რატომ უყურებდნენ გაოგნებული ახალზელანდიელები დუდუ ქუბრიაშვილს და როდის იწყება მისთვის „მეოთხე ტაიმი“ » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

რატომ უყურებდნენ გაოგნებული ახალზელანდიელები დუდუ ქუბრიაშვილს და როდის იწყება მისთვის „მეოთხე ტაიმი“

რუსეთის ნაკრების სარეკორდო ანგარიშით მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, რუსთა უელსელმა თავკაცმა, კინგსლი ჯონსმა ქართველი მორაგბეების პროფესიონალიზმზე ისაუბრა და რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულად გამოყო, მათ შორის, ფრანგული „ტულონის” შერკინების ბურჯი – დავით ქუბრიაშვილი. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მესამე ნომრად დაასახელა. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ინტერვიუს დავით ქუბრიაშვილთან, რომელსაც შინაურულად დუდუს ეძახიან.  ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“, რომელიც  რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარეობს.

 

დუდუ ქუბრიაშვილი: რაგბის თამაში 2000 წელს დავიწყე, 14 წლის ვიყავი. მანამდე, ერთი თვე ცურვაზე დავდიოდი. „ლელოში” ვთამაშობდი, რომელთან ერთადაც საქართველოს ჩემპიონი გავხდი.

– საფრანგეთში როდის წახვედი სათამაშოდ და ხომ არ გაგიჭირდა იქაურ სიტუაციასთან შეგუება?

– 2007 წელს წავედი სათამაშოდ საფრანგეთში. „ტულონამდე”, თავიდან „მონპელიეში” ვიყავი ერთი წელი. მამუკა გორგოძე დამეხმარა ძალიან. იქ რომ ჩავედი, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და, იმ დროს მამუკა გუნდში არ დამხვდა, ნაკრებთან ერთად იყო. ამიტომ, თავიდან გამიჭირდა, ენა არ ვიცოდი. პირველი 3-4 თვე რთული იყო იქ ყოფნა, სანამ მამუკა ჩამოვიდოდა. პირველ დღეებში „მონპელიეს” ერთ-ერთი მოთამაშე მეხმარებოდა – ფრანგი. ამდენი ხნით სახლიდან მარტო ყოფნა და მით უმეტეს, ენა რომ არ იცი, ძნელია, ერთი პერიოდი, ისეთი მომენტებიც მქონდა, წამოსვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ახლა იმ დრომ ჩაიარა. 

– ნაკრებში დებიუტი როდის გქონდა?

– „მონპელიეში” ვთამაშობდი მაშინ და 2008 წელს პორტუგალიის ნაკრებთან პირველად  ვითამაშე ნაკრებში. 

– 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო ჩემპიონატს როგორ გაიხსენებდი?

– პირველი მსოფლიო თასი იყო ჩემთვის. ძალიან მომეწონა იქაური ხალხი. თბილი და ყურადღებიანები იყვნენ ჩვენ მიმართ. აფანატებენ რაგბიზე. სპორტის ეს სახეობა ძალიან მაღალ დონეზეა იქ განვითარებული. რამდენიმე ქალაქში ვიყავით, თუმცა დედაქალაქი ვერ ვნახეთ, მომეწონა ქუინსთაუნი, მასტერტონი, სადაც ჩოხებში გამოწყობილებმა მოვაწყვეთ მსვლელობა. პირადად მე და ბევრ სხვასაც პირველად გვეცვა ჩოხა და გვეკიდა ხანჯალი. ძალიან გვიხაროდა, მაგრამ ხალხი უფრო გაოგნებული გვიყურებდა. ძალიან უცხო იყო მათთვის ჩოხიანი მამაკაცების დანახვა. ჩვენ პატივსაცემად იყო მოწყობილი აღლუმი, მთელი ქალაქი გამოვიდა, დადებითი აურა ტრიალებდა იმ დღეს მასტერტონში. მსოფლიო თასი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასახსენებელია კარიერაში – წინგადადგმული ნაბიჯია. 

– „ტულონში” სამი ქართველი ხართ, შენთან ერთად კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა თამაშობენ. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– თავისუფალ დროს ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს. ადრე, სანამ მიქაუტაძე ჩამოვიდოდა და ჩილაჩავა მარტო იყო, ასაკით ჩემზე პატარაა და ყურადღებას ვაქცევდი, უფრო ხშირად ვნახულობდი. ახლა უფრო ნაკლებად ვახერხებ, ტელეფონით მაინც სულ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. თავისუფალი დრო იშვიათად გვაქვს. თუმცა, თუ ისე დაემთხვა, რომ თამაშის შემდეგ, „ესპუარებს” – სათადარიგო გუნდს, სადაც ისინი თამაშობენ, მეორე დღეს არ უწევს თამაში, ერთად მივდივართ ბარში ან რესტორანში. ძირითად გუნდთან ერთად ერთობიან. ხშირად არ ხდება ასე, მაგრამ ვახერხებთ ხოლმე.

– „ტულონში” შენი თანაგუნდელია ინგლისელი – ჯონი უილკინსონი, რაგბის ლეგენდა, რომელსაც მარტოს 2003 წლის მსოფლიო თასი აქვს მოგებული. რას იტყვი მასზე, როგორი ადამიანია?

– დიდი მოთამაშეების 99 პროცენტს ვერ შეატყობ, რომ ვარსკვლავია. მანამდე ჩემთან ერთად თამაშობდნენ – ტანა უმაგა და სონი ბილ უილიამსი, ორივე ურთიერთობაში არაჩვეულებრივი ადამიანია. სონი ბილი ორი წელი იყო ჩემი თანაგუნდელი. ის რაგბის ახალი თაობის ვარსკვლავად ითვლება. ტანა უმაგა კი, რაგბის მოყვარულებს, მოეხსენებათ, რა დონის მოთამაშეც იყო. ჯონი უილკინსონზე ვიტყვი, რომ ის ისეთი ადამიანია, უკეთესს ვერ ინატრებ – ძალიან თავმდაბალი, უშუალო და პიროვნულადაც არის „სერ” , ხელოვნურად შექმნილი კი არა, ბუნებრივია, „სერობის” ტიტულს კი ყველა ვერ იღებს. მოგეხსენებათ, ამას დამსახურება უნდა. როგორც მოთამაშე ხომ ძალიან მაგარია. ვინც რაგბის ადევნებს თვალს, მოეხსენებათ, რა დონის მორაგბეც არის.

– „ტულონის” პრეზიდენტი, მურად ბუჯელალი, საფრანგეთში სკანდალურ და ექსტრავაგანტურ პიროვნებად არის ცნობილი. ის რაგბის კლუბის პრეზიდენტობასთან ერთად, კომიქსების გამოცემითაც არის დაკავებული, რას იტყოდი მასზე? 

– კომიქსებით გამდიდრდა თუ რით, მაგდენი არ ვიცი. თუმცა, ვიცი, რომ გამომცემლობის 100 პროცენტი გაყიდა. 2005 წლიდან ის „ტულონის” პრეზიდენტია. შარშან კომიქსების ბიზნესი სრულად გაყიდა და მთლიანად რაგბისკენ მოტრიალდა. საინტერესო პიროვნებაა, კლუბების სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავდება. პირადად მე, მასთან ძალიან კარგად ვარ. მოთამაშეებთანაც უშუალოა. თავისებური ადამიანია და ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

– პირველი ქართველი ხარ, რომელიც მიიწვიეს „ბარბაროსების” გუნდში, ერთგვარ „მსოფლიო ნაკრებში”. რას იტყოდი ამაზე?

– მოგეხსენებათ, „ბარბაროსები” მხოლოდ დროის გასატარებლად იკრიბებოდნენ, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ. იქ არ არის არანაირი დოგმა, რომ აი, დღეში სამჯერ ვარჯიში, ან რაიმე მაგდაგვარი. თამაშისგან სიამოვნების მისაღებად არის გასართობი ტურნირები. თუმცა, თამაშის დროს მოთამაშეს 200 პროცენტით დახარჯვა მოეთხოვება და ყველა „ბარბაროსის” მიზანია, აჩვენოს შედეგი და სანახაობა. ჩემდა საბედნიეროდ, მე გავხდი პირველი ქართველი, რომელიც „ბარბაროსებში”  მიიწვიეს და ჩემთვის ეს დიდი პატივია, კარიერაში კი, რა თქმა უნდა, – წინ გადადგმული ნაბიჯი. თვითონ გუნდშიც კარგი აურაა. გავიცანი მოთამაშეები, უმეტესობა ვარსკვლავია. კარგად გავერთეთ და რაც მთავარია, ის თამაშებიც მოვიგეთ.

– რუმინეთთან მატჩი მინდა გავიხსენო, თამაშის ბოლო წუთებში ყველაზე დიდი ბრძოლა სწორედ შერკინების პირველ ხაზს მოუხდა. რას იტყოდი ამ მატჩზე?

– ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მატჩი იყო რუმინეთთან. რუსეთი კი არის პრინციპული მეტოქე, თუმცა ბიჭებიც დამეთანხმებიან, რომ რუმინეთი გაცილებით მაღლა დგას. უფრო ძლიერი გუნდიცაა და ანგარიშებიდან გამომდინარე, უხერხული მეტოქეც. სტუმრად თამაში მათთან ყოველთვის რთულია – სერიოზული მეტოქეა, ძალისმიერი გუნდი, რომელსაც პროვოკაციული თამაში უყვარს.

– რუსეთთან მატჩზე რას იტყოდი. როგორ ემზადებით ხოლმე და რის ხარჯზე ახერხებთ ყოველთვის მოგებას?

– რუსეთთან მატჩების დროს არის, რა თქმა უნდა, დატვირთვა, ამდენი ხნის წაუგებელი სერია გვაქვს და არ შეიძლება, რომ არასერიოზულად მოეკიდო. ვემზადებით, როგორც რიგითი თამაშისთვის, თუმცა პატარა ზეწოლა შინაგანად მაინც არის. ვიცით, რომ არანაირად არ შეიძლება წაგება.

– როცა საფრანგეთში ხარ, აქაური რომელი კერძი გენატრება ყველაზე მეტად?

– ხინკალი.

– ერთ ჭამაზე რამდენ ხინკალს ჭამ?

– ბევრს ვერა. ყველაზე ბევრი 15 ცალი მიჭამია. მეტი ნამდვილად არა.

– კერძებს თვითონ თუ ამზადებ?

– კერძების და თუნდაც ხინკლის მომზადება, არ ვიცი. რაღაცეებს კი ვახერხებ. სახლში თვითონ ვიმზადებ – სალათებს და ხორცს ვჭამ ყოველდღიურად, სპორტული რეჟიმიდან გამომდინარე. კიდევ მაკარონს ვხარშავ. ეს არის ჩემი საკვები საფრანგეთში.

– თამაშის შემდეგ როგორ აღნიშნავთ ხოლმე მოგებას, ალკოჰოლს თუ სვამ?

–  საერთოდ, სასმელს ძალიან იშვიათად ვსვამ. ფრანგულ ღვინოს და კონიაკს ნაკლებად, ლუდით ვიწყებ ხოლმე. მაგრამ, დიდად არც ის მიყვარს, უფრო არაყი მირჩევნია. თუ ვსვამ უპირატესობას არაყს ვანიჭებ.

– მესამე ტაიმის დროსაც?

– მესამე ტაიმი, უფრო მოთამაშეებმა რომ ჭამონ, დანაყრდნენ იმისთვის ტარდება. ამის შემდეგ მივდივართ „მეოთხე ტაიმზე”, რომელიმე ბარში. იქ „მეოთხე ტაიმი” ხანდახან მთელი ღამე გრძელდება. თუმცა, არა ყოველთვის (იცინის).

– პირად ცხოვრებაზე გკითხავ, მეუღლე თუ გყავს, თუ არა და როგორი გოგონები მოგწონს?

– მეუღლე არ მყავს, ჯერჯერობით და ისე, შავგვრემანი გოგოები მომწონს. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ლამაზი უნდა იყოს, მახინჯი არ  მინდა. ალბათ, მთავარია ადამიანი იყოს. როცა იპოვი ცხოვრების თანამგზავრს და გაუგებ, მაშინ მგონი, მნიშვნელობა არ აქვს ქერა იქნება თუ შავგვრემანი. 

– ხინკლის გაკეთება, რომ არ იცოდეს?

– ხინკლის გაკეთება რომ არ იცოდეს, ეგეც არ არის პრობლემა. იყიდი ბოლოს და ბოლოს (იცინის).

 

 

скачать dle 11.3