იცის, რას იზამს თუ იმ სხვის ადგილას აღმოჩნდა. ბევრი რამ უნდა სცადო. ახლა ხომ ასეთი პრინციპია – იურისტი ხარ, და ამ დროს შეგიძლია, უცებ კოსმონავტი ან ქირურგი გახდე. მსახიობებშიც ხშირია ეს. სრულიად სხვა პროფესიის ადამიანები თამაშობენ კინოში და ეს ძალიან კარგია. ცოტა ჩვენც დაგვითმეთ, ჩვენც გვათამაშეთ (იცინის). „ფეისბუქში” ქალაქს ვაშენებდი და ესეც მომბეზრდა. თბილისზე დიდი ქალაქი ავაშენე თავისი პატრულებით, ხვნა-თესვით, ბანკით, ცხოველებით, სკოლით, სახანძრო-სასწრაფოთი... მყავს გემები, მომყავს კომბოსტო, სტაფილო და იქ მაქვს ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ, ეს ყველაფერი ვირტუალურად. 

– შენი გოგონა როგორაა?

– გაიზარდა, უფრო მეტს ლაპარაკობს, მეტი მოთხოვნები აქვს, მეტ კითხვაზე ითხოვს პასუხს. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ენერგია და ხალისი სულ მაქვს. შეიძლება, იყო  დაღლილი, ცუდად, მაგრამ ეს ნათელი ადამიანი ყველანაირ დაღლილობას მიხსნის. მამას „ნიჭები“ კი გამოჰყვა, ისე უყვარს ცეკვა, სიმღერა. გიჟდება შაკირაზე, „სამბილამბილამ ვაკა ვაკა”... – მუდმივად მღერის. თუ რომელიმე გადაცემაში ვიქნები სტუმრად ან სადღაც, ჩემი პირველი მაყურებელი სალომეა. ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი, პატარა ანონსივით გავიდა და ყვირილი ატეხა – მამიკოო. პატარა კადრიც არ გამორჩენია. მოკლედ, კარგი გოგოა, მთავარია ჭკვიანი და ჯანმრთელი გაიზარდოს და დანარჩენი უკვე ისე იქნება, როგორც მას და ჩვენ გვინდა.

 

 

скачать dle 11.3